21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 იანვარი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
შესაფერისი დღეა სულიერი ზრდისა და შინაგანი დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. თავი შეიკავეთ ცხიმიანი საჭმელებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან. ეცადეთ, სულგრძელობა და გულუხვობა გამოავლინოთ. ფულადი შემოსავალი, მოგება ან საჩუქარი გელით.


კურო
ფინანსურ საქმეებში წარმატება გელით. ძველ პრობლემებს ახალი იდეების ან სტრატეგიის საშუალებით გაუმკლავდებით. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებების წარმოებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. თქვენი ლოგიკა და დამაჯერებლობა პარტნიორებს აიძულებს, დაგეთანხმონ. შესანიშნავი დღეა ქორწინებისთვის, ახალი სამსახურის დასაწყებად და ახალი ნაცნობობისთვის. ეცადეთ, ოჯახს მეტი ყურადღება დაუთმოთ.


ტყუპები
კრიტიკული დღეა. სავარაუდოდ, უფროსთან ან თანამშრომლებთან ურთიერთობა დაგეძაბებათ. სანამ ახალ საქმეებს დაიწყებდეთ, ძველები დაასრულეთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს ნებისმიერი წამოწყება არარეალური და ილუზორული იქნება, ხოლო ზედმეტმა ნერვიულობამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ.


კირჩხიბი
უკიდურესად სახიფათო დღეა. უბრალო ნაკაწრის მორჩენაც კი გაგიჭირდებათ, აღარაფერს ვიტყვით, უფრო სერიოზულ დაზიანებებზე. ასე რომ, ეცადეთ, თავს გაუფრთხილდეთ. თუ სტუმრად მიგიწვიეს, თავაზიანი უარი თქვით და ვიზიტი სხვა დროს გადაიტანეთ. დასაძინებლად ადრე დაწექით.


ლომი
ლიდერობისკენ სწრაფვა და ორგანიზატორული შესაძლებლობები თანამოაზრეებისა და მოკავშირეების პოვნაში დაგეხმარებათ, თუმცა დღის მეორე ნახევარში გარკვეული სირთულეები გელით. ეცადეთ, სიტუაცია აკონტროლოთ. კარგი იქნება, თუ ამ დღეს დიდსულოვნებასა და გულუხვობას გამოიჩენთ.


ქალწული
შინაგანი თავისუფლების დღეა. ახალი იდეებისა და სტრატეგიის წყალობით საქმიანი შეხვედრა და მოლაპარაკება წარმატებით ჩაივლის. თქვენი ოპტიმიზმი, ლოგიკა და მომხიბვლელობა პარტნიორებს თქვენთან თანამშრომლობას აიძულებს. გირჩევთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოთ.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა სეირნობის, მოგზაურობისა და ახალი კონტაქტებისთვის. სავარაუდოდ, რამდენიმე საქმიან კონტაქტს გააბამთ, რომლებიც მომავალში დაგეხმარებათ. თუ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი გეპარებათ, რჩევა მეგობრებს სთხოვეთ.


მორიელი
გაითვალისწინეთ, რომ მგზავრობის, მოგზაურობისა და გრძელ მანძილზე სეირნობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ტრავმები და კატასტროფა. გირჩევთ, ეს დღე სახლში, ოჯახურ საქმიანობაში გაატაროთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და არავითარ შემთხვევაში ხმას არ აუწიოთ.


მშვილდოსანი
ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ, ნურც ვარსკვლავების კეთილგანწყობის იმედი გექნებათ - ერთსაც და მეორესაც აქვს საზღვრები. ოცნების კოშკების აგებას თავი დაანებეთ და ის აკეთეთ, რასაც ყოველთვის აკეთებდით. 


თხის რქა
შინაგანი დამოუკიდებლობის მოპოვების დღეა. იმპროვიზაციის უნარის დახმარებით შეძლებთ ახალი ნაცნობების შეძენას და საჭირო კონტაქტების დამყარებას. შესაძლოა, კომპრომისების ძიება მოგიწიოთ.


მერწყული
ამ დღეს ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელსაც მჭევრმეტყველებითა და დიპლომატიურობით გადაჭრით. ქალებს ახალი რომანტიკული ნაცნობობა ელით.


თევზები
მშვიდობისა და თანხმობის დღეა. ერიდეთ კამათსა და კონფლიქტურ სიტუაციებს. ხელსაყრელი დღეა კოლექტიური შრომისთვის და ოჯახური საქმიანობისთვის. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და სულიერ განვითარებაზე. ეცადეთ, ვიტამინებით მდიდარი საკვები მიირთვათ. 

საკნატუნო ამბები

ხუთი მიზეზი, რატომ არის კარგი სექსი დილით

დილაობით სექსი არაა მარტივი საქმე: ხან გამოფხიზლება გვიჭირს, ხან სამსახურში გვაგვიანდება, შესაძლოა, ბავშვებიც გვყავს მოსამზადებელი... მაგრამ სექსოლოგები ჯიუტად ცდილობენ აგვიხსნან, რატომ არის დილის სექსი შესანიშნავი.    
დღის ჰოროსკოპი

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მე-3 კორპუსი), 24 აპრილს, 14:00 საათზე, ასტრო-ენათმეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის ახალი წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია-ლექცია ჩატარდება.
საკნატუნო ამბები

10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს

დაბერების შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეული მუდმივად იცვლება და წლების მატებასთან ერთად, ახლებურად გამოიყურება. ამიტომაც აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი ასაკობრივი ცვლილება მიიჩნევა ნორმად და რომელი - არა.
საკნატუნო ამბები

10 წვრილმანი, რაც კაცს აღაგზნებს

ეს წვრილმანები ერთი შეხედვით უცნაურებია, მაგრამ საკმაო ძალა აქვთ იმისთვის, რომ კაცის პულსის სიხშირე წუთში 70-დან 150-მდე აწიონ...  
დღის ჰოროსკოპი

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

უნიკალური ფოტოარქივი, რომელიც წარსულს სულ სხვა თვალით დაგანახვებთ

ეს ფოტოები გასულ საუკუნეში გამოგზაურებთ და საოცარ ამბებს აღმოგაჩენინებთ...
დღის ჰოროსკოპი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რომელია საუკეთესო ასაკი ქორწინებისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყველა ადამიანი ეძებს პარტნიორს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. ზოგიერთი კი ამას ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებს...
საკნატუნო ამბები

ფრთხილად! საოცრად ამაღელვებელი შიშველი სხეული (11 ფოტო)

სანკტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის მიხაილ კოვალენკოს ნამუშევრები განსაკუთრებით მამრობითი სქესის მკითხველებს დააინტერესებთ! 
დღის ჰოროსკოპი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

6 ფილმი სიყვარულის მაგიაზე

რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, როგორ აქცევს სიყვარული ცხოვრებას ზღაპრად...