11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 მარტი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
აკონტროლეთ თქვენი ფიქრები და სურვილები, რადგან ჩანაფიქრი აუცილებლად განხორციელდება. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გმართებთ. ნუ მიენდობით სიმპათიურ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.


კურო
წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც ზუსტად შეესაბამება ომარ ხაიამის სიტყვები: „სჯობს მშიერი იყო, ვიდრე ყველაფერი ჭამო და უკეთესია, მარტო იცხოვრო, ვიდრე პირველივე შემხვედრთან“. გირჩევთ, ამ დღეს მოლაპარაკებებში მონაწილეობისა და საბუთებზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავოთ.


ტყუპები
ხელქვეითებთან ურთიერთობის გამტკიცებას, საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და დოკუმენტების მოწესრიგებას შეძლებთ. ეცადეთ, მეტი მოთმინება და სიმტკიცე გამოიჩინოთ და რთულ მომენტებში რჩევისთვის ნათესავებს მიმართოთ. ამჟამად თქვენი ავტორიტეტი იმდენად მაღალია, რომ მეზობლებიც კი სიხარულით დაგეხმარებიან.


კირჩხიბი
მარტის მეორე ნახევარში სამსახურში დიდი ცვლილებები გელით. ეცადეთ, თამაშის ახალი წესები სწრაფად აითვისოთ, რადგან თქვენი კარიერა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.


ლომი
ეს დღე ყალბ იდეებსა და ილუზიებს განასახიერებს. შესაძლოა, სხვადასხვა სახის იდეოლოგებისა და შარლატანების ძლიერი გავლენის ქვეშ მოექცეთ. ფრთხილად იყავით და კარგად დაფიქრდით, სანამ სიახლეს ჭეშმარიტებად აღიარებთ. ამ დღეს მოგზაურობისგან თავის შეკავება ჯობს.


ქალწული
ამ დღეს შესაძლოა, მშვიდი ქალწული ქარაფშუტა ადამიანებმა და უაზრო ყბედობამ გააღიზიანოს. ამის თავიდან ასაცილებლად მეტი უნდა იმუშაოთ ან ისეთი საქმით დაკავდეთ, რაც ყველაზე მეტად გიყვართ.


სასწორი
არ გამოირიცხება დეპრესია, გაღიზიანება, შფოთვა და პანიკა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ან შესაძლოა, თქვენი ეს განცდები უძრავ ქონებასა თუ საქმეში დაბნეულობამ გამოიწვიოს. მხოლოდ სიფრთხილე და გონივრული მოქმედებები გჭირდებათ იმისთვის, რომ ცხოვრების გამოწვევებს გაუმკლავდეთ. ახლობელი ადამიანის მხარდაჭერა უსიამოვნებისგან დაგიცავთ.


მორიელი
ამ დღეს დიდი რისკია ავარიისა და უბედური შემთხვევების. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა გაწყენინოთ კიდეც. ამის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაგიუარესდებათ: შეინიშნება უძილობა და თავბრუსხვევა. ვარსკვლავები გირჩევენ, უარი არ თქვათ ტკბილეულზე და დესერტზე. შეეცადეთ, უფრო მეტი დაისვენოთ, მოდუნდეთ და სასიამოვნო მოვლენებზე იფიქროთ.


მშვილდოსანი
ეს დღე სტაბილურობასთან, თავდაჯერებულობასთან და იმედთან ასოცირდება. თუკი სიფრთხილესა და გონიერებას გამოიჩენთ, პრობლემებს მაქსიმალურად აიცილებთ თავიდან. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი იდეები სხვებსაც გაუზიაროთ. მოგიწევთ, შეეგუოთ ფაქტს, რომ შექმნილ ვითარებაში პირველი თქვენ ვერ დაუკრავთ ვიოლინოს.


თხის რქა
მოუწესრიგებელი ადამიანების გამო გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდებით. ტრავმებისა და მოტეხილობების რისკიც დიდია. ასე რომ, გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე. მოგიწევთ, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც მომავალში თქვენს მდგომარეობას განსაზღვრავს.


მერწყული
მერწყულები მომთმენები და ამტანები იქნებით. დაავადებებს ადვილად გაუმკლავდებით. ეს პერიოდი შესანიშნავია გარეგნობასა და იმიჯზე ზრუნვისთვის, კოსმეტიკური ოპერაციების ჩასატარებლად, სამკურნალოდ ან კოსმეტოლოგთან ვიზიტისთვის. გაზაფხულის დასაწყისში შეგიძლიათ, ნელ-ნელა შეამციროთ კოსმეტიკური საშუალებების მოხმარება, მაგრამ საზაფხულოზე გადასვლას ნუ იჩქარებთ. ატარეთ მუქი სათვალეები მზიან ამინდში. ამინდის ცვალებადობა ჯანმრთელობისთვის საშიშია.


თევზები
თევზებს იღბლიანი დღე ელოდებათ. წარმატებული იქნება როგორც სწავლის, ისე მუშაობის პროცესი. რაც უფრო თავისუფლად და არატრივიალურად იმოქმედებთ, მით უკეთესი. სერიოზულ საქმეებში მეგობრის იმედი უნდა გქონდეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?