21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბერი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
თქვენი ემოციური და ფეთქებადი ხასიათი შეიძლება ახლობელ ადამიანთან კამათის მიზეზი გახდეს. გირჩევთ, ამ დღეს სერიოზული საქმით არ დაკავდეთ და არ გადაიღალოთ, რადგან მოსალოდნელია ძლიერი თავის ტკივილი და ნერვული სტრესი. თუ სამოგზაუროდ წასვლას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ ქურდებსა და უწესო ადამიანებს უნდა ერიდოთ.


კურო
ფინანსური პრობლემები უკან იხევს. სავარაუდოდ, ფულის შემოსავალი გელით. უფროსობა თქვენით კმაყოფილია. შესაძლოა, უფრო ხელსაყრელი სამუშაოც შემოგთავაზონ. თამამად მიიღეთ შეთავაზება, რადგან ეს სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. ამ დღეს პირადი და საქმიანი შეხვედრები გელით.


ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის. პლანეტები შემოსავალს გპირდებიან. თქვენი ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი გარშემომყოფთა მოწონებას დაიმსახურებს და თქვენთან თანამშრომლობის სურვილს გააჩენს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას - მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება.


კირჩხიბი
გამორიცხული არაა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. გარშემომყოფი ადამიანები თქვენით კმაყოფილები არიან. მოსალოდნელია ხელსაყრელი სამსახურის შეთავაზება. ასე რომ, თამამად დასთანხმდით - ეს სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. ამ დღეს პირადი და საქმიანი შეხვედრები და მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმება გელით.


ლომი
პარტნიორის არასერიოზული მოქმედება შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ეცადეთ, რომ კონფლიქტებსა და სკანდალებში არ გაერიოთ. თქვენმა გადაჭარბებულმა სიამაყემ და თავმოყვარეობამ შეიძლება საქმე ურთიერთობის გაწყვეტამდე მიიყვანოს. პროფესიულ საქმიანობაში თავის გამოჩენას ნუ ეცდებით და დამატებით მოვალეობებს არ შეეჭიდოთ. მაინც არ დაგიფასდებათ.


ქალწული
ამ დღეს მოსალოდნელია ძლიერი თავის ტკივილები და ნერვიული აშლილობა დაღლილობის ფონზე. ეცადეთ, წინასწარ დაგეგმოთ დღე ისე, რომ მუშაობა და დასვენება ერთმანეთს შეუნაცვლოთ. მომატებული ემოციურობა და მგრძნობიარობა შეიძლება კამათისა და გაუგებრობის მიზეზი გახდეს. ეცადეთ, დასაძინებლად ადრე დაწვეთ. ამჟამად მეტი დასვენება გჭირდებათ.


სასწორი
ცვლილებების დაწყების დღეა. მოსალოდნელია წინადადება სამსახურის ან მოღვაწეობის სფეროს შეცვლის შესახებ. კომერციული და სახელოვნებო საქმიანობა წარმატებული იქნება. ახლობელი ადამიანებისგან სრული გაგება და მხარდაჭერა გელით.


მორიელი
კრიტიკული დღეა. კვირის განმავლობაში დაგროვილ პირად პრობლემებს თუ ვერ გაუმკლავდით, ურთიერთობის დასრულება გელით. ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ რაიმეს შეცვლის ძალა და სურვილი აღარ გაქვთ, მაგრამ ასე არ არის. მხოლოდ სიყვარულსა და თავგანწირვას შეუძლია, თქვენი ოჯახი გადაარჩინოს.


მშვილდოსანი
ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალ დონეზეა, რომ პროფესიულ საქმიანობასა თუ პირად ურთიერთობებში წარმატება გარანტირებული გაქვთ. თქვენი ზნეობრივი სიწმინდე, ქცევის, სიტყვებისა და გრძნობების შესაბამისობა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მხრიდან სათანადოდ იქნება შეფასებული. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა ან ახალი, ხელსაყრელი სამსახურის შეთავაზება.


თხის რქა
პროფესიულ საქმიანობაში აქტიური მოქმედების პერიოდი დგება, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი მატერიალური ან კარიერული მდგომარეობა გააუმჯობესოთ. პატიოსნება, პირდაპირობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და მიზანსწრაფულობა სამსახურში თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. ეცადეთ, ისეთ ტვირთს არ შეეჭიდოთ, რისი ზიდვაც გაგიჭირდებათ. უმჯობესია, სამუშაო მთელ კვირაზე გადაანაწილოთ.


მერწყული
დაძაბული დღეა, რომელიც მაქსიმალურ ორგანიზებულობასა და სიტუაციის ანალიზს მოითხოვს. მოსალოდნელია პრობლემები ოჯახსა თუ ახლო ნათესავებში. გახსოვდეთ, ნებისმიერი უსიამოვნების სათავე თქვენსავე ხასიათში მდგომარეობს.


თევზები
ამ დღეს მოსალოდნელია შემოქმედებითი იდეებისა და ფანტაზიის მოჭარბება. ყველაზე რთული სიტუაციიდანაც მოახერხებთ, რომ მოგებული გამოხვიდეთ. განსაკუთრებით ნაყოფიერი დღის მეორე ნახევარი იქნება. თევზ ქალებს სასიყვარულო თავგადასავალი ელით, რომელიც, საბოლოოდ, იმედგაცრუებას მოუტანთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?