19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბერი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
გეგმებისა და იდეების განხორციელებისთვის საუკეთესო პერიოდია. ეს დღე შესაფერისია პროფესიული მოღვაწეობისა თუ ოჯახური ურთიერთობების შესაცვლელად. საქმიანი კონტაქტები თუ კომერციული ოპერაციები უახლოეს ხანში შემოსავალს მოგიტანთ. გაძლიერებულია ინტუიცია და წინასწარმეტყველების უნარი, რაც სასიკეთოდ აისახება ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან ურთიერთობაზე. სიზმარი ახდება თუ დილას ცუდი ამინდი დაგხვდათ.


კურო
ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ მოინდომებთ, შეძლებთ, რომ აღმზრდელობითი სახის პრობლემები მშვიდობიანად მოაგვაროთ. გახსოვდეთ, ბავშვებისთვის პირადი მაგალითი ყველაზე ძლიერი არგუმენტია. სასიყვარულო საქმეებში წარმატება გელით.


ტყუპები
ამ დღეს წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა შრომისმოყვარეობასა და კეთილსინდისიერებაზე გადის. ტყუპ ქალებს სასიყვარულო საქმეებში წარმატება ელით. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ძველ შეყვარებულთან. თავი შეიკავეთ არასერიოზული და ცარიელი დაპირებებისგან. ამან შეიძლება უსიამოვნება მოგიტანოთ.


კირჩხიბი
გსურთ, რომ ყველასგან გამორჩეული გახდეთ, მაგრამ ტყუილად ნუ გაირჯებით, მაინც არაფერი გამოგივათ. ეცადეთ, ძველი საქმეები მოაგვაროთ, ხოლო ახალი პროექტები უკეთესი მომავლისთვის გადადოთ. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომასა და გადაღლას. ოჯახურ წრეში თავს კომფორტულად  იგრძნობთ.


ლომი
გამორიცხული არაა, რომ სამუშაომ თქვენგან მაქსიმალური ძალისხმევა და ორგანიზებულობა მოითხოვოს. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს მხოლოდ გარშემომყოფების კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით დაძლევთ.


ქალწული
შესანიშნავი დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის. ვარსკვლავები მოგებას გპირდებიან, თქვენი ენთუზიაზმი გარშემომყოფებს თქვენთან თანამშრომლობისკენ უბიძგებს. ახალი იდეები უახლოეს ხანში სასურველ შედეგს მოგცემთ. მოსალოდნელია კარიერულ საფეხურზე გადანაცვლება, მაგრამ ზევით თუ ქვევით, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.


სასწორი
შესაძლოა, ეს დღე უმიზეზო შფოთვითა და უკმაყოფილებით დაიწყოს. მოსალოდნელია სირთულეები საქმეებში და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან, რაც თქვენს უკმაყოფილებას გამოიწვევს. აღიარეთ, რომ ყველა პრობლემის სათავე თავად ხართ. თქვენი გაორებული პირადი ცხოვრება უკვე აუტანელი გახდა, ამიტომ საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთოთ.


მორიელი
საკმაოდ სახიფათო დღეა, რომელიც უკავშირდება ინფორმაციის დაგვიანებას, შემოწმებასა და ინსპექციას. არავითარ შემთხვევაში არ დასთანხმდეთ პარტნიორის ან კოლეგის ერთი შეხედვით მომგებიან წინადადებას. პირად ცხოვრებაში გაუგებრობა გელით. თქვენ მიმართ გარშემომყოფთა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ შესაძლოა, აგრესიული გაგხადოთ. ფრთხილად იყავით - მოსალოდნელია ტრავმები და უბედური შემთხვევები.


მშვილდოსანი
ურთიერთობისთვის არასახარბიელო დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ნელ-ნელა იკლებს. ვიღაცის დახმარების სურვილმა შესაძლოა, დაუფიქრებელი ნაბიჯი გადაგადგმევინოთ, რასაც დიდხანს ინანებთ. უთანხმოება კოლექტივში ან ნეგატიური ცვლილებები პირად ცხოვრებაში მწყობრიდან გამოგიყვანთ. ამ დღის ნაცნობობა ნეგატიურ შედეგებს მოგიტანთ.


თხის რქა
რთული და დაძაბული დღეა. მოსალოდნელია იმედგაცრუება, დაუგეგმავი ხარჯი ან ფინანსური დანაკარგი, რაც ოჯახურ ბიუჯეტზე არასახარბიელოდ აისახება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია და თავის ტკივილი. გულთან ახლოს ნუ მიიტანთ კრიტიკას - მაინც ვერაფერს შეცვლით, რადგან ამ დღის ნეგატიური ტენდენციები თქვენზე დამოკიდებული არაა.


მერწყული
შესანიშნავი დღეა ქორწინებისთვის, ბავშვის ჩასახვისთვის და მკურნალობისთვის. ხელიდან ნუ გაუშვებთ საინტერესო ადამიანების გაცნობის შანსს. სახელოვნებო პროფესიის ადამიანების საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობა მიეცემათ. თქვენი სიმამაცით გარშემომყოფებს გააოცებთ.


თევზები
კეთილისა და ბოროტის ბრძოლის დღეა. მოსალოდნელია გაღიზიანება და კამათი. გეჩვენებათ რომ სამყარო ნაცრისფერია და ხვალინდელი დღის რწმენას კარგავთ. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და დღე ნეგატიური შედეგების გარეშე ჩაივლის. ნურავის იმედად ნუ იქნებით და თავად იზრუნეთ საკუთარი პოზიციების გამყარებაზე. შესაძლოა, დაავადებამ, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, დიდხანს არ დაგტოვოთ.

დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.