9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

8 აპრილი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
რთული დღეა, რომელიც შეუფერებელია პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისა და საქმეებისთვის, რომლებიც ფულის დაბანდებას მოითხოვენ. პარტნიორთან ან ახლობელ ადამიანთან გადაუჭრელი პრობლემები დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა საქმიანი შეხვედრები უშედეგოდ დასრულდება. ყურადღება გამოიჩინეთ საქმიან ქაღალდებთან და დოკუმენტების გაფორმების დროს.


კურო
ნათესავებთან ან ახლობლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. ეცადეთ, გონივრულად იმოქმედოთ და ემოციების ნაცვლად, ლოგიკით იხელმძღვანელოთ. ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, ოჯახური ურთიერთობებისთვის, გართობისა და სექსისთვის. ქალებს ვურჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციონ. გახსოვდეთ, დასვენება, სეირნობა და დადებითი ემოციები საუკეთესო წამალია.


ტყუპები
მოსალოდნელია პრობლემები ნათესავებთან ან მეგობრებთან. შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან ფულის ან ეჭვიანობის გამო კამათი მოგივიდეთ. თუ თავშეკავებას გამოიჩენთ, ურთიერთობა მალე ჩვეულ ნორმას დაუბრუნდება. კომერციული მგზავრობა და შოპინგი დიდი ფინანსური ზარალით დასრულდება.


კირჩხიბი
მალე საქმე სასურველ შემოსავალს მოგიტანთ, თუმცა ბევრი მუშაობა მოგიწევთ. ყველა მიმართულებით წინსვლაა, შესაძლოა, დიდი ხნის ოცნებაც აგისრულდეთ. თუ ზომიერებასა და ტაქტს გამოიჩენთ, გარშემომყოფთა სიმპათიებს დაიმსახურებთ. ერიდეთ გადაღლას და ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.


ლომი
ამ დღეს ახალი საქმის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. არახელსაყრელი დღეა პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისა და ფინანსების დაბანდებისგან. გადაუჭრელმა პრობლემებმა ან არაკეთილმოსურნეთა ცრუ ბრალდებებმა შესაძლოა, მწყობრიდან გამოგიყვანოთ. ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ.


ქალწული
წინააღმდეგობრივი დღეა. ემოციებით სავსე ხართ და განტვირთვას ვერ ახერხებთ. თუ საშუალება მოგეცათ, ეცადეთ, განმარტოვდეთ. გირჩევთ, საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში გაერკვეთ და მოქმედების სტრატეგია დაგეგმოთ.


სასწორი
არახელსაყრელი დღეა ოჯახური დასვენებისა და ნებისმიერი სახის კონტაქტისთვის. მოსალოდნელია კამათი, გაუგებრობა, წყენა და ტყუილი. ეცადეთ, განმარტოვდეთ. დაუკვირდით საკუთარ სიტყვებს, თორემ შეიძლება არასწორად გაგიგონ.


მორიელი
გამოცდის პერიოდი სრულდება. თქვენმა მოქმედებამ შეიძლება საგრძნობლად პოზიტიური შედეგი მოგიტანოთ. თქვენი გრძნობები უფრო მდიდარი, ფიქრები კი კონკრეტული გახდება. ნებისმიერ წამოწყებაში წარმატება გელით. სასურველია, ეს დღე სუფთა ჰაერზე გაატაროთ.


მშვილდოსანი
ამ დღეს უფრო დაფიქრებულად უნდა იმოქმედოთ. უთანხმოების დროს იმოქმედეთ არა ემოციების, არამედ საღი აზრისა და ლოგიკური არგუმენტების ხარჯზე. წინააღმდეგობებმა შეიძლება თქვენი დაფარული შინაგანი რეზერვი გამოაჩინოს.


თხის რქა
წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია ურთიერთობა ნათესავებთან, რასაც ხანგრძლივი და უსიამოვნო შედეგები მოჰყვება, ამიტომ გირჩევთ,  მათთან საუბრის დროს ზედმეტი გულახდილობისგან თავი შეიკავოთ.


მერწყული
არახელსაყრელი დღეა. გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს თქვენი მოქმედებები წინააღმდეგობაში მოვიდეს საყოველთაოდ მიღებულ წესებთან და ნორმებთან. გაუფრთხილებელი სიტყვებისა და ზედმეტი კატეგორიულობის გამო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები გელით. ყურადღება მიაქციეთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, განსაკუთრებით კვების პროდუქტების ხარისხს.


თევზები
ეს დღე ჰარმონიასა და წონასწორობას განასახიერებს. მშვიდი და ოპტიმიზმით სავსე ხართ. ეცადეთ, ეს დღე აგარაკზე გაატაროთ, სადაც საქმე ყოველთვის მოიძებნება. ნუ დაგეგმავთ გრანდიოზულ პროექტებს, რადგან მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის გაუარესება.


 

დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.