28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 მაისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ეს დღე თქვენთვის პასიური აღმოჩნდება. დაგეგმილი იდეები სურვილისამებრ ვერ განვითარდება. ამიტომ მოგიწევთ ექსპრომტად მოქმედება. „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“ - ეს ვერძების ამ დღის კრედოა. ვარსკვლავები გირჩევენ, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.


კურო
ეს დღე შესანიშნავია ოჯახური ურთიერთობებისთვის. თავს საჭირო, მოთხოვნად და შეუცვლელ ადამიანად იგრძნობთ. წარმატებული დღე გელოდებათ, თუკი თქვენ გვერდით აღმოჩნდება ის ერთი, ერთადერთი, მაგრამ თქვენი გულისთვის უსასრულოდ ძვირფასი ადამიანი.


ტყუპები


სტაბილური დღე გელოდებათ, განსაკუთრებული დანაკარგებისა და პრობლემების გარეშე. სახლში სიმშვიდე დაისადგურებს. საყოფაცხოვრებო საკითხები მარტივად გადაწყდება. სახლში მცირე გაუგებრობები ავტომატურად მოგვარდება, ამიტომ ნუ გაუსწრებთ მოვლენებს. არ გამოირიცხება ოჯახში მატებაც.


კირჩხიბი
ვერ ვიტყვით, რომ ამ დღეს თქვენი საფულე წარმატებული დაბანდების ან სავაჭრო ოპერაციების შედეგად აივსება. თუმცა, კარგი სიახლეც აქვთ ვარსკვლავებს თქვენთვის: კირჩხიბები, რომლებიც მარტოობას განიცდიან, შეძლებენ მეორე ნახევარი იპოვონ. განეწყვეთ საუკეთესოსკენ და თამამად შეხვდით ცხოვრების თანამგზავრს.


ლომი
ამ დღეს ემოციური იქნებით. შემოქმედებითი საქმიანობა და ოცნება გაგიტაცებთ. გარდა ამისა, ძალიან სექსუალური იქნებით, მოგემატებიან თაყვანისმცემლები, რომლებიც თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოავლენენ. ამგვარი ყურადღება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მით უმეტეს, ფლირტი შესაძლოა, მარტივად გადაიზარდოს სერიოზულ ურთიერთობაში. ვარსკვლავები გირჩევენ, დაკავდეთ საქმით, რომელიც რამდენიმე დღის წინ წამოიწყეთ. ოჯახურ ურთიერთობებში, სასურველია, გამონახოთ დრო ბავშვებისთვის, რომლებიც თქვენს შემოქმედებით საქმიანობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდიან.


ქალწული
ეს დღე ქველმოქმედებასთან და სხვების დახმარებასთან ასოცირდება. თუკი საკუთარ თავზე აიღებთ გარკვეულ პასუხისმგებლობას, მოგიწევთ საქმის ბოლომდე მიყვანა. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ არ ღირს თქვენი კეთილგანწყობის გამო მსხვერპლზე წასვლა და ჯანმრთელობის მხრივ პრობლემების შექმნა. 


სასწორი
ეს დღე იდეალურია სასწორებისთვის. თამამად შეგიძლიათ, წახვიდეთ სამოგზაუროდ, დაკავდეთ სპორტით ან უბრალოდ, ადამიანებთან ურთიერთობით. მოერიდეთ ზედმეტ გულწრფელობას თქვენი მხრიდან, რადგან შესაძლოა, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეგეშალოთ.


მორიელი
თქვენი ამბიციები გაიზრდება როგორც მორალური, ისე მატერიალური კუთხით. შეგიძლიათ, დაისახოთ დიდი მიზნები, მაგალითად, ქალაქგარეთ სახლის შეძენა. ვარსკვლავები გირჩევენ, ჩამოყალიბდეთ, რა გსურთ, ამგვარად თანმიმდევრულ და მოტივირებულ მუშაობაში ხელი არ შეგეშლებათ.


მშვილდოსანი
სწავლასთან დაკავშირებული საქმეები შესანიშნავად განვითარდება. მეცნიერებასა და ხელოვნების სფეროებში განსაკუთრებული წარმატება გელოდებათ. მიიღეთ მონაწილეობა ვიქტორინებში და ინტელექტუალურ თამაშებში - მოგება გარანტირებული გაქვთ! შეგიძლიათ, იამაყოთ საკუთარი წარმატებებით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს წარმატებაში თქვენი პედაგოგებისა და ხელმძღვანელების წვლილი დიდია.


თხის რქა
შესაძლოა, თანამდებობრივად დაწინაურდეთ, მიიღოთ ახალი ცოდნა, ავტორიტეტი და ცნობადობა. ყველაფერი ეს სასიხარულო იქნება თქვენთვის, რადგან ზუსტად იცით, რომ ამ ყველაფერს იმსახურებთ. საკუთარ საქმეებში კარგი იქნებით, თუკი უფრო ჩამოყალიბდებით მიმართულებებზე და თანმიმდევრულად გადადგამთ ნაბიჯებს. ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ, არ გაეხვიოთ საეჭვო ავანტიურებში.


მერწყული
ამ დღეს მერკური რეტროგრადული გახდება, რაც სამუშაოს შესრულებაში და სწავლაში ხელს შეგიშლით. ამ შემთხვევაში ვერც კომპიუტერი დაგეხმარებათ და ვერ დაგროვილი ცოდნა. საბოლოოდ, შესრულებული სამუშაოს ნაწილის გადაკეთება და გამოცდების ხელახლა ჩაბარება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, კონცენტრირდეთ საქმეზე ან სწავლაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, უყურადღებობის გამო უამრავ შეცდომას დაუშვებთ.


თევზები
ეს დღე შესანიშნავია ცხოვრების საქმიან და მატერიალურ სფეროებში. მარტივად იპოვით დამატებით სამუშაოს და პრემიასაც დაიმსახურებთ. უმუშევარი თევზები დაამყარებენ კონტაქტებს, რომლებიც მათ სამუშაოს დაწყებაში დაეხმარებათ. განავითარეთ საკუთარ თავში სიმშვიდე და საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა თქვენი ამბიცია წყალში ჩაიყრება და კონკურენტებთან დამარცხდებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?