29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 ივნისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს განვითარებულ მოვლენებს ღირსეულად შეაფასებთ. ყველაფერი გამოგივათ, თუკი შემოქმედებით აქტიურობას გამოიჩენთ. უცხოელ პარტნიორთან ურთიერთობებს წარმატებით მოაგვარებთ, მთავარია, უსაქმურობა და სიზარმაცე დაივიწყოთ.


კურო
ეს დღე ბევრ შფოთვასა და ნერვიულობას მოგიტანთ, რადგან მიხვდებით, რომ შეცდომები დაუშვით და არასწორად იმოქმედეთ. ახლობელ ადამიანთან თავს დამნაშავედ იგრძნობთ. სამსახურში ანგარიშის წარმოებისას ნუ ეცდებით პასუხისმგებლობის არიდებას. აღიარეთ შეცდომა და კოლეგებიც სწრაფად გადაგიჭრიან პრობლემას.


ტყუპები
კარგად შესრულებული სამუშაოსთვის პრემიას დაიმსახურებთ. გაცემულ ვალებს დაიბრუნებთ ან დაკარგულ ნივთს იპოვით. თუკი წარსულში უიღბლობას უჩიოდით, ახლა საწუწუნო არაფერი გექნებათ. საქმემ, რომელზეც ბევრი დრო, ძალისხმევა და ენერგია დახარჯეთ, სასურველი შედეგი ვერ მოგიტანათ, მაგრამ გული ნუ დაგწყდებათ, სამაგიეროდ, მიიღეთ გამოცდილება და ახლა უკვე იცით, როგორ აირიდოთ შეცდომები.


კირჩხიბი
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულების უმეტესობას, შესაძლოა, ცხოვრება მონოტონური მოეჩვენოს. რა გაეწყობა, არაორდინარულ კირჩხიბებს მოუწევთ, დაივიწყონ სიამაყე და გახდნენ უფრო თავმდაბლები. რა თქმა უნდა, თქვენთვის რთულია ჩრდილში ყოფნა, თუმცა, მაინც შეეცადეთ, ეს დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ. 


ლომი
სახლშიც და სამსახურშიც სიტუაცია იმგვარად განვითარდება, რომ კომპრომისზე წასვლის სურვილი არავის გაუჩნდება, მაგრამ ლომები მზად არიან, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ, თანაც ისე, რომ საერთოდ არ ჰკითხონ რჩევა ადამიანებს, ვისაც ეს საკითხი უშუალოდ ეხება. გაითვალისწინეთ მოცემული მდგომარეობა და შეძლებისდაგვარად გადადეთ სერიოზული საქმიანობა, რომელიც თქვენგან მოქნილობასა და ლავირებას მოითხოვს.


ქალწული
ამ დღეს მხოლოდ საკუთარ თავზე იქნებით კონცენტრირებული. ადამიანებს ყურადღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუთმობთ, თუკი მათთან ურთიერთობა თავად დაგაინტერესებთ, სხვა შემთხვევებში აუღელვებლად დააიგნორებთ მათ. ნუ იქნებით ადამიანების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი. ეს ცხოვრების გაუმჯობესებისთვის საუკეთესო გზა ნამდვილად არ არის. 


სასწორი
საქმიანი მივლინება ან კომერციული მიზნით დაწყებული მოგზაურობა წარმატებით დასრულდება. შედეგით კმაყოფილი დარჩებით. თან შესანიშნავი შესაძლებლობა მოგეცემათ, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ. დაივიწყეთ წარსული წყენა - ეს პრობლემების კონსტრუქციული გზით მოგვარებაში დაგეხმარებათ.


მორიელი
ამ დღეს მოსალოდნელია, სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ უსიამოვნო საზოგადოებაში ყოფნას, ხანგრძლივ მგზავრობას და გარემოს შეცვლას. შეეცადეთ, კარგად გამოიძინოთ. სუფთა ჰაერზე გასეირნება თქვენთვის აუცილებელია, განსაკუთრებით ძილის წინ. 


მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში თქვენი პარტნიორული ურთიერთობა ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებთანაც თანამშრომლობა თქვენთვის სასიამოვნო აღმოჩნდება. დარწმუნდით, რომ თქვენი რჩეული მზად არის, ღირსეული პარტნიორობა გაგიწიოთ და ცხოვრების ისეთივე აქტიური წესი აირჩიოს, როგორსაც თავად მისდევთ. 


თხის რქა
დიდი ხნის წინათ შესრულებული სამუშაოსთვის, მოულოდნელად ანაზღაურებას მიიღებთ. დავიწყებულ და უიმედო ვალებსაც დაიბრუნებთ და მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. გახსოვდეთ, რომ ამგვარი დღეები ხშირი არ არის, ამიტომ შეეცადეთ, შემოსული თანხა გამოიზოგოთ.


მერწყული
საქმიან სფეროში აქტიურობით გამოირჩევით. კარიერულ საფეხურებს წარმატებით დაძლევთ. საქმიან პარტნიორებზე კრეატიული და თავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებთ. დოკუმენტებზე ხელის მოწერამდე, კარგად გაეცანით ტექსტის შინაარსს. ვარსკვლავები გირჩევენ, ხელმძღვანელობასთან არ იკამათოთ და ენერგეტიკული და მატერიალური ვალები გასცეთ. 


თევზები
ვარსკვლავები კრიტიკულ დღეს გიწინასწარმეტყველებენ, რომელიც პესიმისტურ განწყობასა და დეპრესიას უკავშირდება. ამოჩემებული ფობიებისგან თავის დაღწევა გაგიჭირდებათ. ნუ მოეკიდებით ამ დღეს საპასუხისმგებლო საქმეებს. შეეცადეთ, ბევრი დრო გაატაროთ მზეზე, რადგან მზის სხივები დეპრესიის „მკურნალია“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?