1-ლი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

30 აპრილი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სამსახურის ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან ურთიერთობისთვის. თამამად შეეჭიდეთ ნებისმიერ საქმეს, სარისკოსაც კი, რადგან ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან.


კურო
მძიმე დღეა, რომელსაც იმედგაცრუება, ილუზიები და ავის მომასწავებელი ნიშნები ახლავს - ეცადეთ, სწორად გაიაზროთ. თუ მივლინებაში ან ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლას გეგმავთ, უმჯობესია, მომავალი კვირისთვის გადაიტანოთ. საქმეში, რომელიც ფულის დაბანდებას მოითხოვს, უკიდურესი სიფრთხილე გმართებთ. უმჯობესია, უკეთეს დროს დაელოდოთ.


ტყუპები
ამ დღეს ახლობელ ადამიანებში ან პროფესიულ საქმიანობაში იმედგაცრუება ახლავს. ყურადღება მიაქციეთ ავის მომასწავებელ ნიშნებს და ეცადეთ, სწორად აღიქვათ. ნებისმიერი კომერციული ოპერაცია წარუმატებლად დასრულდება. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგი, გამორიცხული არაა მოტყუება, თუმცა ურთიერთობის გარკვევის დროს ტონს ნუ აიმაღლებთ. ექიმთან ვიზიტი შესაძლოა, ნაკლებად სასიამოვნო აღმოჩნდეს, რადგან დიაგზონი სრულიად მოულოდნელი იქნება.


კირჩხიბი
თუ მივლინებაში წასვლას გეგმავთ, ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გაემგზავროთ. ამჟამად ყველაზე მეტად დასვენება და გარემოს შეცვლა გჭირდებათ. ბიზნესმენებს ვურჩევთ, ინვესტიციების ჩადება უკეთესი დროისთვის გადადონ. სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს კარიერული წინსვლის საშუალება მიეცემათ.


ლომი
ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სამსახურის ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან ურთიერთობისთვის. ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით, თუმცა თავი შეიკავეთ უცნობ ან ნაკლებად სანდო ადამიანებთან საერთო პროექტებში მონაწილეობისგან. გამორიცხული არაა, მოულოდნელი მოგების ან საჩუქრის წყალობით ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. გახსოვდეთ, თქვენი წარმატების არსი თქვენსავე უახლოეს გარემოცვაშია.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სამსახურის ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან ურთიერთობისთვის. თამამად დაიწყეთ ნებისმიერი, თუნდაც სარისკო საქმე, ის აუცილებლად წარმატებით დასრულდება.


სასწორი
მძიმე დღეა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების უკიდურესად დაძაბვა, უარყოფითი ემოციების აფეთქება, კატასტროფები, ცდუნებები და ავადმყოფობები - ეს ყველა უბედურების არასრული ჩამონათვალია. თუ ამ დღის ნეგატიური ტენდენციების შემსუბუქება გსურთ, უკიდურესი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და წინათგრძნობას. თუ უბედურება თავს დაგატყდათ, გახსოვდეთ, რომ ესეც დროებითია და მალე თქვენი ცხოვრება ისევ მშვენიერი გახდება. იმას, რასაც ვერ შეცვლით, უბრალოდ, უნდა შეეგუოთ.


მორიელი
ხელსაყრელი დღე მივლინებებისა და მოგზაურობისთვის. მუშაობის ხასიათზე არ ხართ, რადგან წინა დღეების რომანტიკული განწყობა საქმეზე კონცენტრირებაში ხელს გიშლით. შესაძლოა, ამას წყენა და გაკიცხვა მოჰყვეს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაძაბულია, ამიტომ რაც შეიძლება მეტი მოთმინება და თავშეკავება გმართებთ.


მშვილდოსანი
მძიმე დღეა. ახლობელ ადამიანებსა და პროფესიულ საქმიანობაში იმედგაცრუება გელით.სავარაუდოდ, ნებისმიერი საქმიანი მივლინება და კომერციული ოპერაცია წარუმატებლობისთვისაა განწირული. ყველა საქმეში უდიდესი სიფრთხილე გმართებთ - სავარაუდოდ, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. ექიმთან ვიზიტი უსიამოვნო იქნება, რადგან მოულოდნელი დიაგნოზი გელით.


