20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბერი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ამ დღეს მაღალი სასიცოცხლო პოტენციალი გაქვთ. ხელსაყრელი დროა იდეებისა და გეგმების განსახორციელებლად. თუ გონივრულად იმოქმედებთ, საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანთ. მოსალოდნელია ცვლილებები პირად ცხოვრებაში. გამორიცხული არაა, რომ დღის მეორე ნახევარს ბავშვებთან ან საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ პრობლემებს დაუთმობთ. სიზმარი, რომელსაც ამ ღამეს ნახავთ, პირიქით ახდება.


კურო
თავშეკავება გამოიჩინეთ. ამ დღეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები ახლავს. ზომიერად იმოქმედეთ და ჩანაფიქრს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანთ. ნუ იკამათებთ გარშემომყოფებთან, ნუ მიაქცევთ წვრილმანებს ყურადღებას და ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს. პირადი ცხოვრება თქვენგან სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს. მოსალოდნელია კამათი ახლობელ ადამიანთან, თუმცა მცირეოდენი სტრესის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ოჯახში მშვიდობა დამყარდება.


ტყუპები
პოზიტიური დღეა. შრომისმოყვარეობა, პრინციპულობა და გავლენიანი ადამიანის მფარველობა ფინანსური წარმატების გარანტიაა. სავარაუდოდ, წარმატებით შეძლებთ განახორციელოთ კომერციული გარიგება. საღამო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმეთ. ბავშვებთან ურთიერთობაში გამოცდა გელით.


კირჩხიბი
ამ დღეს მოგეცემათ უნიკალური საშუალება, სანუკვარი ოცნება აისრულოთ. ყველაფერი დამოკიდებულია წინა თვეებში დაგროვილ სულიერ და მატერიალურ რესურსებზე. მეტი გაიღიმეთ და თქვენს ცხოვრებაში სიამოვნებისა და სიყვარულისთვის მეტი ადგილი იქნება.


ლომი
ხელსაყრელი დროა ძველი გეგმებისა და იდეების განხორციელებისთვის. მოსალოდნელია პირადი ცხოვრების ცვლილება. მთავარია, შეცდომები არ დაუშვათ და ყველაფერი დროულად გააკეთოთ.


ქალწული
ამ დღის დევიზია სიყვარული, სიმშვიდე და თანხმობა. მშვიდად იმოქმედეთ და საქმეს ბოლომდე მიიყვანთ, ყველა პრაქტიკულ და თეორიულ ამოცანას ადვილად ამოხსნით. ახლობლებთან ურთიერთობას მოაგვარებთ და ოჯახში სიმშვიდე დაისადგურებს. ნათესავებთან და მეგობრებთან თანამშრომლობით შესაძლოა, შემოსავალი მიიღოთ. ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებსა და საჩუქრებს. ხელსაყრელი დღეა შენაძენისთვის, ცვლილებებისა და მოგზაურობისთვის.


სასწორი
ამ დღის დევიზია შრომისმოყვარეობა, პრინციპულობა და მიზანსწრაფულობა. გავლენიანი ადამიანის მფარველობით ფინანსური აღმაფრენებისთვის სასტარტო პოზიციაზე გახვალთ. საღამო ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმეთ.


მორიელი
ქაოსური დღეა, რომელიც ძალიან დაგღლით. ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. გირჩევთ, სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. ერიდეთ უსარგებლო საუბრებს, რადგან ეს, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. დღე სახლთან და ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებს დაუთმეთ. ყურადღება მიაქციეთ ბავშვებსა და მათ ჯანმრთელობას.


მშვილდოსანი
კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები. პირადი ცხოვრებაც სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს - გაარკვიეთ ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან, რათა მზად იყო მოულოდნელი ცვლილებებისთვის. 


თხის რქა
მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით გარკვეულ შემოსავალს მიიღებთ. მოსალოდნელია საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზი. ხელსაყრელი დროა შენაძენისა და პირად ცხოვრებაში ცვლილებებისთვის. ერიდეთ ხმაურიან ადამიანებს და მათთან მოლხენას.


მერწყული
ეს დღე ჰარმონიასა და წონასწორობას განასახიერებს. დამშვიდდით, ახლა ფორიაქის დრო არაა. ნუ ეცდებით, საკუთარი მოვალეობები პარტნიორებს გადააბაროთ. ეცადეთ, წვრილმანი უსიამოვნებები არ შეიმჩნიოთ. თქვენი მომხიბვლელობა სასწაულებს ახდენს.


თევზები
მშვიდი სამუშაო დღე გელით. ბევრი თევზი პასიური მაყურებლის როლში აღმოჩნდება და ინიციატივას ხელიდან გაუშვებს. ინტუიცია დაგეხმარებათ რთული სიტუაციების სწორად შეფასებაში. ბევრი თევზი იოლად და დელიკატურად მოახერხებს ცხოვრებისგან სარგებლის მიღებას. გაწონასწორებულობა დაგეხმარებათ ქრონიკულ დაავადებებთან ბრძოლაში.

დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.