9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

8 ნოემბერი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ამ დღეს საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემები მთელ დროს წაგართმევთ. კარგად დათვალეთ თქვენი მოსალოდნელი და რეალური შემოსავალი - ეს დაგეხმარებათ, სამეურნეო საქმეები ეფექტურად მოაგვაროთ. ახლობლებისა და მეგობრების გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა შენაძენისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეებისთვის. ეცადეთ, ქალაქგარეთ გახვიდეთ და სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ - ეს ძალითა და ენერგიით აგავსებთ.


კურო
მოსალოდნელია უთანხმოება ახლობელ ადამიანთან, მაგრამ თანდაყოლილი ტაქტი ეჭვებისა და წყენის გამოვლენის საშუალებას არ მოგცემთ. შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაგიჩნდეთ. ერიდეთ მგზავრობას და დაგეგმილი შეხვედრები სხვა დროისთვის გადაიტანეთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას, რადგან შესაძლოა, იმაზე მეტი დაკარგოთ, ვიდრე მიიღებთ.


ტყუპები
ცდუნებებით სავსე დღეა. ემოციებს ნუ აჰყვებით და სიფრთხილე შეინარჩუნეთ. მოსალოდნელია ტრავმები, ამიტომ თუ ამ დღეს სადმე გამგზავრება გიწევთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ.


კირჩხიბი
ხასიათი ხშირად გეცვლებათ. ზოგჯერ ჯიუტი ხართ, ზოგჯერ - დაძაბული, ამ დროს გიჭირთ გარშემომყოფებთან ურთიერთობა. ამჟამად ყველაზე მეტად ეკლესიაში წასვლა გჭირდებათ. თუ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლევთ, ეკლესიას ფული შესწირეთ და გაიღეთ მოწყალება უპოვართათვის. მალე თავად დარწმუნდებით ანდაზის ჭეშმარიტებაში - რასაც დასთეს, იმას მოიმკი.


ლომი
მეტისმეტი გულუბრყვილობა და ადამიანების ნდობა შესაძლოა, შეცდომების მიზეზი გახდეს და  მიზნისკენ სვლაში ხელი შეგიშალოთ. გირჩევთ, პარტნიორის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ და გარეშე პირთა რჩევებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. გახსოვდეთ, სანდო პარტნიორებთან ურთიერთობა და სარისკო ოპერაციებზე უარის თქმა წარმატების საფუძველია.


ქალწული
თავს მომხიბვლელად გრძნობთ, რაც საკუთარი თავის რწმენას გმატებთ. რეალურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები. გამორიცხული არაა, რომ თქვენმა უზადო გარეგნობამ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში უსიამოვნებები გააჩინოს. პირადი ცხოვრება უნდობლობითა და უკმაყოფილებით იქნება სავსე. ეცადეთ, მხოლოდ სანდო ადამიანები დაიახლოოთ და ისინი სითბოთი და ყურადღებით აავსოთ.


სასწორი
წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია ხასიათის უეცარი ცვლილება. შესაძლოა, თქვენი სიამაყე სიჯიუტეში გადაიზარდოს, ენერგიულობა შინაგან დაძაბულობად იქცეს, ხოლო აქტიურობა - გარშემომყოფებთან დაძაბულ ურთიერთობად. გირჩევთ, ეკლესიაში წახვიდეთ და მოწყალება გაიღოთ.


მორიელი
წარმატებული დღეა. შეგიძლიათ, დაწყებული საქმეები წარმატებით დაასრულოთ და მოღვაწეობის ახალ ეტაპი დაიწყოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავად მიდის. თქვენი სიბრძნე და გულწრფელობა ადამიანებს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს. გირჩევთ, სიყვარულში პირველ შთაბეჭდილებას ენდოთ.


მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, ურთიერთობისთვის, ოჯახური თუ სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. შესაძლოა, მშვილდოსანი ქალები ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ეცადეთ, ნაკლებად ექსტრავაგანტური იყოთ, რადგან შესაძლოა, არასწორად გაგიგონ. მშვილდოსან მამაკაცებს ფინანსური დანაკარგი ელით, რაც, სავარაუდოდ, სარისკო გადაწყვეტილებას უკავშირდება.


თხის რქა
გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს დასახული მიზნის მიღწევა შეძლოთ, თუმცა მოსალოდნელია პარტნიორებთან ან უფროსთან კონფლიქტური სიტუაციები, რაც ძალიან დაგაზარალებთ. წინდახედულება გამოიჩინეთ - ჭორები და ავი ენები ეცდებიან, დაგაზარალონ, ამიტომ ნუ ჩაერევით სხვების საუბარში და მით უმეტეს კამათში.


მერწყული
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. შესაძლოა, საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. თქვენ აუცილებლად შეძლებთ დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას, მაგრამ მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ. თქვენი მომხიბვლელობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მოიზიდავს. შესაძლოა, ძველი სასიყვარულო ურთიერთობის განახლება, რომელიც არ დაგვიწყებიათ.


თევზები
ეს დღე აქტიური და პასიური საწყისის წინააღმდეგობას განასახიერებს. მოსალოდნელია ხასიათის მკვეთრი ცვლილება. გირჩევთ, საბუთებთან მუშაობას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდოთ. მთავარია, კარგად გაერკვეთ საკუთარ სურვილებსა და მოქმედებებში. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა, თუმცა თევზები რთული პარტნიორები არიან, რადგან სწრაფი ადაპტირება და კომპრომისზე წასვლა არ შეუძლიათ.


 

დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გაიგეთ, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში და გამოასწორეთ შეცდომები

ამისთვის გაიარეთ ეს მარტივი ტესტი - დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთ-ერთი საათი, ოღონდ ამ დროს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას დაეყრდენით. მხოლოდ ასე მიიღებთ ზუსტ შედეგს.
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

6 ნივთი, რომელიც ხელს უშლის კეთილდღეობას - როგორც სახლში, ასევე კომპანიების ოფისებში!

თავისთავად ნეგატიური და პოზიტიური ნივთი არ არსებობს, მაგრამ არასწორად განლაგებით, როგორც ფენ-შუი განმარტავს, ნივთებმა შესაძლოა კეთილდღეობას, ურთიერთობებს, ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას...  
ამბები

 „სმარტი“ ზუგდიდში მეორე სუპერმარკეტს ხსნის

სუპერმარკეტი „სმარტი“ რეგიონულ განვითარებას განაგრძობს და ზუგდიდში, აღმაშენებლის ქ #89-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ახალ სუპერმარკეტს ხსნის.
დღის ჰოროსკოპი

13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

12 თებერვალი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?