ვერძი
რთული და პრობლემებით სავსე დღეა. არაკეთილმოსურნეთა ინტრიგებმა და მოვლენათა არასასურველმა განვითარებამ შეიძლება დასახული გეგმები ჩაგიშალოთ. მოსალოდნელია ფინანსური ზარალი ან წარუმატებელი შენაძენი.
კურო
უკიდურესად ნეგატიური დღეა. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კვების პროდუქტების ხარისხს. ერიდეთ ხორცსა და ხორცის პროდუქტებს და უპირატესობა მიანიჭეთ რძესა და ხაჭოს. მამაკაცებს ვურჩევთ, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავონ. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ წამოწყებას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. საღამოს მოსალოდნელია ტრავმები ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
ტყუპები
ნეგატიური დღეა. თქვენი ქმედებები ეწინააღმდეგება ზოგადად მიღებულ პრინციპებსა და ნორმებს. დაუფიქრებელი ნათქვამის ან ზედმეტად კატეგორიული ტონის გამო, ჩანაფიქრის განხორციელება გაგიჭირდებათ. გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას. ერიდეთ ხორცის პროდუქტებს და მიირთვით რძის პროდუქტები.
კიჩხიბი
საშიში დღეა. ამჟამად სიტუაციის საღად შეფასება არ შეგიძლიათ, ამიტომ ყველა დაწყებული საქმე სამომავლოდ უნდა გადადოთ. მოსალოდნელია შინაგანი დაძაბულობა, საკუთარი თავით, სამსახურითა და გარემოთი უკმაყოფილება. დიდია ტრავმებისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი.
ლომი
უკიდურესად ნეგატიური დღეა. მიზნის მიღწევის სურვილმა შესაძლოა, აკრძალული მეთოდების გამოყენება გაიძულოთ, რაც უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ავტორიტეტზე და შესაძლოა, სხვა ადამიანებთან კონფლიქტი გამოიწვიოს. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები ან წარუმატებელი შენაძენი. პარტნიორებთან ურთიერთობის სიხარული შეიძლება უსიამოვნო ამბავმა დაჩრდილოს, რომელიც სამომავლო საქმიანობას უკავშირდება.
ქალწული
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ტყუილმა ან არაკეთილმოსურნეთა ცილისწამებამ შეიძლება მიზნისკენ სვლას ხელი შეუშალოს. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები. შესაძლოა, გაუფრთხილებელი ნათქვამის ან არასერიოზული მოქმედების გამო თავდასხმის სამიზნე გახდეთ.
სასწორი
ჯანმრთელობისთვის არასასურველი დღეა. სიმპტომები სერიოზული ავადმყოფობის განვითარებაზე მიანიშნებს. ქალებს პარტნიორებთან უთანხმოება და ნერვული სტრესი ელით. მამაკაცებში არსებობს ტრავმის ან უბედური შემთხვევის რისკი. ერიდეთ რომანტიკულ თავგადასავლებს - შეიძლება არასასურველი შედეგები მოჰყვეს. მამაკაცებს პირად ცხოვრებაში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა ახალი კონტაქტების მოძიებისთვის, გარიგებებისა და ქორწინებისთვის. ვარსკვლავების განლაგება იმდენად ხელსაყრელია, რომ ნებისმიერ საქმეს პირველივე ცდაზე გაართმევთ თავს. უზენაესი ძალების მხარდაჭერას გრძნობთ და ოპტიმიზმით ხართ სავსე.
მშვილდოსანი
არახელსაყრელი დღეა. გამორიცხული არაა, რომ გაუფრთხილებელმა ნათქვამმა ან სამართლიანობის აღდგენის სურვილმა მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები შეგიქმნათ. ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს.
თხის რქა
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ნებისმიერ წუთს შეიძლება იღბალმა ზურგი გაქციოთ. ფრთხილად იყავით, რომელიღაც ახლობელ ადამიანთან მოსალოდნელია კონფლიქტი. ამ დღეს მეგობრებთან შეხვედრა არ უნდა დაგეგმოთ.
მერწყული
საპასუხისმგებლო პერიოდია. ერიდეთ ექსპერიმენტებს და კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ. ეცადეთ, მხოლოდ ის საქმე აკეთოთ, რომელშიც კარგად ერკვევით. შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ ან კონფლიქტის მიზეზი გახდეთ. ქალებო, გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ ექსტრავაგანტურმა ქცევებმა შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ.
თევზები
ეს დღე უფრო ინდივიდუალურ საქმიანობას შეეფერება, ვიდრე კოლექტიურს. შესაძლოა, გაუფრთხილებელი ნათქვამით ახლობელ ადამიანს გული ატკინოთ, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ დღეს მარტოობაში გაატარებთ.