5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

4 თებერვალი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
შარშანდელთან შედარებით, რთული და საინტერესო წელი გელით. გამორიცხული არაა, რომ სამსახურში ხელმძღვანელობა შეიცვალოს და წარმატების მისაღწევად, ახალი უნარების გამოვლენა დაგჭირდეთ. ნუ იქნებით პარტნიორებთან ზედმეტად პრეტენზიულები. ნუ მოითხოვთ მათგან უსიტყვო მორჩილებას და ყოველ მოქმედებაზე ანგარიშის ჩაბარებას. ამან შეიძლება თავად დაგაზარალოთ.


კურო
ია-ვარდით მოფენილი გზა არ გელით, თუმცა სირთულეების არ გეშინიათ. თქვენს შრომისუნარიანობას, პრინციპულობასა და პრაქტიკულ ჭკუას ყველა სირთულის გადალახვა შეუძლია. მოიშორეთ ეჭვები და საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა. გახსოვდეთ, ნეგატიური განწყობა იმედგაცრუებამდე მიგიყვანთ.


ტყუპები
ამ დღეს ძლიერ ნეგატიურ გავლენასთან მოგიწევთ შებრძოლება. დაავადება, რომელიც შეგაწუხებთ, სერიოზულ მკურნალობას მოითხოვს. სასურველია დიეტის დაცვა, თუმცა სწრაფი და წარმატებული მკურნალობისთვის ახლობლების დახმარება და თანაგრძნობა გჭირდებათ. ეცადეთ, ადამიანები ისეთები მიიღოთ, როგორებიც არიან და მიხვდებით, რომ სამყარო მხოლოდ წარუმატებელი და მოსაწყენი ადამიანებისგან არ შედგება.


კირჩხიბი
ზოგიერთ კირჩხიბს ეჩვენება, რომ მათი შრომა ყოველთვის ნაყოფიერი იქნება, რომ ბრწყინვალე პროექტებს განახორციელებენ და ფინანსების ნაკლებობა არასოდეს შეაწუხებთ, თუმცა ამის იმედად ნუ იქნებით. ვარსკვლავების განლაგება, რომელიც ამჟამად თქვენს ბრწყინვალე ინტელექტუალურ მოღვაწეობას უზრუნველყოფს, ძალიან იშვიათია, ამიტომ მზად უნდა იყოთ, რომ ვითარება მალე შეიცვლება.


ლომი
ამ დღეს ცვალებად ხასიათზე ხართ. მოსალოდნელია გაფანტულობა, უყურადღებობა და საქმიან ქაღალდებსა თუ ფინანსურ ოპერაციებში დაშვებული შეცდომები. ეცადეთ, საჭირო დოკუმენტები დროულად გააფორმოთ. პროფესიულ საქმეებზე მსჯელობისას, პარტნიორებისა და კოლეგების აზრი და სურვილები გაითვალისწინეთ, თუმცა მათი გავლენის ქვეშ მოქცევა აუცილებელი არაა. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და ეცადეთ, დასაძინებლად ადრე დაწვეთ.


ქალწული
სავარაუდოდ, კოლეგებთან მუშაობას კარგად ააწყობთ და ეფექტური გუნდს შექმნით. ამჟამად, ფინანსურ საკითხებში წარმატება გელით, თუმცა, საინვესტიციო წინადადების განხილვისას, უძრავი ქონების შეძენისა და ქონების დაზღვევისას მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.


სასწორი
ბედისწერა მცირე დაბრკოლებებს გიგზავნით, მაგრამ მას თავისუფლად გაუმკლავდებით. თუკი შეეცდებით, დღის პირველ ნახევარში შეასრულოთ დავალებები, დასასვენებლად ბევრი დრო დაგრჩებათ.


მორიელი
პლანეტების განლაგება წარმატებულ სამუშაო დღეს გპირდებათ. ფინანსურ საკითხებს ადვილად გადაჭრით. ასევე, წარმატება გელოდებათ სწავლაში. არ გამოირიცხება მცირე მოგზაურობაც. ახალი კონტაქტები და ახალ ადამიანებთან ურთიერთობა ახალი სამუშაო ადგილის მოძიებაში დაგეხმარებათ. თამამად შეუდექით ახალ პროექტებზე მუშაობას.


მშვილდოსანი
თქვენ, როგორც ყოველთვის, მშვენიერი ხართ და სადაც არ უნდა იყოთ, ყოველთვის იქცევთ გარშემომყოფების ყურადღებას. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ თქვენი ნაცნობების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თქვენთვის. ვარსკვლავები უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევენ - მთავარია, ამის გამოყენება შეძლოთ.


თხის რქა
ფინანსური კუთხით მნიშვნელოვნად გამდიდრდებით და დაიწყებთ ფიქრს, სად დახარჯოთ მოპოვებული თანხა. თავხედები და „პარაზიტები“, რომლებიც ამ დღეს შეგხვდებიან, შეეცდებიან, დაგარწმუნონ, რომ ბევრი ისეთი რამ გაქვთ, რაც არ გეკუთვნით, რისგანაც უნდა განთავისუფლდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ.


მერწყული
ეს დღე ახალი იდეების განხორციელებასა და ახალი ნაცნობების გამოჩენასთან ასოცირდება, რომლებთანაც თანამშრომლობასა და წარმატების მიღწევას შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი ძალები და ენერგია წყალში ჩაგეყრებათ, რადგან კონკრეტულ შედეგს ვერ მიიღებთ.


თევზები
ახლობლებს, განსაკუთრებით მშობლებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ. შორეულ ნათესავებთან სტუმრად მისვლა მოგიწევთ, რადგან მას თქვენი რჩევა ან დახმარება დასჭირდება. შეეცადეთ, გაამყაროთ მეგობრობა და ნდობა ახლობელ ადამიანებში. ამ პერიოდში ახალ ერთობლივ პროექტებზე მუშაობის დაწყება მომგებიანი იქნება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?