12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 ივლისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ენერგეტიკულად ძლიერი დღე გელოდებათ. ავტორიტეტის ასამაღლებლად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძალაუფლების გასამყარებლად უდიდეს ძალას იგრძნობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დიდი საქმის დაწყებამდე ეკლესიაში მიხვიდეთ. უფრო მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. სასურველია, ახალი კონტაქტების დამყარება.


კურო
არცთუ ისე მარტივი პერიოდი გელოდებათ. არ გამოირიცხება მოულოდნელი ცვლილებები ოჯახში და პირად ურთიერთობებში. ამ დღეებში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, რომლებიც გაუგებრობის მთელ ჯაჭვს გამოიწვევს. ეს ეხება საქმიან ურთიერთობასაც. გამოიჩინეთ სიფრთხილე და ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებებს.


ტყუპები
გამორჩეულად წარმატებული დღე გელოდებათ, თუკი დროულად გადაიხდით ძველ ვალებს და დაასრულებთ საქმეებს, რათა დამსახურებულად დაისვენოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გადაყაროთ ლატარიის ბილეთები, თუკი მათ მეგობრები გაჩუქებენ და არ დაგავიწყდეთ მათი შემოწმება. წარმატება აშკარად თქვენს მხარესაა.


კირჩხიბი
მარტოხელა კირჩხიბები ცხოვრების მეგზურს იპოვიან. ხოლო უკვე დაოჯახებულ კირჩხიბებს მეორე ნახევარი გააოცებთ. რაც არ უნდა გითხრან „კეთილისმსურველებმა“ თქვენს რჩეულზე, ნუ დაიჯერებთ მათ სიტყვებს. ეს მათი აზრია, თქვენ თავადაც მშვენივრად გაერკვევით, რა და როგორ.


ლომი
ახლობელ ადამიანთან განშორება მდგომარეობიდან გამოგიყვანთ. ემოციური შფოთვა ბევრ საქმეში ხელს შეგიშლით. გაგიჩნდებათ სურვილი, ყველაფერი მიყაროთ და გაიქცეთ. ვარსკვლავები სიმშვიდისკენ მოგიწოდებენ - სავარაუდოდ, თქვენ არასწორად აფასებთ სიტუაციას. თანაც გაქცევით თქვენი სოციალური სტატუსი დაიწევს. 


ქალწული
ამ დღის მოვლენები თქვენს „აფეთქებას" გამოიწვევს. ახლობელ ადამიანებს თქვენთან ურთიერთობა გაუჭირდებათ. შესაძლოა, ალერგიამაც შეგახსენოთ თავი ან ჯანმრთელობის მხრივ სხვა პრობლემები შეგექმნათ. თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. დროა, საკუთარ თავს ყურადღება მიაქციოთ.


სასწორი
ემოციური არასტაბილურობა და მუდმივი შფოთვა თქვენში ნეგატიურ განწყობასა და გაორებას გამოიწვევს. გადადეთ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება ხვალისთვის. ვარსკვლავები არ გირჩევენ ფულის არც გასესხებას და არც სესხებას.


მორიელი
დიდი ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით, მიაგდოთ ყველა საქმე და მთელი ძალებით გაერთოთ. თუმცა, იმისთვის, რომ ამის შესაძლებლობა გქონდეთ, აუცილებელია მატერიალური რესურსები. სამწუხაროდ, გასართობად ფინანსები ბოლომდე ვერ შეგიწყობთ ხელს. ყველა თქვენი ნიჭი, შესაძლებლობა და აქტიურობა უნდა გამოიყენოთ ფინანსების მოსაპოვებლად.


მშვილდოსანი
თქვენი ემოციური ცხოვრება ქარიშხალს დაემსგავსება, რაც არა მხოლოდ კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში შეგიშლით ხელს. არ გამოირიცხება ფინანსური დანაკარგი და ენერგიის დაუგეგმავად ხარჯვა. ვარსკვლავები გირჩევენ, გადახედოთ საკუთარ ცხოვრებას და მოაწესრიგოთ საკუთარი რომანტიკული ურთიერთობები თუ გატაცებები.


თხის რქა
ამ დღეს არ გამოირიცხება ახალი ნაცნობობა და მოგზაურობა. მართალია, დროის უმეტეს ნაწილს საცხოვრებელი ადგილის მოწესრიგებას დაუთმობთ, თუმცა, ეს საქმეც სიამოვნებას მოგანიჭებთ. დაელოდეთ სასიამოვნო სიახლეებს, გაგრძელებებს, მაგრამ გადაწყვეტილებებს მკვეთრად ნუ შეცვლით.


მერწყული
ახლობელ ადამიანებთან ჰარმონიას ეჭვიანობა, გაღიზიანება და აგრესია დაარღვევს. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. ახალი ნაცნობობა არცთუ ისე აღგაფრთოვანებთ, მაგრამ გაიძულებთ დაფიქრდეთ, ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება. ვარსკვლავები არ გირჩევენ ცვლილებებს. დროა, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ.


თევზები
გარშემომყოფებთან ურთიერთობა გაგაღიზიანებთ. არ გამოირიცხება კამათი და უთანხმოება. მოულოდნელად მოსული სტუმრები თქვენს გეგმებს შეცვლიან. გამოიჩინეთ თქვენი ორგაზინებულობის ნიჭი და იმუშავეთ გუნდურად კოლეგებთან. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?