11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 ივნისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მზად იყავით ცვლილებებისთვის, რაც გარდაუვალია თქვენს ცხოვრებაში. ფსიქოლოგიურად მობილიზებული იქნებით, თუმცა, ცვლილებები ბევრ რამეზე უარს გათქმევინებთ, მათ შორის, რუტინასა და შემთხვევით ნაცნობობაზე. ვარსკვლავები არ გირჩევენ ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც სამომავლო პერსპექტივაზე იქნება გათვალისწინებული. ჯერ საკუთარ თავში გაერკვიეთ, შემდეგ კი პრიორიტეტები დაისახეთ.


კურო
ეს დღე ცდუნებასთან ასოცირდება. გაგიჭირდებათ დამაჯერებლად ჩამოყალიბდეთ და აარჩიოთ ის, რაც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია. მედიტაცია-ლოცვა შინაგანი ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ. დაელოდეთ, მეორე სუნთქვა სულ მალე გაგეხსნებათ. არ გამოირიცხება, საკუთარი თავი ახალ სფეროში სცადოთ.


ტყუპები
ოჯახური ცხოვრებით კმაყოფილი ხართ. დაფიქრებულ და ყურადღებიან მეუღლეს აფასებთ. ისიც მოგწონთ, რომ მას იუმორის გრძნობა და თქვენდამი ნაზი დამოკიდებულება აქვს. თქვენი ურთიერთობები შესანიშნავად გაგრძელდება, თუკი ერთმანეთს პატივისცემით მოეპყრობით. დააფასეთ თქვენი ღირსებები და დახუჭეთ თვალი ნაკლზე.


კირჩხიბი
კარიერაში საქმეები წარმატებით აეწყობა. ასევე, წარმატება გელოდებათ შემოქმედებით წამოწყებებშიც და პირად ცხოვრებაშიც. ვარსკვლავები გირჩევენ, გარკვეულ ქმედებებში შეიზღუდოთ. სწორედ ეს შეზღუდვა გახდება თქვენი წარმატების გარანტი.


ლომი
ნებისმიერ სოციალურ პროექტს წარმატებით გაართმევთ თავს. გამძაფრებული ინტუიცია ფინანსურ და ოჯახურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღე აღმოჩნდება საბედისწერო გადაწყვეტილებების მისაღებად. განიხილეთ გავლენის სფეროები, დაგეგმეთ კომუნიკაცია ჩინოვნიკებთან და იგრძენით თავი საზოგადო ადამიანად.


ქალწული
ეს დღე სამართლიანობასა და უფლებების დაცვასთან ასოცირდება. ნებისმიერი უსამართლობის მიმართ გამძაფრებული მგრძნობელობით გამოირჩევით. ნუ დახუჭავთ თვალებს, თუკი სამსახურში ზედმეტად დაგტვირთავენ.


სასწორი
თანამშრომლებთან არაფორმალური ურთიერთობა თქვენს სამუშაო მოტივაციას კიდევ უფრო გაზრდის. შეეცდებით, საკუთარი სტატუსისა და ვალდებულებების შესახებ ხმამაღლა ისაუბროთ. თავს კარგად მხოლოდ იმ შემთხვევაში იგრძნობთ, თუკი საკუთარი საქმით დაკავდებით და თან, მაქსიმალურად დამოუკიდებელი იქნებით.


მორიელი
თუკი საცხოვრებელი პირობები ჯერ კიდევ არ გაგიუმჯობესებიათ ან საცხოვრებელი ადგილი არ შეგიცვლიათ, დროა, იფიქროთ. შეგიძლიათ, ბანკიდან გრძელვადიანი კრედიტი გამოიტანოთ და ახალი სახლის მშენებლობა დაიწყოთ. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ფინანსური მხარდაჭერის იმედი უნდა გქონდეთ. 


მშვილდოსანი
ეს დღე შესანიშნავია მშვილდოსნებისთვის. შეგიძლიათ, იყოთ დამოუკიდებელი, სხვების კონტროლის გარეშეც მშვენივრად გაართმევთ თავს საქმეებს. შეეცადეთ, მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური შედეგი მიიღოთ. 


თხის რქა
ეს დღე ბევრ სიხარულს მოგიტანთ და გამორჩეულად ნაყოფიერი აღმოჩნდება თქვენთვის. შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენას შეძლებთ. ცხოვრებაში ყველას ეძლევა შანსი. იმისთვის, რომ ამ შანსით ისარგებლოთ, უნდა იყოთ უფრო მოქნილი. მუდმივად ცდილობთ, მიაღწიოთ წარმატებას, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა საკმაოდ ბევრია. თუკი სიტუაცია მოითხოვს, გეგმები უნდა შეცვალოთ.


მერწყული
ამ დღეს ჰორმონები თქვენზე უარყოფითად იმოქმედებს, რაც არ გამორიცხავს სტრესის გამოწვევას და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. შესაძლოა, კანზე ალერგიული გამონაყარიც შენიშნოთ ან უძილობამ და მძიმე სიზმრებმა შეგაწუხოთ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ვარსკვლავები ვალერიანის მიღებას გირჩევენ.


თევზები
ნათესავებისგან ან მეგობრებისგან მოწვევას მიიღებთ. უარი თქვით დაპირებებზე, რადგან ახლობელთან შემთხვევითი კამათი შესაძლოა, სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?