22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 მარტი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ბოლოს და ბოლოს, ბედი გაგიღიმებთ და პირადი ბედნიერების ბუნდოვანი პერსპექტივა რეალობაც იქცევა. ეცადეთ, ეიფორიაში არ ჩავარდეთ და გაუაზრებლად არაფერი მოიმოქმედოთ. საჭესთან და მგზავრობისას, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ. 


კურო
კრედიტის აღებისთვის მაქსიმალურად არახელსაყრელი პერიოდია, რადგან ვალის დაფარვა ძალიან გაგიჭირდებათ. გირჩევთ, ფინანსურ საკითხებზე მეუღლესთან მოითათბიროთ. გაითვალისწინეთ, რომ  თვის ბოლო დეკადაში თქვენი ენერგიულობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.


ტყუპები
ამ დღეს ბედი გამოცდას მოგიწყობთ. ფარული მინიშნებების სწორად გაგების უნარი გამოცდის წარმატებით დაძლევასა და წინსვლაში დაგეხმარებათ.


კირჩხიბი
ამ დღეს ტრავმებისა და უბედური შემთხვევების რისკი მაღალია. შესაძლოა, თქვენი მიზეზით უსიამოვნო შემთხვევა მოხდეს. ეცადეთ, საჭესთან, ბასრ საგნებთან და ელექტრომოწყობილობებთან სიფრთხილე გამოიჩინოთ.


ლომი
სევდიანი დღეა. წარსულზე ფიქრი და სინანული დეპრესიაში ჩაგაგდებთ. ნუ ცდილობთ განმარტოებაში სულიერი სიმშვიდისა და წონასწორობის პოვნას. ეცადეთ, თქვენი ჩაკეტილი სამყაროდან გამოხვიდეთ და ახლობელ ადამიანებთან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მეტი დრო გაატაროთ.


ქალწული
შესაძლოა, მშობლებსა და ზრდასრულ შვილებს შორის ურთიერთობა დაიძაბოს, თუმცა, სერიოზულ კონფლიქტამდე საქმე არ მივა. ეცადეთ, გაიგოთ, რომ შვილებს დამოუკიდებლად ცხოვრებისა და საკუთარი არჩევანის უფლება აქვთ. დროთა განმავლობაში ახალგაზრდა ქალწულები ოჯახური ცხოვრების გამოცდილებას შეიძენენ და ყველაფერი მოგვარდება.


სასწორი
ამ დღეს ძალიან იმპულსური იქნებით და  მარტივად გაღიზიანდებით ნებისმიერ წვრილმან დეტალზე, განსაკუთრებით, საკითხი ოჯახის წევრებს ან ახლობელ ადამიანებს შეეხებათ. ოჯახში დაძაბული ურთიერთობა გექნებათ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი საკითხების დაგეგმვას ვარსკვლავები არ გირჩევენ.


მორიელი
ოჯახურ ცხოვრებაში მორიელებს პრობლემები შეექმნებათ, თუმცა, ახლობლებს განსაკუთრებით ექნებათ თქვენი ენერგიის იმედი. პრობლემების მოსაგვარებლად გამოყავით დიდი დრო და თქვენი ძლიერი ენერგია თქვენს ახლობლებს ძალას შემატებს. ნუ დაელოდებით სამადლობელო სიტყვებს, უბრალოდ, იცხოვრეთ საყვარელი ადამიანებისთვის.


მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში ვარსკვლავები პარტნიორებისგან მხარდაჭერას გიწინასწარმეტყველებენ, ასევე, მოგეცემათ შესაძლებლობა, რომლის დახმარებითაც თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება და მტრებისგან გათავისუფლდებით. სერიოზულობა მოგიტანთ სულიერ სიმშვიდეს და გაგიძლიერდებათ ინტუიცია. ვარსკვლავები გირჩევენ, ეკლესიაში წახვიდეთ.


თხის რქა
ამ დღეს რომანტიკული კავშირები გელოდებათ, ასევე, მოგზაურობაც. ჩახუტებისა და სითბოს მოთხოვნილება გაგეზრდებათ. ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე თქვენს წინაშე ვალშია, მაგრამ თუკი სხვისი წარმატება გულწრფელად გაგიხარდებათ, თქვენი დადებითი განწყობით და ღიმილით უამრავ თაყვანისმცემელს მიიზიდავთ.


მერწყული
თქვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებაა, იზრუნოთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. სასურველია, სამუდამოდ გამოემშვიდობოთ მავნე ჩვევებს. ვარსკვლავები გირჩევენ, დაკავდეთ რაიმე სასარგებლო საქმიანობით: დაუმეგობრდით ფიტნეს-კლუბს ან გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.


თევზები
თევზების უმეტესობისთვის, რომლებიც ხელოვნებით არიან გატაცებულები, ახალი შესაძლებლობები გაიხსნება და საკუთარი ნიჭის რეალიზებას შეძლებენ. თუკი თქვენს მიზნებს ესთეტიკურ მიმართულებას ან ჰუმანისტურ აზრს მისცემთ, სურვილებს ასი პროცენტით შეისრულებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?