ვერძი
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე ფულის ხარჯვისა და კომერციული ოპერაციების დროს გმართებთ. მოსალოდნელია დანაკარგი ან ქურდობა. გამორიცხული არაა, რომ ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები შეიტყოთ.
კურო
ამ დღეს სასიყვარულო საქმეებში წარმატებები გელით, თუმცა ცარიელი სიტყვებისა და დაპირებებისგან თავი უნდა შეიკავოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებით, ნერვიული და საჭმლის მომნელებელი სისტემის, ამიტომ გირჩევთ, პრევენციას მიმართოთ.
ტყუპები
ოჯახში დაგროვილ საქმეებთან გამკლავება მოგიწევთ. იქნებ ეს უკეთესიცაა, რადგან ქუჩაში გასვლის შემთხვევაში გაციება გარანტირებული გაქვთ. შესაძლოა, ნერვიული ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებმა შეგაწუხოთ.
კირჩხიბი
მოსალოდნელია ფინანსური კრიზისი - დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი ხარჯი ოჯახურ ბიუჯეტზე მძიმედ აისახება, მაგრამ ეცადეთ, ამას ფილოსოფიურად შეხედოთ. მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია, ამიტომ ეცადეთ, არაფერზე ინერვიულოთ. ამით მაინც ვერაფერს შეცვლით.
ლომი
ხელსაყრელი პერიოდია პროფესიული მოღვაწეობისა თუ ოჯახური ურთიერთობების შესაცვლელად. ამ დღეს სასიცოცხლო პოტენციალი და ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრებული გაქვთ, რაც ადამიანებთან ურთიერთობაზე სასიკეთოდ აისახება. გაითვალისწინეთ, რომ ამჟამად რადიკალური ღონისძიებების მიღება და სარისკო ოპერაციები ნაადრევია - სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ წუთს შეიცვალოს და თქვენი მოქმედებები თქვენს წინააღმდეგ ამუშავდება.
ქალწული
ხელსაყრელი პერიოდია საქმიანი მივლინებებისა და შეხვედრებისთვის, რომელთა შედეგად მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. თქვენი მომხიბვლელობა და სექსუალური პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. აჩუქეთ საყვარელ ადამიანებს სიყვარული და მზრუნველობა.
სასწორი
გაუგებრობებითა და კონფლიქტებით სავსე დღეა. პრაქტიკულად, თქვენ მაშინაც საქმეს აკეთებთ, როცა სხვები საქმეზე ლაპარაკობენ, თუმცა ამასთანავე, ძალიან უთქმელი და ჩაკეტილი ხართ. დაელაპარაკეთ საკუთარ პრობლემებზე ახლობელ ადამიანებს. ეს ძალიან დაგეხმარებათ.
მორიელი
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო ენერგია მატულობს, ამიტომ ნებისმიერი სირთულის საქმეს ადვილად უმკლავდებით. საფრთხეს არ გაურბიხართ, რაც რთული სიტუაციიდან გამოსვლაში გეხმარებათ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. შესაძლოა, ნათესავებმა დახმარება გთხოვონ და ამის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
მშვილდოსანი
ოჯახური საქმეები დიდ დროს წაგართმევთ. შესაძლოა, ეს უკეთესიცაა, რადგან გარეთ გასვლისას გაცივდებით. პირად ურთიერთობებში საკუთარი თავისუფლებისა და პრინციპების დაცვამ შესაძლოა, პარტნიორთან კონფლიქტამდე მიგიყვანოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენი პირდაპირობა თქვენს წინააღმდეგ მუშაობს.
თხის რქა
სავარაუდოდ, ეს დღე საქმეში წინსვლასა და პირად ურთიერთობებში ჰარმონიას ვერ მოგიტანთ. გაღიზიანებული და ანერვიულებული ხართ, რაც თქვენს ნერვიულ სისტემას დააზარალებს და ქრონიკულ დაავადებებს გაამწვავებს. ერიდეთ ვითარების გამწვავებასა და კონფლიქტებს.
მერწყული
დაძაბული და სახიფათო დღეა. საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხართ. ამ დღის ნეგატიური ტენდენცია მხოლოდ სულიერი და ზნეობრივი განწმენდით არის შესაძლებელი. ერიდეთ მკითხავებს და ოკულტური მეცნიერების წარმომადგენლებს. შეზღუდეთ კონტაქტები და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.
თევზები
ეს დღე საკუთარ თავზე მუშაობას, სულიერ განახლებასა და განვითარებას უნდა მიუძღვნათ. ეცადეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. დღის პირველ ნახევარში ოჯახურ საქმეებს ერიდეთ. სასარგებლოა განმარტოება და მოგზაურობა. ეცადეთ, მთელი ზრუნვა და სიყვარული ოჯახისა და ბავშვებისკენ მიმართოთ.