13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 თებერვალი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
მომატებული სასიცოცხლო პოტენციალი თქვენს შრომისუნარიანობაზე სასიკეთოდ აისახება, თუმცა ვარსკვლავების ნეგატიურმა განლაგებამ შეიძლება წვრილმანი გაუგებრობები გამოიწვიოს. ეცადეთ, დღის განრიგი წინასწარ შეადგინოთ.  


კურო
დღის პირველ ნახევარში დარდი და იმედგაცრუება გელით. მოსალოდნელია უსიამოვნო შეტყობინება, რომელიც პარტნიორის არაკეთილსინდისიერებას უკავშირდება. გამორიცხული არაა ბავშვებთან ან ნათესავებთან კონფლიქტი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გადაუჭრელი პრობლემებისა და მოვალეობებისგან გაქცევა გსურთ, სამაგიეროდ სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატება გელით.


ტყუპები
მშვიდი და ჰარმონიული დღეა. ეცადეთ, მომხიბვლელობა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოთ - შესაძლოა, ერთდროულად ბევრი პრობლემის მოგვარება მოგიწიოთ. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ უფროსს ან სახელმწიფო ორგანოებს მიმართოთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. გაითვალისწინეთ, რომ ერთი გაუფრთხილებელი სიტყვა შეიძლება უამრავი პრობლემის მიზეზი გახდეს.  


კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. ნურაფერზე ინერვიულებთ, თქვენი ყველა თავგადასავალი მშვიდობიანად დასრულდება. ამ დღეს სხვების დახმარების იმედი ნუ გექნებათ, ყველაფერს თავად უნდა გაუმკლავდეთ. ინტიმურ ცხოვრებაში ყველაფერი მშვენივრად იქნება.


ლომი
მომატებული სასიცოცხლო პოტენციალი სასიკეთოდ აისახება თქვენს პირად ცხოვრებაზე. ახალ, საინტერესო ნაცნობობას მოზღვავებული ენერგიით შეხვდებით.


ქალწული
ამ დღეს საკუთარ ნიჭსა და უნარებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში გამოავლენთ. შესანიშნავი დღეა მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. ახალი იდეების წყალობით თქვენს წინაშე ახალი შესაძლებლობები და მოღვაწეობის ახალი სფეროები გადაიშლება. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები გელით. ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.


სასწორი
კრიტიკული დღეა. გირჩევთ პარტნიორებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით მათი გაღიზიანება არ გამოიწვიოთ. მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. წინდახედულება გამოიჩინეთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.


მორიელი
ცვლილებების, განახლებისა და ინფორმაციის მიღების დღეა. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ კოლეგებისა და პარტნიორების საქმიან წინადადებებს, თუმცა ბრმადაც არ უნდა ენდოთ. თქვენი გონიერება და წინდახედულობა სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, თქვენი ყველაზე თამამი ოცნება განახორციელოთ.


მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენი ინტუიცია და წინასწარმეტყველების უნარი გაძლიერებულია, თუმცა თავშეკავება გჭირდებათ, რომ ურთიერთობამ პოზიტიური შედეგი მოიტანოს. გრძნობების გამოვლენაში მეტი თავშეკავება და სიმკაცრეც კი გმართებთ. ეს დაგეხმარებათ მოსალოდნელი უსიამოვნებების თავიდან არიდებაში.


თხის რქა
აქტიური შემოქმედებითი დღეა. გამორიცხული არაა, რომ საკუთარი შესაძლებლობების სხვადასხვა დონეზე გამოვლენა შეძლოთ. სასარგებლო იქნება ჯგუფური მუშაობა და მეგობრებთან ურთიერთობა. ახალი იდეების წყალობით დამატებითი შემოსავლის შანსი გაჩნდება. ახალი ნაცნობობა თქვენს მომავალ საქმიანობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.


მერწყული
კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია კატასტროფა, უსიამოვნო შემთხვევა და ავადმყოფობა. კარგად გათვალეთ ყოველი ნაბიჯი, რომ ბნელი ძალების გავლენის ქვეშ არ აღმოჩნდეთ. მანქანის მართვის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ. მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან ან ნათესავთან დაკავშირებული პრობლემები.  


თევზები
ხელსაყრელი დღეა ოჯახური ურთიერთობებისთვის, ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. გამორიცხული არაა, რომ ძველი მეგობრები გეწვიონ. სხვადასხვა სახის მოულოდნელობა გელით. ეცადეთ, თავი არ დაკარგოთ.

დღის ჰოროსკოპი

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რამოდენიმე დღის წინ გადაღებულმა ამ ფოტომ ბევრს იმედი ჩაუსახა

გამოუცდელი თვალისთვის ეს, უბრალოდ, ლამაზი ფოტოა, რომელზეც დედა-ვეფხვი თავის ბოკვერებთან ერთად სეირნობს, მაგრამ - მხოლოდ გამოუცდელი თვალისთვის...
დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავძლიოთ ზამთრის №1 გამოწვევა - თმის გამოშრობა?

ალბათ, ბევრისთვის არ არის უცხო ზამთარში, თითქოს, დამუხტული, უფორმოდ აფუებული და გამომშრალი თმა. ეს ტენიანობის ნაკლებობის ბრალია. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ზამთარშიც შევინარჩუნოთ მბზინვარე თმა.  
ამბები

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20-24 იანვარს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის“ - საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
დღის ჰოროსკოპი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

8 პროდუქტი, რომელიც გაცილებით კალორიულია, ვიდრე გგონიათ

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოველთვის არ ნიშნავს დაბალკალორიულს. შესაძლოა, კალორიულობით ცოტა „საშიში“ აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი ხილი ან ზოგიერთი დიეტური პროდუქტიც კი, რომელიც საღებავებს და გემოს გამაძლიერებლებს შეიცავს...
დღის ჰოროსკოპი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

 რობერტ ბერნსის სახელობის მე-11 საქველმოქმედო გალა საღამო

2020  წლის 1-ელ თებერვალს  სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ რობერტ ბერნსის სახელობის საქველმოქმედო გალა საღამო უკვე მე-11 ჯერ გაიმართება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავხსნათ ლუდის ბოთლი გაზეთით?

სანამ ბუნებაში კიდევ არსებობს გემრიელი ლუდი, რომლის სახურავიც ხელის მარტივი მოძრაობით, ანუ საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით არ იხსნება, ეს რჩევაც აქტუალური იქნება.
დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?