8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

7 ივლისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს იმპულსური და ფეთქებადი იქნებით. მზად იქნებით ექსტრემალური სიტუაციებისთვის. ვარსკვლავები არ გირჩევენ რამე ახლის დაწყებას. იყავით შინაგანად კონცენტრირებული. დაასრულეთ ძველი საქმეები. ნებისმიერ მოვლენას სერიოზულად მოეკიდეთ. 


კურო
ეს დღე ორგანიზმის გაწმენდასთან და გამოჯანმრთელებასთან ასოცირდება. არ გამოირიცხება ენერგეტიკული ძალების მოზღვავება. ამ პერიოდში მავნე ჩვევებს ადვილად დაემშვიდობებით. დროა, დაკავდეთ გამაჯანსაღებელი პროცედურებით, ფიზიოთერაპიის სეანსით ან მასაჟით. 


ტყუპები
ამ დღეს უწყინარი ფლირტი გაგიტაცებთ. თქვენი ემოციური ფონი პირდაპირ განსაზღვრავს თქვენს შინაგან მდგომარეობას. მოუთმენელი და თავდაუჯერებელი იქნებით. თუკი ამ დღეს მშვიდ ადამიანთან გაატარებთ, რომელიც რჩევებს მოგცემთ და თითოეულ თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯზე კარგად დაფიქრდება, თქვენთვის ძალიან კომფორტული იქნება.  


კირჩხიბი
ეს დღე შესანიშნავია ნებისმიერი ახალი წამოწყებისთვის, როგორც საქმიან სფეროში, ისე პირად ცხოვრებაში. დიდი ხანია ფიქრობთ გადაწყვეტილების მიღებაზე, მაგრამ თავს იკავებთ? თითქოს, შინაგანად სითამამე გაკლიათ? მაშინ დროა ჩანაფიქრის რეალიზებას შეუდგეთ!


ლომი
სოციალური აქტივობისთვის ეს დღე არ არის რეკომენდებული. შესაძლოა, ბევრმა მუშაობამ გამოგფიტოთ და ძალები წაგართვათ. სასიყვარულო ურთიერთობებში იმედგაცრუება გელოდებათ. ვარსკვლავები არ გირჩევენ ხალხმრავალ ღონისძიებებზე დასწრებას. 


ქალწული
ეს დღე სახლთან და ქონებასთან ასოცირდება. არ გამოირიცხება უძრავი ქონებით მანიპულირება: გაყიდვა, გაცვლა ან გაქირავება. გამოიჩინეთ გონიერება დოკუმენტების გაფორმების დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტი თავდაჯერებულობა დიდ დანაკარგს მოგიტანთ.


სასწორი
ამ დღეს მომხდარი მოვლენა დიდ ტკივილს დაგიტოვებთ, რომელიც ხანგრძლივად გაგყვებათ. საყვარელ ადამიანთან ჯიუტობა სერიოზულად გაართულებს ურთიერთობას. თუკი მოულოდნელ სიტუაციაში აღმოჩნდებით, შეეცადეთ, არ ინერვიულოთ და არც თავი იმართლოთ.


მორიელი
იმისთვის, რომ ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნოთ, ბევრი მუშაობა და დიდი ძალისხმევის გამოვლენა მოგიწევთ. ნუ ისარგებლებთ ბოროტად სამსახურებრივი მდგომარეობით. ვარსკვლავები გირჩევენ, ფული  არც ისესხოთ და არც გაასესხოთ.


მშვილდოსანი
ჩრდილში დამალვას ვერ შეძლებთ. მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ახალ სოციალურ დონეზე გაგიყვანთ. თქვენ გარშემო წარმატებული ადამიანები აღმოჩნდებიან, რომლებსაც შეგიძლიათ, ენდოთ და მიბაძოთ. ქცევის აუცილებელი წესი კონცენტრაციაა.


თხის რქა
ამ დღეს ბევრი გაღიარებთ და თან დამსახურებულად. კომერციული საქმიანობა წარმატებას, პატივისცემასა და ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. შეგიძლიათ, თამამად იამაყოთ საკუთარი თავით ნათესავებთან. აღნიშნეთ თქვენი გამარჯვება ოჯახის წევრებთან ერთად.


მერწყული
მოწყენილობა და უხასიათობა დღის ბოლომდე გაგყვებათ. შესაძლოა, ამის მიზეზი ბევრი სამუშაო, პარტნიორებთან უთანხმოება ან თანამშრომლებთან გაუგებრობა იყოს. ამ ფონზე ჯანმრთელობის მდგომარეობას დაიზიანებთ. პრაქტიკულად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგექმნებათ, თუკი ცხოვრებისა და სამსახურის ორგანიზებას ისე შეძლებთ, რომ ამ სფეროებში „შტორმული" დატვირთვა არ გქონდეთ.


თევზები
ეს დღე უსიამოვნებასთან ასოცირდება. არ გამოირიცხება დაგვიანება, გაუთავებელი საცობები. შესაძლოა, ოჯახურ ქონებასთან დაკავშირებით ნათესავებთან კონფლიქტი წარმოგექმნათ. ინტუიცია არ მოგცემთ დიდი შეცდომების დაშვების საშუალებას. ვარსკვლავები გირჩევენ, გაისტუმროთ ვალები, როგორც მატერიალური, ისე ენერგეტიკულიც.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?