თხის რქა
ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სამსახურის ხელმძღვანელთან ურთიერთობისთვის. თამამად დაიწყეთ ნებისმიერი საქმე, სარისკოც კი, რადგან ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. ერიდეთ ოფიციალურობას ურთიერთობებში და ბუნებრიობა შეინარჩუნეთ.


მერწყული
ხელსაყრელი დღეა სულიერი განვითარებისთვის, ხელობისა და მეცნიერების შესწავლისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. სასურველია მშვიდი საქმიანობა და განმარტოება. ხმაურიანმა წვეულებამ ან სტუმრების მიღებამ შეიძლება ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს და სულიერი ტკივილი მოგაყენოთ.  


თევზები
შესაძლოა, ამ დღეს თქვენი უნარებითა და აქტიურობით სოლიდური ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესდნენ. შესაძლოა, ახალი თანამდებობა შემოგთავაზონ. დაუფიქრებლად დასთანხმდით, რადგან ამას თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვება. რომანტიკული განწყობა კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირებაში ხელს გიშლით, ამიტომ ეცადეთ, მოვლენები რეალურად აღიქვათ.

ჩვენ გვერდით

მსოფლიოს დეზინფექცია - ფოტორეპორტაჟი

მსოფლიო, კორონავირუსის გამო, უპრეცედენტო სანიტარულ ზომებს იღებს... 
ამბები

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის.
ამბები

„შენ ტირი, ნუ ტირი, მე კარგად ვიქნები, მე მაგარი გოგო ვარო“ - ხშირად ამხნევებს დედას

სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ პატარებს სახელმწიფოს დახმარების იმედიღა აქვთ.
ჩვენ გვერდით

კორონავირუსი და საინფორმაციო ჰიგიენა - ყველაფერს ნუ „გადაპოსტავთ“

პანდემიის შესახებ გავრცელებულ ამბებში სიმართლისა და დეზინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან გართულდა. კორონავირუსის ირგვლივ არსებული ჭარბი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე შეაფასა, როგორც „ინფოდემია“. WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე კი პროფესიონალური სიფრთხილით უდგებიან თითოეულ სიტყვას, რომელიც მთავრდება მარცვალზე „-დემია“ და უმიზეზოდ არასდროს იყენებენ.  
საკნატუნო ამბები

ეგონა, უკვალოდ მოქმედებდა, თუმცა...

წარმოიგინეთ, შედიხართ სამზარუელოში და ხედავთ, რომ თქვენი ძაღლი გაურკვეველ წითელ მასაში ამოსვრილი იატაკზეა გართხმული. საშინელებაა!
დღის ჰოროსკოპი

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს  ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

„ვისოლ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს ახალი სოციალური პროექტის შესახებ, რომელსაც თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს.
ამბები

„ვისოლმა“ საწვავზე ფასები 25-26 თეთრით შეამცირა, „უნიქარდის“ მფლობელებმა კი „ვისოლში“ ყოველდღიურად უკვე 40 თეთრამდე დანაზოგი ნახეს

„ვისოლი“ ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციას და საწვავის ფასებს, ჯამში, დიზელზე - 26 თეთრით, ბენზინზე კი 25 თეთრით ამცირებს“, - ამის შესახებ განცხადებას კომპანია „ვისოლი“ ავრცელებს.
ამბები

#StopCov ფონდში „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 300 000 ლარი გადარიცხა

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ უერთდება ბიზნეს ასოციაციის მიერ წამოწყებულ ბიზნეს სოლიდარობას და „COVID 19"-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება.
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე წინდებით ძილი?

თუკი ძილის პრობლემები გაქვთ, შესაძლოა, ამან გიშველოთ...
დღის ჰოროსკოპი

26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

ნობელის პრემიის ლაურეატის საიმედო პროგნოზი COVID-19-ზე

თქვენ წინაშეა 72 წლის ებრალელი ბიოფიზიკოსი მაიკლ ლევიტი - 2013 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში, აშშ-ს ეროვნული აკადემიის წევრი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი...