10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 ოქტომბერი 21:00, 2018 წელი

 

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  10 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ეს დღე სიცრუესა და ილუზიას განასახიერებს. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ. შეუფერებელი დღეა მივლინებისთვის, ქორწინებისთვის, კომერციული გარიგებებისა და შენაძენისთვის. თქვენი წესიერება საშუალებას მოგცემთ, ახალი მოკავშირეების ნდობა დაიმსახუროთ.


კურო
კრიტიკული დღეა, როცა ილუზია და უწმინდური ძალა სინათლეს სჭარბობს. თუ რაიმეს შეძენას აპირებთ, ჯობს, ეს უფრო ხელსაყრელ დროს გააკეთოთ. დროთა განმავლობაში შეძლებთ საკუთარ თავს ოცნებების ასრულების უფლება მისცეთ, თუმცა ჯერჯერობით უნდა დაიცადოთ.


ტყუპები
პლანეტების განლაგება ისევ არასასურველია. მოსალოდნელია კონფლიქტი, რაც არაკეთილმოსურნეთა შურს ან საკუთარ ქარაფშუტობას უკავშირდება. ფრთხილად იყავით - ამ დღეს ემოციების მართვა ძნელი იქნება.


კირჩხიბი
შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ, რაც გასაკვირი არაა, იმდენად უდიერად ეპყრობით საკუთარ ჯანმრთელობას. ეცადეთ, მეტი იძინოთ, ნაკლები ინერვიულოთ და საკუთარი რაციონი ვიტამინებით გაამდიდროთ.


ლომი
შესაძლოა, ამ დღეს დიდი ხნის დაგროვილმა საქმეებმა თავი შეგახსენოთ. მოსალოდნელია უსიამოვნო ცნობა ან ოჯახური პრობლემა, რომელიც სწრაფად გადაწყვეტას მოითხოვს. გამორიცხული არაა, რომ ოჯახის წევრებს შორის კამათი მოხდეს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საკუთარი პოზიციები დაიცვათ. შესაძლოა, საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც გეჩვენებათ.


ქალწული
ამ დღეს მთლიანად სოციალური პრობლემების მოგვარებასა და სამართლიანობის აღდგენაზე ხართ ორიენტირებული. საქმიანი ბუნება და წესიერება ადამიანებს შორის ნდობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. შეუფერებელი დღეა მივლინებისთვის, ქორწინებისთვის და გარიგებებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს ნერვიულობამ შეიძლება ავადმყოფობა გამოიწვიოს.


სასწორი
მძიმე და პასიური დღეა. კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან კონტაქტი გართულებულია. გირჩევთ, საკუთარი პოზიციების გამყარებაზე იზრუნოთ და მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დღეა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. ტაქტის გრძნობა პირად ცხოვრებაში წარმატებას მოგიტანთ.


მორიელი
შესაძლოა, ამ დღეს ფინანსური სირთულეები შეგექმნათ და მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ. ნუ შეგეშინდებათ ვალის აღების და ნუ ინერვიულებთ - ეს დროებითი სირთულეებია. ამ დღეს მთავარია, სულიერი წონასწორობა შეინარჩუნოთ და შინაგანი სამყარო შესაძლო უსიამოვნებებისგან დაიცვათ. მომავალ კვირას მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი და ემოციური აღმავლობა.


მშვილდოსანი
მოემზადეთ პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებისთვის. გამორიცხული არაა, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც თქვენს მომავალს დაუკავშირებთ.


თხის რქა
უკიდურესად არასასურველი დღეა მივლინებისთვის, შენაძენისთვის, ქორწინებისა და გარიგებისთვის. ამ დღის ნეგატიურმა ტენდენციებმა შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს თქვენს ხასიათსა და პარტნიორის ღირსებაზე.


მერწყული
გაორებული და წინააღმდეგობებით სავსე დღეა. მხოლოდ სულიერი წონასწორობით შეძლებთ, ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს გაუმკლავდეთ. მოსალოდნელია გარშემომყოფ ადამიანებთან თქვენი დაახლოება და მათი მხრიდან აგრესია.


თევზები
მძიმე დღეა, ამიტომ თავი შეიკავეთ ისეთი სერიოზული გადაწყვეტილებებისგან, როგორიცაა ქორწინება და უძრავი ქონების შეძენა-გაყიდვა. მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება. ამ დღეს ნაკლები აქტიურობა გამოიჩინეთ. დღის მეორე ნახევარი სახლში გაატარეთ და პატარა, ოჯახური წვეულება მოაწყვეთ. მაშინვე შვებას იგრძნობთ.


 

დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კამასუტრა დღეს: 5 საუკეთესო პოზა აუჩქარებელი სექსისთვის

კამასუტრას შესახებ ყველამ იცის, ხოლო 1985 წლამდე დაბადებულებს ალბათ უნახავთ კიდეც წიგნში დაბეჭდილი პოზები საშინელ ხარისხში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კლასიკა არ ბერდება! 
კინო

5 ჰიჩკოკური ფილმი, რომლებიც ჰიჩკოკს არ გადაუღია

მათში ყველაფერია, რაც კი ფილმს საგანგაშო გაურკვევლობას სძენს, თანაც ისე მაღალპროფესიონალურ დონეზე, რომ დიდი მაესტროც იამაყებდა.
ამბები

„ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდისას მომხმარებლებს საჩუქრები ელით

„ვისოლ ჯგუფმა“ საქართველოში უკონტაქტო ანგარიშსწორების უახლესი მეთოდის - Apple Pay-ის გამოყენების სტიმულირებისათვის VISA International Service Association-თან ერთად წამახალისებელი აქცია დაიწყო.
დღის ჰოროსკოპი

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

25 უცნაური რეკორდი „გინესების წიგნიდან“

ნახეთ, იქნებ თქვენთვისაც გაიღოს „გინესების“ კარი...