27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 მარტი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ვერძ ქალებს დაძაბული დღე ელით. მათი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, ამიტომ მოსალოდნელია სირთულეები ოჯახურ ურთიერთობებში, შეცდომა და გაუგებრობა მუშაობასა და წარუმატებლობა პირად ცხოვრებაში. მამაკაცებს, პირიქით, პლანეტების მფარველობა ელით. გამორიცხული არაა, რომ სასიამოვნო სიურპრიზი, სასიხარულო შეტყობინება ან მოგება მიიღოთ.


კურო
კვირის დასაწყისი წინააღმდეგობრივი ხასიათის იქნება, ამიტომ მოქმედების გეგმა კარგად გათვალეთ. პროფესიულ საქმიანობაში სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და თანამშრომლებთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ. ნუ გექნებათ იმედი, რომ თქვენს რჩევებსა და წინადადებებს გამოხმაურება მოჰყვება.


ტყუპები
რთული და დაძაბული დღეა, ამიტომ მოქმედების გონივრული სტრატეგია  შეიმუშავეთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები, თუმცა დამნაშავე თავად იქნებით. გამორიცხული არაა, რომ ოჯახს თქვენი ყურადღება აკლია, ამიტომ ეცადეთ, ეს სიტუაცია გამოასწოროთ. ხელსაყრელი დროა სპორტისა და უცხო ენების სწავლისთვის. იზრდება სექსუალური პოტენცია და ინტუიცია. თქვენი მომხიბვლელობა და კომუნიკაბელურობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მოხიბლავს.


კირჩხიბი
არაფრით გამორჩეული დღეა. მშვიდად შეასრულეთ საკუთარი მოვალეობები, შეუდექით სახლის კეთილმოწყობას და შეიძინეთ საჭირო ნივთები. თავშეკავება გამოიჩინეთ და ნუ ცდილობთ, რომ სასურველი მყისიერად მიიღოთ.


ლომი
ლომი მამაკაცების სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, ამიტომ მოსალოდნელია პირად ცხოვრებაში სირთულეები. საქმე შეიძლება ურთიერობის გაწყვეტამდეც მივიდეს. ქალებს, პირიქით, პლანეტები მფარველობენ და ნებისმიერ საქმეში წარმატება ელით.


ქალწული
წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც მამაკაცებისთვის განსაკუთრებულად რთული იქნება. მათი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, ამიტომ მოსალოდნელია ურთიერთობებში პრობლემები, გაუგებრობა სამსახურში და დოკუმენტებში. ქალებს სასიყვარულო საქმეებში წარმატება ელით. მათი მომხიბვლელობა უამრავ თაყვანისმცემელს მიიზიდავს.


სასწორი
მძიმე და დაძაბული დღეა.ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანების ავტორიტეტს საფრთხე ემუქრებათ, ამიტომ კარგად უნდა დაგეგმოთ საკუთარი მოქმედებები. თქვენი უპასუხისმგებლობისა და არასერიოზულობის გამო შესაძლოა, ფინანსური მდგომარეობა გაგიუარესდეთ და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა დაგეძაბოთ. ოჯახის წევრებს თქვენი ყურადღება აკლიათ, ამიტომ ეცადეთ, ეს დანაკლისი აანაზღაუროთ.


მორიელი
კრიტიკული დღეა. შესაძლოა, ამ დღეს ინტუიციამ გიმტყუნოთ, ამიტომ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს, როგორიცაა უძრავი ქონების შეძენა, ნუ აჩქარდებით. მატერიალური მდგომარეობა შესაძლოა, გაუარესდეს. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შესაძლოა, შორეული მოგზაურობის ოცნებას დროებით დაემშვიდობოთ.


მშვილდოსანი
ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები და ხელმძღვანელობის მხრიდან კრიტიკული შენიშვნები. თქვენი მომხიბვლელობა და კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ, მოაგვაროთ შექმნილი პრობლემები. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ.


თხის რქა
დაძაბული და წინააღმდეგობრივი დღეა. ქალებს ვარსკვლავების მფარველობის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. თქვენმა პრეტენზიულობამ შესაძლოა, პარტნიორის გაღიზიანება გამოიწვიოს.


მერწყული
ბედი ისევ გამოცდას გიმზადებთ. შესაძლოა, ძველმა საქმეებმა და გადაუჭრელმა პრობლემებმა თავი შეგახსენოთ. სტაბილურ წყვილებშიც კი მოსალოდნელია გაუგებრობა, რაც ფინანსურ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული.


თევზები
აქტიური დღეა, რომელიც შემოქმედებით აღმაფრენას უკავშირდება. შეგიძლიათ, დასახული გეგმების შესრულებას შეუდგეთ. ეცადეთ, მოღვაწეობის სფერო გააფართოოთ და ძველი პრობლემების მოგვარებას შეუდგეთ. ამაში საქმის მიმართ არასტანდარტული დამოკიდებულება, მდიდარი ფანტაზია და წარმოსახვის უნარი დაგეხმარებათ. თუ ცხოვრებას მეტი ოპტიმიზმით შეხედავთ, წარმატება გელით. სავარაუდოდ, შვილები თავიანთი წარმატებებით გაგახარებენ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?