10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 იანვარი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
პროვოკაციების, გაუგებრობებისა და ცხოვრებისეული პრინციპების დაცვის დღეა. გირჩევთ, ახალი საქმეების დაწყების ნაცვლად, ძველი საქმეები დაასრულოთ. შეუფერებელი დღეა სადავო საკითხების გადასაჭრელად - შედეგით უკმაყოფილო დარჩებით.


კურო
ამ დღიდან მერკური უკუსვლას იწყებს. გირჩევთ, საქმიანი აქტიურობა შეამციროთ, რომ ფინანსურად ნაკლებად დაზარალდეთ. სამსახურში მოსალოდნელია მცირე უსიამოვნება. მოსალოდნელია რეორგანიზაცია ან უთანხმოება უფროსთან. ამ დღეს სასურველია ბუნებასთან ახლოს ყოფნა. დღის მეორე ნახევარში კუროს კომუნიკაბელურობა გაიზრდება, ამიტომ ყველა შეხვედრა და მოლაპარაკება შედეგიანად ჩაივლის.


ტყუპები
მერკურის უკუსვლა ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეებზე უარყოფითად აისახება. აქტიურობა შეამცირეთ, რომ ნაკლებად დაზარალდეთ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია პარტნიორებთან ან უფროსთან უთანხმოება. დღის მეორე ნახევარში თქვენი კომუნიკაბელურობა იმდენად მოიმატებს, რომ ყველა შეხვედრა და მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება.


კირჩხიბი
სამსახურში წვრილმანი უსიამოვნებები გელით. საქმე, რომლის გაკეთებაც მოგიწევთ, თქვენთვის ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდება. ასე მტკივნეულად ნუ განიცდით იმას, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ. სასურველია, ამ დღეს ბუნებასთან ახლოს იყოთ. დღის მეორე ნახევარში ახლო ნათესავებთან შეხვედრა გელით.


ლომი
არახელსაყრელი დღეა სასამართლოში საქმის წარმოებისა და სადავო საკითხების გადაჭრისთვის - შედეგი თქვენთვის არასახარბიელო იქნება. ახლობელი ადამიანის პრეტენზიებმა შეიძლება სკანდალი გამოიწვიოს.


ქალწული
სერიოზული პროვოკაციების დღეა. ამ დღეს მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგ ამხედრდება. ბრალს დაგდებენ იმაში, რაც არ ჩაგიდენიათ. დავის შედეგი არაპროგნოზირებადი იქნება, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ. მოსალოდნელია არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებზეც დამოკიდებული ხართ. არახელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისთვის.


სასწორი
დღის პირველ ნახევარში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სერიოზული შანსი გექნებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც ურთიერთგაგების დეფიციტით არის გამოწვეული.


მორიელი
პოზიტიური დღის მიუხედავად, საღამოს საკუთარი თავით უკმაყოფილო იქნებით. გათავისუფლდით ბნელი აზრებისგან. სავარაუდოდ, შექმნილი სიტუაციის საფრთხესა და სირთულეს გადაჭარბებულად აფასებთ. ეცადეთ, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ, თორემ ახლობელ ადამიანებს გულს ატკენთ.


მშვილდოსანი
ბედი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსს გაძლევთ. თავდაჯერებულობა და აქტიურობა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პირდაპირობა და საკუთარი გეგმების შესახებ გულახდილი საუბარი დასახული მიზნების მიღწევაში სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარებას ნუ ეცდებით - ცხოვრება თავად გიკარნახებთ სწორ გადაწყვეტილებას.


თხის რქა
სერიოზული პროვოკაციებისა და წინააღმდეგობის დღეა. ნებისმიერი კამათი სკანდალით დასრულდება, რადგან ურთიერთგაგების სრული დეფიციტია. გირჩევთ, მაქსიმალურად ფრთხილი იყოთ.


მერწყული
დაძაბული დღეა, ამიტომ ნუ ეცდებით, ყველა პრობლემა ერთდროულად მოაგვაროთ. ეცადეთ, ყველა დაწყებული საქმე კონკრეტული შედეგით დაასრულოთ. შესაძლოა, ქალებს უფროს ნათესავებთან ურთიერთობაში პრობლემები შეექმნათ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა ოჯახის სამომავლო გეგმებსა და ზოგადად, სიტუაციაზე გავლენას მოახდენს. ბავშვების პრობლემები თქვენგან გაუთვალისწინებელ ხარჯებს მოითხოვს.


თევზები
ეს დღე აურისა და სასიცოცხლო ძალების შესუსტებასა და გარემოს ნეგატიური გავლენის გაძლიერებას განასახიერებს. ერთგვარი დაბნეულობის გამო, სამუშაო რიტმში ჩართვა გიჭირთ. არახელსაყრელი დღეა საქმიანი გარიგებებისა და ურთიერთობების გარკვევისთვის. გირჩევთ, ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე ჩასახვისა და ქირურგიული ოპერაციებისთვის არახელსაყრელია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?