10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 სექტემბერი 21:00, 2018 წელი

 

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
დღის პირველ ნახევარში უამრავი შესაძლებლობა გექნებათ, საკუთარი ნიჭი გამოავლინოთ. მფარველების დახმარების წყალობით, თვის დასაწყისში წარმატებული მგზავრობა გელით. ეცადეთ, მაღალჩინოსანთა მხარდაჭერა მოიპოვოთ და საკუთარ იდეებს შეუფერხებლად განახორციელებთ.  


კურო
სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები, მაგრამ ამან არ უნდა დაგაბნიოთ. შესაძლოა, სამუშაო ადგილზე შექმნილ სირთულეებში სწრაფად ვერ გაერკვეთ. ნებისყოფა დაგჭირდებათ, რომ ცივი გონებით ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ.  დროა, ყოველდღიურ, დამღლელ საქმეებს დაუბრუნდეთ.


ტყუპები
ფინანსური თვალსაზრისით, წარმატებული დღეა. შემოსავლები იზრდება, თუმცა მკვეთრ ფინანსურ აღმავლობას არ უნდა ელოდოთ. ყველაფერი კარგად იქნება, თუ შემოსავლის ნაწილს „შავი დღისთვის“ გადაინახავთ.


კირჩხიბი
გამორიცხული არაა, რომ თქვენი შრომისმოყვარეობა სათანადოდ დაფასდეს. განსაკუთრებული წარმატება სტუდენტებსა და სამეცნიერო სფეროს მუშაკებს ელით. თუ კრეატიულობასა და მონდომებას გამოიჩენთ, საკუთარ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით. საქმეს შემოქმედებითად მიუდექით და კარიერული წინსვლა გარანტირებული გაქვთ.


ლომი
ამ დღეს პარტნიორულ ურთიერთობებში პატიოსნება გმართებთ. გადაწყვეტილების მიღების დროს, მხოლოდ გრძნობებით კი არა, ჯანსაღი აზრითაც ხელმძღვანელობთ. საქმიან ურთიერთობებში სანდო და პატიოსანი ხართ, ამიტომ გირჩევთ, პარტნიორებს ჩასატარებელი სამუშაოს ობიექტური სურათი წარმოუდგინოთ. უამბეთ პროექტის პოზიტიურ მხარეებსა და სირთულეებზე, რომლებიც გელით.


ქალწული
თვის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ცვლილებებისა და ცხოვრების პერსპექტიული დაგეგმვისთვის, თუმცა არჩევანის გაკეთება გიჭირთ. ცვლილებების ნუ გეშინიათ. თქვენი სიფრთხილე, რომელიც კონსერვატიულობაში გადადის, შესაძლოა, წარმატების გზაზე შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს.


სასწორი
იღბლიანი დღე გელით. შესანიშნავი შესაძლებლობები გექნებათ სწავლაში, მუშაობასა თუ პირად ცხოვრებაში და შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ამ დღეს განსაკუთრებულად მომხიბვლელი და გამჭრიახი ხართ. შესაძლოა, მოულოდნელად მიიღოთ ფული, რისი იმედიც არ გქონდათ. ეცადეთ, ნებისმიერ საქმეს დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე გაართვათ თავი.


მორიელი
ამ დღეს საერთო კეთილდღეობასა და პარტნიორზე ზრუნვის გამო შესაძლოა, საოცარი ინტუიცია და შესანიშნავი ანალიტიკური უნარი გამოავლინოთ. ოჯახი თქვენთვის წმიდათაწმიდაა! ახლებურად შეხედეთ საკუთარ თავს და ახლობლებთან ურთიერთობას. ეცადეთ, გაცილებით ალერსიანი და დამთმობი გახდეთ. გახსოვდეთ, მხოლოდ იმ ოჯახში იქნებით ბედნიერი, სადაც ერთსულოვნება და ურთიერთგაგება სუფევს.


მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენი ინტელექტი საგრძნობლად მოიმატებს და სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზას მარტივად იპოვით. გახსოვდეთ, თქვენი წარმატებისკენ სწრაფვა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. თუ ძალიან მოინდომებთ, აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ.


თხის რქა
სავარაუდოდ, ფულის ხარჯვა გელით. ეს მოზრდილი შვილების საჭიროებებს უკავშირდება, რაც სრულიად არ გაღიზიანებთ. თუმცა, შვილების არადელიკატურობა ნამდვილად გაღელვებთ. გახსოვდეთ, ისინი სამყაროს ახლა ეცნობიან და ხშირად ვერ ხვდებიან, რომ გულს გვტკენენ. საერთო ინტერესები ურთიერთგაგებაში დაგეხმარებათ.


მერწყული
თქვენ წინაშე იღება დიდი გზა ცხოვრებისეული წარმატებისკენ, რაც სახელს, დიდებას, სიმდიდრესადა საზოგადოების პატივისცემას მოგიტანთ. გამორიცხული არაა, ხელახალი ქორწინება. თქვენ შეძლებული და გავლენიანი ადამიანი გახდებით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არასოდეს არ უნდა აჰყვეთ აზარტული თამაშებისა და სარისკო ინვესტიციების ცდუნებას.


თევზები
ფინანსები საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენი ოცნების ავეჯი შეიძინოთ. კარგი იქნება, თუ საყოფაცხოვრებო საკითხების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გადახედავთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?