8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

7 ოქტომბერი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
რომანტიკული ურთიერთობების თვალსაზრისით, მეტ-ნაკლებად წარმატებული პერიოდი თვის მეორე ნახევარია. მოსალოდნელია გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა და საკუთარ თუ სხვის გრძნობებში გარკვევა. სავარაუდოდ, შეძლებთ, იპოვოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.


კურო
ნეგატიური ენერგიით სავსე დღეა. შესაფერისი დროა მკურნალობისა და სახლში ფუსფუსისთვის. მოთოკეთ საკუთარი ხასიათი, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელის მოწერისა და ძვირად ღირებული შენაძენისგან.


ტყუპები
სიყვარულში ყველაფერი მშვენივრად მიდის. ერთმანეთს შესანიშნავად უგებთ და ხანგრძლივი ურთიერთობისთვის მზად ხართ. სიყვარულის ახსნა თქვენთვის ძალიან სერიოზული ნაბიჯია, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეთ, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ.


კირჩხიბი
ოჯახის უფროსი ხართ და ყველაფერი თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. გამუდმებული დიეტების მიუხედავად, თქვენს სახლში გემრიელი საკვები ყოველთვის მოიძებნება. თქვენი მომჭირნეობა და პრაქტიკულობა მეუღლის მიერ სათანადოდ შეფასდება. ეცადეთ, ცოლქმრული ურთიერთობის რომანტიკა განაახლოთ.


ლომი
ამ დღეს მოსალოდნელია ნივთების გატეხა, უწესრიგობა და გაუგებრობები. ინფორმაცია ან დაძველებული ან უსარგებლო იქნება. სახლში ან სამსახურში რომელიღაც მოწყობილობა გაფუჭდება და შეძენილი აპარატურა ხარვეზიანი აღმოჩნდება, ამიტომ ყურადღებით იყავით და მხოლოდ სანდო წყაროების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ენდეთ.


ქალწული
სავარაუდოდ, ვიღაც ძალიან ჩუმი და ჩაფიქრებული ადამიანი დაგაინტერესებთ, თუმცა ურთიერთობის გაგრძელება ბევრ ასპექტზეა დამოკიდებული. სიყვარული განძია, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეთ. ოჯახური გამოცდილება დროთა განმავლობაში მოდის და ეს უნდა გაითვალისწინოთ.


სასწორი
ამ დღეს პასუხისმგებლობასა და საქმიან თვისებებს მაქსიმალურად გამოავლენთ. საკუთარი ტაქტის, დიდსულოვნებისა და გაწონასწორებულობის დამსახურებით, გამუდმებით ადამიანების გარემოცვაში იქნებით და მათზე ძლიერ გავლენას მოახდენთ. პროფესიის მიუხედავად, ეცადეთ, ყოველთვის „ტონუსში“ იყოთ. სასურველია, დანარჩენებისგან აქტიურობით გამოირჩეოდეთ.


მორიელი
დღის დასაწყისში მოსალოდნელია გადაღლილობა, ნერვიული დაძაბულობა, უმიზეზო შფოთვა და მოუსვენრობა. გაიხსენეთ ადამიანის ისეთი ბუნებრივი მოთხოვნილება, როგორიცაა დასვენება და ძილი. სუფთა ჰაერზე სეირნობა ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. ამჟამად თქვენი რაციონი ხილის წვენებისა და მსუბუქი სალათებისგან უნდა შედგებოდეს.


მშვილდოსანი
ხელსაყრელი დროა ოცნებების ასრულებისა და უძრავ-მოძრავ ქონებაში ფულის დაბანდებისთვის. თუ მანქანის ან ბინის შეძენას აპირებთ, ხვალისთვის არ გადადოთ და საქმეს ახლავე შეუდექით.


თხის რქა
გახსოვდეთ, ძილის წინ შვილებთან გულახდილი საუბრები დიდ დროს კი წაგართმევთ, მაგრამ დადებით შედეგსაც ბევრს მოიტანს და თქვენს ურთიერთობას უკეთესს გახდის. კარგია, თუ თქვენეული აღზრდის პედაგოგიურ სისტემას მეუღლეც ეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვა.


მერწყული
საყვარელი ადამიანისგან კომპლიმენტებსა და სიყვარულის ახსნას ელით. თუ მამაკაცი ხართ, დროა, ტკბილეულისა და ყვავილების შეძენაზე იფიქროთ, თუ ქალბატონი ბრძანდებით, საჩუქრებს თავად მიიღებთ. გახსოვდეთ, თქვენი მოქმედებები პარტნიორზე დამოკიდებული და შეზღუდული არ უნდა იყოს.


თევზები
ამ დღეს თევზები ოჯახური ურთიერთობის ჰარმონიას სრულად შეიგრძნობენ - ბოლომდე გაიგებენ ოჯახის წევრთა განცდებს და მათგანაც იგივე გაგებას მიიღებენ. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ სახლში, მშობლიურ კედლებში, ახლობელ ადამიანებთან. მყუდრო გარემოში უკეთ გაერკვევით იმაში, თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?