16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 მარტი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში ნებისმიერი საქმე დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ამისგან სარგებელს ვერ მიიღებთ. წარმატებული იქნება საქმიან პარტნიორთან თანამშრომლობა, შეხვედრა და პაემანი. დღის მეორე ნახევარში გადაუჭრელი პრობლემები და პარტნიორებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. ყურადღება მიაქციეთ უძრავ ქონებას - მოსალოდნელია ხანძარი ან ძარცვა. უკეთეს შემთხვევაში საყოფაცხოვრებო პრობლემები.


კურო
შესანიშნავი დღეა სეირნობისა და მოგზაურობისთვის. პროფესიულ საქმიანობაში ნაკლები იაქტიურეთ. იღბალმა შეიძლება ნებისმიერ წუთს გაქციოთ ზურგი, ამიტომ უმჯობესია, დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ნერვიულობა და სტრესი. ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ. ერიდეთ სხვების განსჯასა და მკვეთრ გამოთქმებს, რადგან მერე ბევრს ინანებთ. სხვების დახმარებას არ უნდა ელოდოთ. ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ.


ტყუპები
მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები. ხელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისა და მხიარულებისთვის. დღის პირველ ნახევარში თქვენი ენერგიულობა გარშემომყოფებს ოპტიმიზმს მოჰგვრის. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას: მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ტრავმა და უბედური შემთხვევა. ეცადეთ, ეს დღე სახლში, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.


კირჩხიბი
ეს დღე მიზნის მიღწევასა და საკუთარ თავზე გამარჯვებას განასახიერებს. ასე თუ ისე, ყველა საქმე ფინანსებს უკავშირდება: ვალის აღება ან გაცემა, შემოსავლის წყაროების ძებნა ან ახლობელი ადამიანების ფინანსური დახმარება გელით. ყველა შეხვედრა გააუქმეთ და ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში კარგად დაისვენოთ. საღამო სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარეთ.


ლომი
ამ დღეს ნებისმიერი საქმე თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. საქმიან პარტნიორებთან და უფროსთან ურთიერთობა წარუმატებელი იქნება. სამწუხაროდ, ეს დღე გადაუჭრელი პრობლემების ნიშნით ჩაივლის.


ქალწული
დასვენებისა და ახალი ენერგიის წყაროების მოძიების დღეა, რომელიც ერთობლივი ღონისძიებებისა და კოლექტიური დასვენებისთვის ხელსაყრელი იქნება. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ - შეუდექით სააგარაკე ნაკვეთის დამუშავებასა და კეთილმოწყობას, ისეირნეთ ტყეში ან პარკში. საღამოს მოსალოდნელია კონფლიქტი მეუღლესთან ან შვილებთან.


სასწორი
უკიდურესად ნეგატიური დღეა. ერთგვარი ქაოსი და გაურკვევლობა თქვენგან ყურადღების კონცენტრაციასა და მაქსიმალურ პასუხისმგებლობას მოითხოვს. სასიცოცხლო პოტენციალი ძველებურად დაბალია. მოსალოდნელია კონფლიქტი გარშემომყოფებთან. გირჩევთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და უსარგებლო კონტაქტებზე უარი თქვათ.


მორიელი
ამ დღეს მშვიდობა და სულიერი წონასწორობა მოაქვს. ეცადეთ, დღე წყლისპირას გაატაროთ. სულ ერთია ზღვა იქნება, მდინარე, ნაკადული თუ თქვენივე აბაზანა, აუცილებლად შვებას იგრძნობთ. ნუ გაუშვებთ ხელიდან ახალი ნაცნობების შეძენის შანსს. აღადგინეთ ბავშვებთან ურთიერთობა.


მშვილდოსანი
შესანიშნავი დღეა მეგობრებთან ურთიერთობისთვის, სტუმრების მიღებისთვის, გართობისა და მხიარულებისთვის. ფინანსებთან სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ, რადგან მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯი ან დანაკარგი. საღამოს შეიძლება ოჯახში მშობლებსა და შვილებს შორის ვითარება დაიძაბოს.


თხის რქა
დასვენებისა და ენერგიის ახალი წყაროების მოძიების დღეა. ყურადღება გამოიჩინეთ შოპინგის დროს - მოსალოდნელია მოტყუება ან ფულის ფუჭი ხარჯვა. თავი შეიკავეთ ბაზარში წასვლისგან, ხორციანი კერძებისა და სპირტიანი სასმელების მირთმევისგან, რადგან გამორიცხული არაა, მოიწამლოთ. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ.


მერწყული
ხელსაყრელი დღეა თვითრეალიზაციისთვის, შემოქმედებითი პოტენციალისა და შესაძლებლობების გამოვლენისთვის. მნიშვნელოვანი შეტყობინება გაიძულებთ, სადღაც გაემგზავროთ. მოსალოდნელია საინტერესო ადამიანთან შეხვედრა და ახალი გატაცება.


თევზები
ეს დღე სიყვარულსა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას უნდა მიუძღვნათ. ეცადეთ, ყველა დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. საყვარელი საქმე ან გატაცება დიდ სიამოვნებას მოგიტანთ. წინ გელით საინტერესო ადამიანთან შეხვედრა და ჰარმონიული ურთიერთობები. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და აქტიური დასვენებისთვის.


 

დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?