14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბერი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
წინააღმდეგობებით სავსე დღეა, ამიტომ ყოველი ნაბიჯი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. მოსალოდნელია ხელსაყრელი კონტრაქტის გაფორმება ან კომერციული ოპერაციის დასრულება, რომელიც თქვენს ბოლოდროინდელ მიზანს წარმოადგენდა. თქვენი ეგოიზმი და ვნებები შეიძლება ოჯახსა და კოლეგებთან უთანხმოების მიზეზი გახდეს. მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევრისთვის შემოინახეთ, რადგან პირველ ნახევარში სწორი გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებთ.


კურო
თქვენი ექსცენტრიკულობა და არასტანდარტული აზროვნება ახლობელ ადამიანებსაც კი გააოცებს. ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, თორემ არადისციპლინირებულობამ და თავდაჯერებულობამ შეიძლება ჩიხში შეგიყვანოთ.


ტყუპები
რთული და დაძაბული დღეა. გამორიცხული არაა, საქმიან მივლინებაში წასვლა მოგიწიოთ ან საკუთარი წარმოების გაფართოება დაიწყოთ. ამ დღეს უამრავ ჭორს მოისმენთ, თუმცა პრობლემიდან გამოსავალს მაინც იპოვით.


კირჩხიბი
კარგი დღე გელით. ძალების მოზღვავებას გრძნობთ. ყველაზე რთული სიტუაციებიდან შეძლებთ თქვენთვის მომგებიანი გამოსავლის პოვნას. განსაკუთრებით ნაყოფიერი დღის მეორე ნახევარი იქნება. ჩვეულზე მეტად მოგიწევთ საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა.


ლომი
წარმატებული დღეა ახალი საქმის დაწყების, შეხვედრებისა და პარტნიორებთან კონტაქტებისთვის. ეს განსაკუთრებით ბიზნესმენ ლომებს ეხებათ. საბოლოოდ, ნებისმიერი წამოწყება კარგ შედეგებს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა გელით, ამიტომ საკუთარ სიტყვებსა და მოქმედებას კარგად უნდა დაუკვირდეთ.


ქალწული
რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. თქვენი ნებისმიერი საქმე ამა თუ იმ ფორმით ფინანსებს უკავშირდება: მოგიწევთ ვალის  გაცემა და დაბრუნება, შემოსავლის ახალი წყაროს ძიება და ახლობლების დახმარება. თქვენი წინდახედულება და თავშეკავებულობა დაგეხმარებათ პოზიციების გამყარებაში. თვის ბოლოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.


სასწორი
სანამ ახალ საქმეს დაიწყებდეთ, ეცადეთ, ძველი დაასრულოთ. ამ დღეს რამის შეძენისგან თავი უნდა შეიკავოთ, რადგან შენაძენი წარუმატებელი იქნება და დიდხანს მოგიწევთ წყალში გადაყრილ ფულზე დარდი. შესაძლოა, პოზიტიური პროცესები შეჩერდეს. თქვენი დიპლომატიურობისა და კომპრომისების მოძიების უნარის წყალობით ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტის აცილებას შეძლებთ.


მორიელი
არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, რადგან შედეგი თქვენთვის არასახარბიელო იქნება. გირჩევთ, სარისკო მოქმედებებისგან თავი შეიკავოთ. მნიშვნელოვანი საქმეები მომავალი კვირისთვის გადადეთ. თქვენს დახმარებას ელიან მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები.


მშვილდოსანი
შესაძლოა, ამ დღეს საქმიან მივლინებაში გამგზავრება მოგიწიოთ ან პროფესიული საქმიანობის გაფართოებაზე ფიქრი დაიწყოთ. ბოლოს და ბოლოს, შარშანდელი დაძაბული მუშაობის შედეგს მიიღებთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი ან სასიხარულო ცნობა, რომელიც თქვენს მატერიალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების რომელიღაც პრობლემას წარმატებით გადაჭრით.


თხის რქა
რთული დღეა. მოსალოდნელია პარტნიორის მხრიდან ტყუილი და ილუზიები. ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. თქვენი წინდახედულება და თავშეკავებულობა დაგეხმარებათ, რომ საზოგადოებაში თქვენი ადგილი მონახოთ. თუ ამ დღეს კომერციული ოპერაციის ჩატარებას გეგმავთ, მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოთ, რადგან მოსალოდნელია დანაკარგი.


მერწყული
აქტიური დღეა. გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს უამრავი სასწრაფო და გადაუდებელი საქმის გაკეთება მოგიწიოთ. სავარაუდოდ, დამატებით მოვალეობებს აიღებთ. ეცადეთ, ყველა პრობლემას გონივრულად მიუდგეთ და თავისუფლების შეზღუდვაზე ნაკლები ინერვიულოთ. იყავით საკუთარი იდეალებისა და საყვარელი ადამიანის ერთგული.


თევზები
კვირის დასაწყისში ახალი ძალის მოზღვავებას იგრძნობთ. შეგიძლიათ, თამამად შეცვალოთ სამსახური ან პროფესიული მოღვაწეობის სფერო - თქვენი პრაქტიკულობა და ინტუიცია წარმატების გარანტია. ეცადეთ, ფულის ხარჯვისას მეტი ეკონომიურობა გამოიჩინოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?