6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

5 თებერვალი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სახიფათო დღეა. გაითვალისწინეთ, რომ უკონტროლო ემოციებმა შეიძლება კონფლიქტი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიონ. ამ დღეს მკითხაობა და მაგიასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები კატეგორიულად აკრძალულია.


კურო
ამ დღეს ოჯახური პრობლემები პირველ ადგილზეა და თქვენგან გარკვეულ ფულის ხარჯვას მოითხოვს. შესაძლოა, ძველი პრობლემების მოგვარებამ ბევრი დრო და ენერგია წაგართვათ. დღის მეორე ნახევარში საქმესთან დაკავშირებული ფუსფუსი და ფორიაქი ნერვულ აშლილობამდე მიგიყვანთ.


ტყუპები
დღის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება. ოჯახი და ოჯახური პრობლემები ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია და თქვენგან გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. მშვენიერი შანსი გაქვთ, რომ არაკეთილმოსურნეებისგან გათავისუფლდეთ. გახსოვდეთ, სულიერი და ზნეობრივი განწმენდა ძალიან მნიშვნელოვანია.


კირჩხიბი
ამ დღეს პირად ცხოვრებაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. შესაძლოა, ყოველდღიური საქმეებისგან გადაიღალოთ. მეგობრების ვიზიტი და მოულოდნელი სიურპრიზი საშუალებას მოგცემთ, ცოტა განიტვირთოთ და გამხიარულდეთ.


ლომი
გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტმა ემოციებმა შეიძლება ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტი ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. გამორიცხული არაა, რომ მოვლენების ნეგატიურად განვითარებამ სიფრთხილე დაგაკარგვინოთ. ერიდეთ თხის რქასა და მერწყულთან ურთიერთობას.


ქალწული
რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. თქვენი წარმატება მთლიანად  იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებთ სიტუაციის შესაბამისად მოქმედების ტაქტიკის შეცვლას. მზად იყავით მეგობრებთან ან ახლობელ ადამიანებთან სერიოზული პრობლემებისთვის. ერიდეთ სასიყვარულო ურთიერთობებს, რადგან იმედგაცრუება და სიცრუე გელით. ოჯახური პრობლემები თქვენგან ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს.


სასწორი
დღის პირველ ნახევარში რაღაც გაუგებრობა გელით, რომელიც თქვენი გაღიზიანებით იქნება გამოწვეული. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი ტაქტი და ყურადღება გამოიჩინოთ, თორემ პირად ცხოვრებაში ნეგატიური პროცესები გელით. ეცადეთ, კარგად გააანალიზოთ წარსული, რომელშიც თქვენი ყველა ამჟამინდელი პრობლემისა და უკმაყოფილების მიზეზი იმალება.


მორიელი
აქტიური დღეა, რომელიც გაიძულებთ, თავაუღებლად იმუშაოთ. შეგიძლიათ, თამამად მიმართოთ უფროსს თხოვნით და წინადადებით, რადგან ამჟამად ამისთვის ხელსაყრელი დღეა. თქვენი წარმატების მთავარი პირობა მაღალ პროფესიონალიზმში მდგომარეობს. შესაძლოა, ძველმა დაავადებამ თავი შეგახსენოთ, რომელსაც ადრე სათანადოდ არ უმკურნალეთ.


მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში იმედგაცრუება გელით. მოსალოდნელია არასასიამოვნო შეტყობინება, რომელიც პარტნიორების უწესო ქმედებას ან შეუსრულებელ დაპირებას უკავშირდება. ეცადეთ, თქვენი მომხიბვლელობა თქვენივე ინტერესებისთვის გამოიყენოთ და შესაძლოა, ამ დღის ნეგატიური ტენდენცია შეცვალოთ. ხელსაყრელი დღეა უფროსთან ან სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობებისთვის, თუმცა საკუთარი გეგმების შესახებ წინასწარ არავის უამბოთ.


თხის რქა
რთული და წინააღმდეგობრივი დღე გელით. მეგობრებთან შეხვედრა შესაძლოა, გაუგებრობისა და უკმაყოფილების მიზეზი გახდეს. თქვენი წარმატება მხოლოდ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეგიძლიათ რთულ სიტუაციაში თავის მართვა და სიტუაციის შესაბამისად მოქმედების ტაქტიკის შეცვლა.


მერწყული
წინააღმდეგობრივი დღეა. არასტაბილური ფონის გამო, გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავოთ. წარმატება ისევე მოსალოდნელია, როგორც წარუმატებლობა. გამორიცხული არაა, რომ არაკეთილმოსურნეთა ჭორებისა და მაქინაციებისა გამო უსიამოვნება შეგემთხვათ. ერიდეთ კოლექტიურ საქმიანობას.


თევზები
წარსულის შეფასებისა და დასკვნების გამოტანის დღეა. თქვენი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდება, შეცდომები კი ძვირად დაგიჯდებათ. გახსოვდეთ, დაწყებული საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. დღის მეორე ნახევარში გადაღლა გელით.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?