16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 თებერვალი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ნეგატიური დღეა და საკმაოდ დაძაბულად ჩაივლის. მოჭარბებულმა ემოციებმა შესაძლოა, პარტნიორთან კონფლიქტი და ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს. ბავშვებთან ურთიერთობისას ეცადეთ, ტონს არ აუწიოთ. ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის ძალით დამტკიცებას. დომინირების სურვილმა შეიძლება ოჯახური ურთიერთობების გაუარესება გამოიწვიოს.


კურო
დღის პირველ ნახევარში თქვენს მოთმინებას გამოცდა ელის. თუ ამ გამოცდას გაუძელით, წარსული ობიექტურად შეაფასეთ და მომავალი მოქმედებები დაგეგმეთ, ოჯახში სიმშვიდე დაისადგურებს. ბოლოს და ბოლოს, ჩანაფიქრის განხორციელება სხვა მეთოდებით და სხვა ადამიანებთან ერთად შეიძლება.


ტყუპები
ეს დღე პარტნიორულ ურთიერთობებში ტყუილსა და ღალატს, ბავშვებთან და ნათესავებთან კონფლიქტსა და ჯანმრთელობის გაუარესებას უკავშირდება. თუ ამ დღეს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ავადმყოფობა ხანგრძლივი და მძიმე იქნება. მოსალოდნელია გართულებები. თავს გაუფრთხილდით. პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია სირთულეები. მინიმუმამდე შეამცირეთ უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობა და ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, რომელიც წარუმატებლობისთვის არის განწირული.


კირჩხიბი
გირჩევთ, ამ დღეს ცხოვრებისეული პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ავადმყოფობა ხანგრძლივი და მძიმე იქნება. მოსალოდნელია გართულებები. თავს გაუფრთხილდით და თბილად ჩაიცვით. თავის ტკივილები იმდენად აუტანელი იქნება, რომ მუშაობას ვერ შეძლებთ.


ლომი
პოზიტიური დღეა, რომელიც მშვიდად ჩაივლის. სავარაუდოდ, წარმატების მისაღწევად თქვენი მომხიბვლელობის სრულად გამოვლენა მოგიწევთ.


ქალწული
ეს დღე იმედგაცრუებას, პარტნიორულ ურთიერთობებში ღალატს, ბავშვებთან და ნათესავებთან კონფლიქტს უკავშირდება. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ნებისმიერი დაავადება, რომელიც ამ დღეს დაიწყება, რთული და ხანგრძლივი იქნება. მოერიდეთ თმის შეჭრას და სარკეში ყურებას.


სასწორი
ხასიათის მკვეთრი ცვლილება, თავის მოტყუება და გაუმართლებელი თავდაჯერებულობა გელით. ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებაც კი გაგიჭირდებათ. ახლა ყველაზე მეტად მატერიალური რესურსების ფხიზელი გათვლა გჭირდებათ. ერიდეთ გარიგებებსა და ხელშეკრულებების გაფორმებას და თავი შორს დაიჭირეთ სასამართლოსგან.


მორიელი
ხელსაყრელი დღეა სიყვარულის, ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ურთიერთობა უფროს ნათესავებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან. მეუღლეებს შორის ურთიერთობა გაცილებით ნაზი და დახვეწილი გახდება. მარტოხელა მორიელებმა შეიძლება პლანეტების კეთილგანწყობით ისარგებლონ და ცხოვრების მეგზური იპოვონ.


მშვილდოსანი
ნეგატიური დღეა, რომელიც პარტნიორულ ურთიერთობებში ღალატს, ბავშვებთან და ნათესავებთან კონფლიქტსა და ჯანმრთელობის გაუარესებას უკავშირდება. ნუ დაგეგმავთ შეხვედრებს უფროსობასთან და გავლენიან მფარველთან, თორემ შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. კამათსა და დებატებს უნდა მოერიდოთ, რადგან ურთიერთგაგება მინიმალურია. ხოლო პარტნიორის არაპროგნოზირებადი ქცევა შეიძლება თქვენს საზოგადოებრივ ან მატერიალურ მდგომარეობაზე ცუდად აისახოს. თუ ავად გახდით, ავადმყოფობა მძიმე და ხანგრძლივი იქნება. მოსალოდნელია გართულებები.


თხის რქა
ეს დღე გაცრუებულ იმედებსა და პარტნიორების მხრიდან უწესო მოქმედებებს უკავშირდება. გარეშე პირთა გავლენა შეიძლება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე არასახარბიელოდ აისახოს. ნებისმიერმა ქმედებამ შეიძლება მოულოდნელი შედეგები მოიტანოს.


მერწყული
ამ დღეს გაძლიერდება ინტუიცია და მომავლის წინასწარმეტყველების უნარი. ეცადეთ, მეტი წინდახედულება გამოიჩინოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოთ.


თევზები
ეს დღე პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სიახლეებითა და მოვლენებითაა სავსე. სასურველია შემოქმედებითი შეხვედრები და გამოცდილების გაცვლა. დაძაბული მუშაობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ოჯახის წევრებს სურთ, მათთან მეტი დრო გაატაროთ, ამიტომ დღის მეორე ნახევარი აქტიურ ოჯახურ დასვენებას უნდა მიუძღვნათ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?