25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 მარტი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
მოსალოდნელია ფინანსური წარმატება, რომელიც მოგებასთან იქნება დაკავშირებული. მამაკაცებს საინტერესო ნაცნობობა ან რომანტიკული შეხვედრა ელით. კარგი იქნება, თუ ქალები ნაკლებ პრინციპულობას გამოიჩენენ, რადგან შესაძლოა, პარტნიორი გაანაწყენონ.


კურო
გირჩევთ, წარსულის შეცდომები კარგად გაიაზროთ და მომავლის გეგმები დასახოთ. დაუსრულებელმა საქმეებმა შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ და თქვენგან განსაკუთრებული ძალისხმევა და ფულადი სახსრები მოითხოვოს. ხელსაყრელი დღეა სიყვარულისა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის. დღის მეორე ნახევარში თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი და ინტუიცია გაძლიერდება.


ტყუპები
სავარაუდოდ, სამსახურში დაწინაურება გელით, მაგრამ მანამდე შეფის მნიშვნელოვანი დავალების შესრულება მოგიწევთ. გირჩევთ, მხოლოდ იმ საქმეს შეეჭიდოთ, რომელშიც კარგად ერკვევით. ერიდეთ ექსპერიმენტებს და მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ. ნუ ეცდებით დომინირებას, თორემ შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.


კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და შემოქმედებითი გეგმების განხორციელებისთვის. შესაძლოა, საყვარელ საქმესა და ოჯახურ მოვალეობებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. თქვენი თავშეუკავებლობის გამო შესაძლოა, გაუგებრობაში აღმოჩნდეთ.


ლომი
ხელსაყრელი დღეა პერსპექტიული დაგეგმვისა და სიტუაციის შეფასებისთვის. იდეა, რომელზეც ბოლო დროს გამუდმებით ფიქრობთ, სწრაფ და მნიშვნელოვან შედეგს მოგიტანთ. მიზნის მიღწევაში თქვენი ორგანიზატორული შესაძლებლობები დაგეხმარებათ.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობის, ახალი ნაცნობობის, საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისთვის. მოსალოდნელია გავლენიანი ადამიანების გამოჩენა, რომლებიც პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან. ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. ნებისმიერ საქმეს იმაზე სწრაფად გაუმკლავდებით, ვიდრე სხვა დროს გაუმკლავდებოდით.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენების, ფიზიკური ვარჯიშისა და სუფთა ჰაერზე მუშაობისთვის. დროებით დაივიწყეთ პროფესიული პრობლემებისა და ძველი საქმეების შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა პრეტენზიულობამ შეიძლება გარშემომყოფებთან ურთიერთობაში პრობლემები შეგიქმნათ. დღის მეორე ნახევარში ოჯახში მოსალოდნელია უსიამოვნებები.


მორიელი
ეს დღე უფრო შესაფერისია ინდივიდუალური, ვიდრე კოლექტიური მუშაობისთვის. ნუ იქნებით სხვების დახმარების იმედად. ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი თავად უნდა გაუმკლავდეთ. სასურველია, საღამო მარტოობაში გაატაროთ. საყვარელი საქმე დაგამშვიდებთ და სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.


მშვილდოსანი
რთული დღეა, რომელიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ექსპერიმენტებს ერიდოთ და მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ. შესაძლოა, ქალებს მოუწიოთ არჩევანის გაკეთება რომანტიკულ გატაცებასა და ოჯახურ მოვალეობებს შორის. მამაკაცებს მორიგი მოგზაურობა ელით.


თხის რქა
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მომატებულია. გამორიცხული არაა, რომ თქვენს ცხოვრებაში გავლენიანი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებიან. წარმატება გელით საქმეში, რომელიც ინდივიდუალურ მუშაობას მოითხოვს.


მერწყული
სიყვარულისა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის დღეა. ვარსკვლავების განლაგება წარმატებას გპირდებათ. ადამიანებისგან, რომლებსაც მეგობრებად არ თვლიდით, უდიდეს მხარდაჭერას იგრძნობთ.


თევზები
ეს დღე ადამიანების გაერთიანებას განასახიერებს და ხელსაყრელია ქორწინებისთვის, ბავშვის ჩასახვისთვის, ახალი ნაცნობობისა და მოგზაურობისთვის. მეგობარი ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ და მის ერთგულებაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. მშვიდი, კმაყოფილი და ბედნიერი ხართ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?