18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

17 მარტი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ყველა საქმე, რასაც ამ დღეს ხელს მოჰკიდებთ, წარმატებული იქნება. კოსმოსის პოზიტიური გავლენა ადამიანებთან თქვენს ურთიერთობას გაამყარებს და ახალი, ყველა მიმართულებით სასარგებლო კონტაქტის დამყარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, სიბრძნე, გონიერება და თავშეკავება გამოიჩინოთ და საკუთარი წარმატებების დემონსტრირებას მოერიდოთ. ეს არაკეთილმოსურნეთა შურისგან დაგიცავთ.


კურო
სავარაუდოდ, თქვენი კარიერა გარკვეულწილად, პარტნიორზეა დამოკიდებული. ყურადღება არ მიაქციოთ შურიანების ჭორებს და ზურგს უკან საუბარს. ყველას თანაბრად მოექეცით და უპირატესობას ნურავის მიანიჭებთ. გაუფრთხილდით საკუთარ რეპუტაციას.


ტყუპები
დღის მეორე ნახევარში მოვლენები არასასურველი მიმართულებით განვითარდება. შედეგად, შესაძლოა, სამსახურის ან ბიზნესის მკვეთრი შეცვლა მოგიწიოთ. მოსალოდნელია წინააღმდეგობა ყველა საქმეში, რომლის განხორციელება უკვე დაწყებული გაქვთ. საკუთარი გეგმების შესახებ პარტნიორებს ნურაფერს ეტყვით და დამოუკიდებლად იმოქმედეთ.


კირჩხიბი
სამსახურში რთული დღე გელით. შესაძლოა, ხელმძღვანელობა თქვენს ღირსებას შეეხოს, რაც სასიამოვნო არ იქნება. სავარაუდოდ, წყენას არ შეიმჩნევთ და შურისძიებისთვის შესაფერის მომენტს დაელოდებით. შურისძიება კი ფარული და სასტიკი იქნება. ეცადეთ, შექმნილი პრობლემების მოგვარების ახალი გზები მოძებნოთ. ერთი შეხედვით აბსურდული იდეა სინამდვილეში ბრწყინვალეა.


ლომი
სამწუხაროდ, ამ დღეს ქურდობის, ნგრევისა და თავდასხმის საფრთხე არსებობს, ამიტომ მეტი ყურადღება გმართებთ. ნუ მოახდენთ საკუთარი შემოსავლების აფიშირებას და მოერიდეთ შეძენილ და შესაძენ ნივთებზე საუბარს.


ქალწული                                             
ეს დღე გამჭრიახობას, პრინციპულობასა და თავდაჯერებას განასახიერებს. ეცადეთ, ინტრიგებში არ გაეხვიოთ და გადაწყვეტილების მიღების წინ კარგად დაფიქრდით. ნუ დაივიწყებთ ახლობელი ადამიანების შესახებ, რადგან რთულ მომენტში სწორედ ისინი დადგებიან თქვენ გვერდით.


სასწორი
აქტიური ბრძოლის, საკუთარი პრინციპებისა და უფლებების დაცვის პერიოდი გაქვთ. არსებობს საშიშროება, რომ მოგატყუონ. შეეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას მოერიდოთ. ბედისწერისგან სასიამოვნო საჩუქარს ამ დღეს ნუ დაელოდებით.


მორიელი
ლიდერობისა და ყველაფრის გაკონტროლების სურვილი ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირებას გამოიწვევს. შესაძლოა, დაკარგოთ, სპონსორი, ინვესტორი ან პარტნიორი. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ჭორებსა და შურიანი ადამიანების ზურგს უკან საუბრებს. იყავით ყველასთან თანასწორი და ყოველთვის მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდებით.


მშვილდოსანი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა წარმატებით განვითარდება - მუდმივად ყურადღების ცენტრში იქნებით. ცხოვრება შეიცვლება. კონტაქტები გაიზრდება. სამყაროზე წარმოდგენა უფრო მეტად გაგიღრმავდებათ. თუკი ემოციებს მოიშორებთ და გულგრილად იმოქმედებთ, „მოინადირებთ“ იმას, რაზეც დიდი ხანია ნადირობთ.


თხის რქა
შვილებთან უთანხმოება გელოდებათ: „მამებისა და შვილების“ მუდმივი კონფლიქტი დამღლელი აღმოჩნდება თქვენთვის. ნუ მიეცემით ემოციებს. შეიკავეთ აგრესია და მას სათანადოდ დახვდით საპასუხოდ.


მერწყული
ამ დღეს წინადადებას შემოგთავაზებენ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ახალი შეთავაზებით სარგებლობას ვერ შეძლებთ. გადადეთ დროებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგ ცოტა დაისვენეთ და იფიქრეთ, რაიმე ორიგინალურზე. წარმატება გარანტირებული იქნება.


თევზები
ყველა სერიოზული პროექტი წარმატებით განხორციელდება. არ გამოირიცხება  პროფესიონალური ტრენინგები, რაც კარიერული ზრდის გზაზე დაგაყენებთ. ეს დღე შესანიშნავია სხვადასხვა კვლევების ჩასატარებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, სერიოზულად განეწყოთ სამუშაოსა და სწავლის პროცესზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?