15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 თებერვალი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ამ დღეს საკუთარი ავტორიტეტის, ცხოვრებისეული პოზიციებისა და შეხედულებების აქტიურად დაცვა მოგიწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია თქვენს საზიანოდ შეიცვლება. ქალები ახალ გატაცებასა და პირად ცხოვრებაში სიახლეებს უნდა ელოდონ. მამაკაცებს ბედის უეცარი შემობრუნება ან პროფესიულ საქმიანობაში წინააღმდეგობები ელით, რაც გეგმების კორექტირებას და გარშემომყოფებთან ურთიერთობის გადახედვას გამოიწვევს.


კურო
ნეგატიური დღეა. გირჩევთ, ნებისმიერ სიტუაციაში მაქსიმალური თავშეკავება და მოთმინება გამოიჩინოთ.


ტყუპები
შესაძლოა, ადამიანებმა, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, ახალ შესაძლებლობებზე აგიხილოთ თვალი ან მოღვაწეობის ახალ სფეროში საქმიანობა შემოგთავაზონ. პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ - უმჯობესია, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოთ, რადგან თქვენს გადაწყვეტილებას შეიძლება მოულოდნელი შედეგი მოჰყვეს.


კირჩხიბი
ნეგატიური დღეა. ეცადეთ, არაფერზე გაბრაზდეთ და გაღიზიანდეთ. თავი ხელში აიყვანეთ, რადგან საქმე თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. გირჩევთ, აუზზე საცურაოდ გაემართოთ - წყალი ერთდროულად დაგამშვიდებთ და გაგამხნევებთ. თქვენს ორგანიზმს ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება.


ლომი
შესაძლოა, ამ დღეს საკუთარი ავტორიტეტის აქტიურად დაცვა მოგიწიოთ. ვნებების სიმძაფრემ შეიძლება მოვლენები თქვენს საწინააღმდეგოდ შეცვალოს. ნუ იქნებით მეტისმეტად ამაყი და ქედმაღალი - ეცადეთ, სხვა საქმე აკეთოთ და სიტუაცია თავისთავად მოგვარდება.


ქალწული
დაძაბული დღეა, რომელსაც როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შედეგები ახლავს. გამორიცხული არაა ბედის უეცარი შემობრუნება, რაც გეგმებში კორექტივების შეტანასა და ურთიერთობების გადახედვას მოითხოვს. უცხო ადამიანების გავლენამ შეიძლება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე დამღუპველი ზეგავლენა მოახდინოს. მოღვაწეობის ახალი სფეროების ძიება სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. პროვოკაციებისა და თავგადასავლების დღეა. ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მოულოდნელი შედეგები მოგიტანოთ.


სასწორი
კრიტიკული დღეა. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზაზე გადასვლისას, ერიდეთ ტრავმებსა და მოწამვლას. თუ ამ დღეს ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ, დაავადება მძიმე და ხანგრძლივი იქნება. დიდია ღალატის, ილუზიებისა და მოტყუების შანსი. ამ დღეს კატეგორიულად დაუშვებელია თმისა და ფრჩხილების შეჭრა, ოპერაციის გაკეთება და ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებული ყურადღება ბავშვების ჯანმრთელობას მიაქციეთ.


მორიელი
დაძაბული კვირის ბოლო დღეები საკუთარ თავს, ოჯახსა და ბავშვებს დაუთმეთ. ბავშვებთან ურთიერთობით ისინიც და თქვენც კმაყოფილი დარჩებით. გირჩევთ, დროებით დაივიწყოთ პროფესიული პრობლემების შესახებ.


მშვილდოსანი
შესაძლოა, ამ დღეს მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გსურთ, თუმცა ვერაფერს შეცვლით.  სავარაუდოდ, ახალი ადამიანები ან ახალი იდეები თქვენს წინაშე ახალ შესაძლებლობებს გადაშლის. გამორიცხული არაა, რომ მოღვაწეობის ახალი სფერო შემოგთავაზონ. ნუ აჩქარდებით - დღეს რადიკალური ცვლილებებისთვის შეუფერებელი დღეა.


თხის რქა
დაძაბული დღეა, რომელსაც როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური ტენდენციები ახლავს. ქალებს ნაცნობობა ელით, რომელიც შეიძლება სასიყვარულო რომანის დასაწყისი გახდეს, თუმცა დომინირების სურვილი და არასერიოზულობა იმედგაცრუებამდე მიგიყვანთ.


მერწყული
ამ დღეს გარედან ნეგატიური ტენდენცია ძლიერდება. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები: ნერვიული აშლილობა ან მსუბუქი ტრავმა. მოსალოდნელია მსუბუქი დაღლილობა ან თავის ტკივილი. ერიდეთ ცეცხლსა და ხალხმრავალ ადგილებს. უარი თქვით მძიმე საკვებზე და სპირტიან სასმელებზე.


თევზები
ხელსაყრელი დღეა შეძენის, ლატარიასა და გათამაშებებში მონაწილეობისთვის. ახალგაზრდებს შეუძლიათ გარისკონ და სრულიად ახალი საქმე წამოიწყონ. უფროსი თქვენს სერიოზულობას, დისციპლინირებულობასა და შრომისმოყვარეობას ღირსეულად დააფასებს. დღის მეორე ნახევარი ბავშვებსა და უფროს ნათესავებს დაუთმეთ.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?