19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 თებერვალი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ამ დღეს იზრდება თქვენი ინტუიცია, სექსუალური პოტენცია და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი. იმპულსურმა გადაწყვეტილებამ, მკვეთრმა გამონათქვამებმა ან მოულოდნელმა ამბავმა შეიძლება სასიყვარულო საქმეებში ხელი შეგიშალოთ. მოსალოდნელია ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები.


კურო
ამ დღეს მოსალოდნელია სირთულეები პროფესიულ საქმიანობაში ან ოჯახურ ურთიერთობებში. ნუ ეცდებით საკუთარი მოვალეობები სხვებს გადააბაროთ. გირჩევთ კრიზისულ სიტუაციებში პრობლემის მოგვარების არასტანდარტული გზა მონახოთ. ეცადეთ, ცხოვრებისეული სირთულეები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. თუ ამ დღეს ავად გახდით, დაავადება მძიმე და ხანგრძლივი იქნება. დღის მეორე ნახევარში შეიძლება თავის ტკივილმა შეგაწუხოთ.


ტყუპები
ჭეშმარიტი გრძნობების, მიზნებისა და გეგმების გამოცდის დღეა. ეცადეთ, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავოთ. გახსოვდეთ, თქვენი ნებისმიერი მოქმედება შეიძლება თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდეს. ამ დღეს ახალი საქმის დაწყება არ ღირს - შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ.


კირჩხიბი
ამ დღეს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი იკლებს. თუ მგრძნობიარე ადამიანი ხართ, შეიძლება დეპრესიაშიც კი ჩავარდეთ. სტუმრებს სახლის კარი ფართოდ გაუღეთ და ახლობელი ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე იზრუნეთ.


ლომი
დღის პირველ ნახევარში საქმიან შეხვედრას ან სასიყვარულო პაემანს ნუ დანიშნავთ - შეთანხმების მიღწევა გაგიჭირდებათ. მოსალოდნელია ცხარე კამათი პრინციპულ საკითხებზე. ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის მეორე ნახევარში გადაიტანეთ, როცა დღის ნეგატიური ტენდენციები შემცირებისკენ წავა.


ქალწული
კარგად გააზრებული გეგმის წყალობით წარმატებას მიაღწევთ. იზრდება თქვენი სასიცოცხლო და სექსუალური პოტენცია, ძლიერდება ინტუიცია. შესაძლოა, მოულოდნელმა წინააღმდეგობამ მიზნისკენ მიმავალი გზა გაგირთულოთ. ეძებეთ საკუთარი პოზიციების გამტკიცების გზები და ინიციატივა გამოიჩინეთ.


სასწორი
წინა დღეებში შემუშავებული სწორი ტაქტიკის წყალობით ახალი საქმის დაწყებისთვის მშვენიერი პირობები შეიქმნება. ეს განსაკუთრებით შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს ეხებათ. მოსალოდნელია მცირეოდენი შემოსავალი ან მომგებიანი შენაძენი. ახალი ნაცნობობა და მსუბუქი ფლირტი შესაძლოა, სერიოზულ ურთიერთობად იქცეს.


მორიელი
კრიტიკული დღეა. უამრავი მოულოდნელობა გელით, ამიტომ ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ. მოვლენების სასიკეთოდ განვითარების შემთხვევაში პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები გელით.


მშვილდოსანი
კრიტიკული დღეა, რომელიც თქვენს გამძლეობას გამოცდის. ნებისმიერი საქმე თქვენგან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე სხვა დროს. პოზიციების გამტკიცებას მხოლოდ არასტანდარტული მიდგომით და სწრაფი რეაქციით შეძლებთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ღალატი ან პარტნიორის მიმართ ინტერესის გაქრობა. ნუ დაღონდებით. წინ ახალი შეხვედრებია, თუმცა მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები შეიძლება თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდეს.


თხის რქა
საქმის მიმართ არასტანდარტული მიდგომა წარმატების გარანტია გახდება. მოსალოდნელია სასიყვარულო თავგადასავალი ან სასიხარულო შეხვედრა. ხელსაყრელი დღეა შოპინგისა და სახლის რემონტისთვის.


მერწყული
ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის, უძრავი ქონების შეძენისა და ქორწინებისთვის. დღის პირველ ნახევარში დაბნეულობა და საკუთარ ძალებში დაეჭვება წვრილმან გაუგებრობებს გამოიწვევს, თუმცა შემდეგ ძალებს მოიკრებთ და საკუთარი გეგმების განხორციელებას შეუდგებით.


თევზები
ნეგატიური დღეა. მუშაობა გიჭირთ და საშინელ განწყობაზე ხართ. ხანდაზმულ თევზებს ვურჩევთ, პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანონ. მოსალოდნელია ინფექციური დაავადება, რომელიც ხანგრძლივი და რთული იქნება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ეცადეთ, თბილად ჩაიცვათ.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?