2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

1 თებერვალი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 თებერვალს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ხელსაყრელი დღეა კომერციული ოპერაციებისა და სავაჭრო გარიგებებისთვის. ნუ გაუშვებთ ინიციატივას ხელიდან, გამოავლინეთ თქვენთვის დამახასიათებელი მიზანსწრაფულობა და მონდომება. ამ დღეს შეიძლება ისეთ შედეგებს მიაღწიოთ, როგორზეც ვერასოდეს იოცნებებდით. დღის მეორე ნახევარში ოჯახში მოსალოდნელია კონფლიქტი.


კურო
ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ახლობელ ადამიანებს წვრილმანებზე არ ეკამათოთ - ამან შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები მოიტანოს. თუ პარტნიორის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობთ, აუცილებლად მოუბოდიშეთ. თქვენი დიდსულოვნება და მოთმინება ოჯახში სიმშვიდის გარანტიაა.


ტყუპები
თქვენი წარმატება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეგიძლიათ ტაქტიკის შეცვლა. თქვენი კომუნიკაბელურობისა და აქტიურობის დამსახურებით შეიძლება მომგებიანი შეკვეთა ან ერთობლივ პროექტში მონაწილეობის შეთავაზება მიიღოთ. სანამ დასთანხმდებით, კარგად უნდა დაფიქრდეთ. მოულოდნელმა წინააღმდეგობამ შეიძლება გეგმების განხორციელებას ხელი შეუშალოს.


კირჩხიბი
შესაძლოა, მაცდური წინადადება მიიღოთ, მაგრამ პასუხის გაცემამდე ყველაფერი კარგად უნდა გაიაზროთ. წარმატების მიღწევა ისე ადვილი არ იქნება, როგორც ახლა გეჩვენებათ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაძლოა, თავი იჩინოს დაავადებამ, რომელსაც თავის დროზე ყურადღება არ მიაქციეთ.


ლომი
თანდაყოლილი სიამაყე და ამპარტავნება შეიძლება რაღაც გაუგებრობისა და შეცდომის მიზეზი გახდეს. ნუ გაუშვებთ ინიციატივას ხელიდან - შესაძლოა, ისეთ შედეგებს მიაღწიოთ, როგორზეც ადრე ვერც იოცნებებდით.


ქალწული
ამ დღემ შეიძლება თქვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალოს. კოლექტიურ ქმედებებში მეტი წინდახედულება გმართებთ. ნაკლებად გაითვალისწინეთ სხვების რჩევები და დამოუკიდებლად იმოქმედეთ. დღის მეორე ნახევარში ოჯახში კონფლიქტური სიტუაციის რისკი მოიმატებს. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.


სასწორი
დაძაბული დღეა, რომელიც ცხოვრებისეული პრინციპებისა და იდეალების დაცვას განასახიერებს. მოსალოდნელია დიდი სკანდალი და პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა. ერიდეთ საქმიან შეხვედრებს, მარტო სეირნობას და ეს დღე უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.


მორიელი
ამ დღის მოვლენები და გარშემომყოფებთან ურთიერთობა სიმშვიდისა და კომფორტის განცდას მოგიტანთ. თუ ეჭვებს მოიცილებთ და საყვარელი ადამიანის მიმართ მეტ სითბოსა და სიყვარულს გამოავლენთ, ბედნიერების მეცხრე ცაზე აღმოჩნდებით. შესაძლოა, სამსახურებრივი პრობლემების შესახებ დროებით დაივიწყოთ.


მშვილდოსანი
თქვენი წარმატება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეგიძლიათ შეცვალოთ ტაქტიკა. საკუთარი გეგმებისა და პრობლემების შესახებ არავის უამბოთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. ქალები ახალ ნაცნობობასა და გატაცებებს უნდა ერიდონ. ეს იმედგაცრუების, დაღლილობისა და წყენის გარდა არაფერს მოგიტანთ.


თხის რქა
ამ დღემ შეიძლება თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. ფარული მტრები ისევ ცდილობენ, დაგაზარალონ, ამიტომ ყურადღებით იყავით და სხვების რჩევებს არ მოუსმინოთ. თქვენი გამძლეობისა და დიპლომატიურობის წყალობით ფარულ ხაფანგებს თავს დააღწევთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ კოლექტიური საქმიანობის დროს.


მერწყული
დასვენებისა და ენერგიის ახალი წყაროების მოძიების დღეა. ამ დღეს თავი შეიკავეთ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისა და სპირტიანი სასმელების მიღებისგან. კარგი იქნება, თუ ეკლესიაში წახვალთ. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში.


თევზები
ეჭვების დაძლევისა და საკუთარ მიზნებში გარკვევის დღეა. შემოქმედებითმა აღმაფრენამ შეიძლება თქვენი ცხოვრება ძირეულად შეცვალოს და სრულიად ახალ სიმაღლეზე აგიყვანოთ. ახლობლებისა და ნათესავებისგან დახმარებას ნუ ელით და ყველაფერი თავად აკეთეთ. ნებისმიერ საქმეში თანმიმდევრულობა და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.


 

საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...
საკნატუნო ამბები

პროდუქტები, რომლებიც შაკიკს დაგავიწყებთ

თავის ტკივილებში შაკიკი პირველ ადგილზეა და ის პლანეტის ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი მისი წარმოქმნის მიზეზები.
საკნატუნო ამბები

(+18) პორნოგრაფიის ელემენტები, პროვოკაციული სიუჟეტი და შიშველი სხეული

ჯონათან ლედერი დარწმუნებულია, რომ ფოტო პროვოკაციული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოსაწყენი იქნება.
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 მსახიობი, რომლებიც პირდაპირ გადაღებებზე შეცვალეს

ფილმის წარმატება თუ ჩავარდნა ბევრწილად მსახიობის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული, ქასტინგის შეცდომა კი ზოგჯერ პირდაპირ გადაღებებზე იჩენს ხოლმე თავს...
ამბები

„როცა ახალი ხარ, ამ კომპანიაში ყველა გვერდით გიდგას, რომ საქმე საუკეთესოდ გამოგივიდეს“

ანა კუპატაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში  2017 წელს, დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. თუ რას საქმიანობდა მანამდე და რა გზა გაიარა კომპანიაში, ამას თავად მოგვიყვება.
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ ატარებენ ბავშვები თავისუფალ დროს

გაიცანით: ალექსანდრე კონცელიძე, ნიკუშა ჩხეტიანი, დავით პეტრიაშვილი, ლევან კოხოძე, ლუკა დათებაშვილი, ლაშა აბდუშელიშვილი და ნინუცა დათებაშვილი.
კულინარია

ყველის წვნიანი ბარდით

თუ ტრადიციული წვნიანები მოგბეზრდათ, დააგემოვნეთ ეს სიახლე - ყველის სუპი ბარდითა და ლაფშათი მთელ ოჯახს დაანაყრებს და არც ძვირი დაგიჯდებათ.
საკნატუნო ამბები

გამოიცნობთ, რომელი სექსპოზაა ყველაზე პოპულარული?

ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია აქვს, მაგრამ საინტერესოა, მოქმედებს თუ არა ეს წესი საწოლში?   
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი ძლიერ ქალებსა და მათ წარმატებულ ქმრებზე

გავრცელებული გამოთქმის - „ყველა წარმატებული კაცის უკან ძლიერი ქალი დგას“ - დასტურს არამხოლოდ კინოში, ცხოვრებაშიც ხშირად შეხვდებით...