7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 სექტემბერი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
დღის პირველ ნახევარში იმდენად პასიური იქნებით, რომ დაწყებული საქმის შეფერხებას შეეგუებით. სანერვიულო არაფერია: ნებისმიერ პროცესში არსებობს აღმასვლისა და დაცემის პერიოდები, რომლებიც საკუთარი თავისა და საქმისთვის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ.


კურო
კარგი დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის, სასამართლო პროცესებისა და დოკუმენტების გაფორმებისთვის. შეგიძლიათ, ფული თამამად გაასესხოთ. თუ კრედიტის აღებას აპირებთ, ჯობია, ეს დღეს გააკეთოთ. მაღაზიაში წასვლამდე ჩამოწერეთ, ვის და რა უნდა უყიდოთ. ასე საკუთარი ხარჯების გაკონტროლებასაც შეძლებთ და ნივთის შეძენაც არ დაგავიწყდებათ.


ტყუპები
შესაძლოა, ყველაზე კრიტიკულ მომენტში გაგიმართლოთ. ბოლო კაპიკსაც რომ დახარჯავთ, სწორედ მაშინ  გამოგიჩნდებათ ფული. ამ დღეს ერიდეთ ახლად გაცნობილ „მეგობრებს“ და მათი საეჭვო შეთავაზებები არ მიიღოთ.


კირჩხიბი
ამ დღეს მოსალოდნელია შეცდომები და არასწორი გათვლები. ეცადეთ, კონსტრუქციული იყოთ და ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, გონიერებაზე გაიმარჯვოს. შეუმცდარი არავინაა. ნუ სჯით საკუთარ თავს იმის გამო, რომ რაღაც შეგეშალათ, უმჯობესია, შეცდომის მიზეზებს ჩასწვდეთ და სამომავლოდ დასკვნები გამოიტანოთ.


ლომი
ეს დღე განათლების სფეროში დასაქმებული ლომებისთვის იდეალურია. წარმატებული მოგზაურობა და ექსკურსიები გელით. შეგიძლიათ, ახალი საქმის შესწავლა დაიწყოთ ან ცოტა ხნით საქმე დაივიწყოთ და საინტერესო ფილმს უყუროთ ან გაისეირნოთ. ეს დაგეხმარებათ საინტერესო იდეის მოფიქრებაში ან საწარმოო პრობლემის ორიგინალურად გადაწყვეტაში.


ქალწული
ოჯახში ყველას ერთმანეთი უყვარს და პატივს სცემს. ქალწულის ნიშნით დაბადებული ბავშვი ეცდება, მშობლების იმედები გაამართლოს. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ოჯახის ვიწრო წრით. ამჟამად შეგიძლიათ, წარმატებას ერთდროულად რამდენიმე სფეროში მიაღწიოთ.


სასწორი
დილიდან უამრავ მეგობართან თუ ნათესავთან ურთიერთობა და სატელეფონო საუბრები გელით. მოაწესრიგეთ მიმდინარე საქმეები და საღამოს ოჯახის წევრები მორიგი კულინარიული შედევრით გააკვირვეთ.


მორიელი
ამ დღის წარმატება თქვენს ძველ მიღწევებზეა დაფუძნებული. სრულიად მოულოდნელად გამოჩნდებიან ძველი პარტნიორები და ბავშვობის მეგობრები. ეცადეთ, ძველი კონტაქტები აღადგინოთ. ადამიანები წარსულიდან მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ თქვენი მომავლის შექმნაში.


მშვილდოსანი
კვირის დასაწყისში პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით იგრძნობა - ახალი მფარველები და პარტნიორები გამოგიჩნდებათ. წარმატებას მიაღწევთ, თუ დილაობით ადრე გაიღვიძებთ, ღამით გვიან დაიძინებთ და მთელ დღეს თქვენთვის საინტერესო საქმის კეთებას მოანდომებთ.


თხის რქა
დღის პირველ ნახევარში სასარგებლო ნაცნობობა გელით. თქვენი პარტნიორი შეიძლება შორეული ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანი გახდეს. ეს დღე საქმიან შეხვედრებსა და ხელშეკრულებების დადებას დაუთმეთ.


მერწყული
წარმატებული დღეა, რაც დაგეხმარებათ გარშემომყოფებს თავი მოაწონოთ. მფარველები კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებიან. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო ეკონომიური ცხოვრების სტილი აირჩიოთ.


თევზები
ეს დღე ნებისმიერი სახის კონტაქტისთვის სასარგებლოა - სწავლის, სამეცნიერო თუ სამწერლო საქმიანობისთვის. განსაკუთრებით წარმატებული პერიოდია ჟურნალისტებისთვის, მთარგმნელებისთვის, მწერლებისა და პედაგოგებისთვის. შესაძლოა, აუცილებელი საქმიანი ინფორმაცია მიიღოთ. თუ ადამიანების დარწმუნების ნიჭს გამოიყენებთ, შესაძლოა, სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში სერიოზულ წარმატებას მიაღწიოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?