16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბერი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ვარსკვლავები გაფრთხილებენ - თავი შეიკავეთ სარისკო საქმეებისგან, საეჭვო ნაცნობობისგან და ყველაფრისგან, რაც რისკს უკავშირდება. განსაკუთრებით, თუ საქმე შეძენას, რემონტს ან ვალების დაბრუნებას ეხება. მინიმუმამდე დაიყვანეთ ოჯახური საქმიანობა, რადგან გადაღლილობამ შეიძლება ნერვულ აშლილობამდე მიგიყვანოთ. გაერკვიეთ საკუთარ ფიქრებში, გრძნობებსა და ქმედებებში, რომ ბედის უეცარი შემობრუნებისთვის მზად იყოთ.


კურო
საშიში და დაძაბული დღეა. გამორიცხული არაა, უფროსის ან კოლეგების რისხვა დაიმსახუროთ. მოგიწევთ, არჩევანი გააკეთოთ სასიამოვნოსა და აუცილებელს შორის. ყურადღებას ნუ მიაქცევთ წინააღმდეგობას თქვენს გზაზე. ეს გამოცდისა და ემოციური განახლების დღეა. ერიდეთ სიბნელეს და ხალხმრავალ ადგილებს.


ტყუპები
ნეგატიური დღეა. ემოციურმა დაძაბულობამ შეიძლება სამსახურში მცდარ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანოთ. მოსალოდნელია კონფლიქტი უფროსთან ან კოლეგებთან. არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი. მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდეთ. სხვების რჩევებმა შესაძლოა, დაგაზარალოთ.


კირჩხიბი
მზად იყავით სამსახურში პრობლემებისთვის. მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი, რისგანაც თავი უნდა შეიკავოთ. უფროსთან ურთიერთობის გაფუჭება ხელს შეგიშლით გეგმების განხორციელებაში, რაც ახალი თანამდებობის მიღებას უკავშირდება. სიმშვიდე შეინარჩუნეთ, შეცდომა აღიარეთ და ყველაფერი მოგვარდება. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, მშვიდ ატმოსფეროში გაატარეთ.


ლომი
ერიდეთ სარისკო გადაწყვეტილებებს - მოსალოდნელია ფინანსური ზარალი. მინიმუმამდე დაიყვანეთ საკუთარი ვალდებულებები. სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს სიტუაციის არასწორად შეფასებამ, დაპირებებმა ან დაძაბულმა სამუშაომ.


ქალწული
პროვოკაციების, გაუგებრობის, უთანხმოების, ტრავმებისა და ავადმყოფობის დღეა, ამიტომ სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ. ნებისმიერი ნაკაწრის შეხორცებას, რომელიც ამ დღეს თქვენს სხეულზე გაჩნდება, დიდი დრო დასჭირდება. რომ არაფერი ვთქვათ სერიოზულ დაზიანებებზე. თავსა და ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. თუ სტუმრად მიგიწვიეს, თავაზიანი უარი თქვით და ვიზიტი სხვა დროისთვის გადადეთ.


სასწორი
ეს დღე ბედის უეცარ შემობრუნებასა და მოულოდნელი ინფორმაციის მიღებას უკავშირდება. პარტნიორის მოულოდნელი მოქმედებები გაიძულებთ, ბევრი იშრომოთ და შესაძლოა, თქვენთვის სრულიად უცნობი საქმითაც დაკავდეთ. სამაგიეროდ, თქვენი შრომა დაფასდება, რადგან შედეგი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.


მორიელი
მოსალოდნელია უსიამოვნო სიახლე. გირჩევთ, დიდხანს არ იფიქროთ და ნებისმიერ საქმიან წინადადებას ნებისმიერი პირობებით დასთანხმდეთ. ასეთ შემთხვევაში შეძლებთ, თქვენი შერყეული ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროთ. შესაძლოა, განწყობა კამათმა და წყენამ გაგიფუჭოთ.


მშვილდოსანი
რთული და დაძაბული დღეა. ემოციურმა დაძაბულობამ შეიძლება სამსახურში შეცდომა დაგაშვებინოთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ სირთულეებს. ეს ნერვებისა და ხასიათის სიმტკიცის გამოცდის დღეა.


თხის რქა
თავი შეიკავეთ სარისკო გადაწყვეტილებებისგან, საეჭვო ნაცნობებთან ურთიერთობისა და ჯანმრთელობის რისკთან დაკავშირებული ქმედებებისგან. მოსალოდნელია ფინანსური ზარალი. ეცადეთ საკუთარ ფიქრებში, გრძნობებსა და ქმედებებში გაერკვეთ, რომ ბედის მოულოდნელი შემობრუნებისთვის მზად იყოთ.


მერწყული
ეს დღე სასიცოცხლო ძალების მატებას, აურისა და იმუნიტეტის გაძლიერებას განასახიერებს. მერწყული მამაკაცებისთვის საქმიანი მივლინება შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს. ამ პერიოდში იზრდება თქვენი მომხიბვლელობა, რაც ადამიანებს თქვენ მიმართ სიმპათიით განაწყობს. გამორიცხული არაა, რომ ბედის მოულოდნელი შემობრუნება გელით.


თევზები
ამ დღეს პირადი ცხოვრება მეორე ადგილზე გადაიწევს, რადგან სამსახურებრივი პრობლემები გაიძულებთ, საქმეებში თავით „გადაეშვათ“. შესაძლოა, თქვენ გამო ხელმძღვანელობასა და კოლეგებს შორის უთანხმოება მოხდეს. გირჩევთ, სიამაყე დაიოკოთ და დათმობაზე წახვიდეთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ეს ინფექციური დაავადება იქნება.

დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?