19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 ივლისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ქაოსური და სრულიად დისჰარმონიული დღე გელოდებათ. მხოლოდ საკუთარი „მე“ დაგაინტერესებთ და ეგოისტურად მხოლოდ საკუთარი თავით დაკავდებით. უნდა გაიგოთ, რომ ეგოცენტრიზმის პოზიცია დამღუპველია, რომ თქვენი ინტერესები პირდაპირ უკავშირდება გარშემომყოფების ინტერესებს. მათი დამცირებით მხოლოდ საკუთარ თავს იმცირებთ.


კურო
საკუთარი აზრების კონცენტრირება გაგიჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტა დაისვენოთ და შვებულება გააფორმოთ. საზაფხულო არდადეგებისა და თქვენი შვებულების პერიოდში კარგი იქნება, თუკი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ზღვაზე გაემგზავრებით. დროს შესანიშნავად გაატარებთ და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობით დატკბებით.


ტყუპები
ამ დღეს მოუთმენელი და იმპულსური იქნებით. ზედმეტს ილაპარაკებთ და დაუფიქრებლად იმოქმედებთ. მშვიდად მიიღეთ კრიტიკა. იქნებ, ვინმე სიმპათიურ თაღლითად მიგიჩნევთ, მაგრამ დამშვიდდით - ცხოვრება უინტერესო იქნებოდა, რომ არა ასეთი ადამიანები ჩვენ გარშემო.


კირჩხიბი
ამბიციები მოგაწვებათ და საკუთარ თავზე ხმამაღლა ისაუბრებთ. კარგი იქნება, თუკი საქმეებს მოსწყდებით და საკუთარ მდგომარეობაზე გულწრფელად დაფიქრდებით. დაისვენეთ რუტინული საქმიანობისგან, დაგეგმეთ მომავალი, მიხედეთ საკუთარ ჯანმრთელობას და დაიმშვიდეთ ნერვები. ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, რადგან თვის ბოლოს რთული დღეები გელოდებათ.


ლომი
მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ავანტიურასა და რისკზე წახვალთ, აზარტულ თამაშებში მიიღებთ მონაწილეობას, მაგრამ, სამწუხაროდ, ბედი არ გაგიღიმებთ. სამაგიეროდ, მარტივად გახდებით თაღლითობის მსხვერპლი. ნუ აჰყვებით ცდუნებას, რადგან საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ - ვალების გადახდას დიდხანს მოუნდებით და გართობასაც დიდი ხნით დაივიწყებთ.


ქალწული
ახლობელი ადამიანების დაუფიქრებელი ქცევები გულს გატკენთ. არ ღირს მათთვის ზედმეტი მოთხოვნების წაყენება და თქვენთვის გაუგებარი ქცევისთვის შენიშვნის მიცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ თქვენ გამოჩნდებით მათ თვალში თვალთმაქცი.


სასწორი
პლანეტების განლაგება ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. დიდი ალბათობით, ცუდი განწყობა და არასაკმარისი ფიზიკური ძალა მთელი დღის მანძილზე გაგყვებათ. შეგაწუხებთ ძილიანობის შეგრძნება და გულმავიწყობა. ვარსკვლავები არ გირჩევენ ამ დღეს საყიდლებზე წასვლას. უმჯობესია თავისუფალი დრო ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატაროთ და ყოფითი საქმეებით დაკავდეთ.


მორიელი
ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სექსში ჰარმონია, რომელშიც ძალიან მგრძნობიარე აღმოჩნდებით. ასევე, თქვენს ურთიერთობას ბავშვებზე ზრუნვა გაამყარებს. ხშირად ისაუბრეთ მათთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრი რამ გამოგეპაროთ, რაც მათ გარშემო ხდება. ეს კი არასასურველია თქვენი მომავლისთვის, რადგან ჩვენი მომავალი ჩვენი შვილებია!


მშვილდოსანი
თქვენი ცხოვრებისეული პოტენციალი არცთუ ისე მაღალ დონეზეა, რაც გაიძულებთ, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები გაააქტიუროთ და უფრო დინამიკური გახადოთ. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ თქვენთვის აუცილებელია სრულყოფილი დასვენება. 


თხის რქა
ამ დღეს მთელ დროს ოჯახის ინტერესებს დაუთმობთ. მოგიწევთ ფულის ხარჯვა, ბევრი სიარული და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა. ასევე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. სწორედ ამიტომ უნდა აკონტროლოთ საკუთარი ბიუჯეტი და ნებისმიერი მიზეზით არ ჩაძვრეთ სხვის საფულეში, საკუთარ მომავალზე იფიქრეთ.


მერწყული
სასიყვარულო სფერო ცოტა დაბნეული და გაუგებარი აღმოჩნდება თქვენთვის. ძირითადად, ამ დღეს იდეალური ურთიერთგაგების ძიებაში იქნებით. ვარსკვლავები გირჩევენ, შეეშვათ იდეალის ძიებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შენიშნავთ იმ ადამიანის შესანიშნავ თვისებებს და თავგანწირვას, რომელიც თქვენ გვერდითაა.


თევზები
თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება. მოერიდეთ ნერვული სისტემის გადატვირთვას. ყურადღება მიაქციეთ კვებას. შეეცადეთ, რაციონი მსუბუქი და დაბალანსებული პროდუქტებით შეავსოთ. ასევე, არ დაგავიწყდეთ დილის ვარჯიში და სწორი სუნთქვა. ვარსკვლავები გირჩევენ, შინაური ცხოველი იყოლიოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?