17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 მაისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ხელსაყრელი დღეა. ხელოვან ვერძებს მუზა ეწვევათ, თუმცა თვითრეალიზაციისთვის აუცილებელია განმარტოება და უზენაესის მფარველობა. კომერსანტ ვერძებს მიზნის მისაღწევად ძალების ახალ პარტნიორთან გაერთიანება მოუწევთ. სახელმწიფო მოხელეებს ვურჩევთ, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ. ახლობელ ადამიანებთან სრული ურთიერთგაგება გაქვთ.


კურო
ხელსაყრელი დღეა, რომელიც ცოდნის დაუფლებასა და ჭეშმარიტების წვდომას განასახიერებს. მეგობრებთან შეხვედრა გაუგებრობითა და გადაღლილობით დასრულდება. ეცადეთ, დასვენების დღეები ოჯახთან ერთად ბუნებაში გაატაროთ. რომანტიკული შეხვედრა ან ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა შვებასა და სიხარულს მოგგვრით.


ტყუპები
ფიქრისა და ანალიზის დღეა. დღის პირველი ნახევარი შეუფერებელია კომერციული საქმიანობისა და ფინანსური გარიგებებისთვის. მოსალოდნელია ილუზია და ტყუილი. სხვების რჩევებს ნაკლებად ენდეთ - ზედმეტი ნდობა ფინანსურად დაგაზარალებთ. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვასა და რისკს, რაც ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება პარტნიორის დარწმუნების უნარი და გავლენიანი ადამიანების მფარველობა.


კირჩხიბი
თუ მეგობართან შეხვედრას გეგმავთ, ეცადეთ, რაც შეიძლება გვიან დაგეგმოთ, რადგან ამჟამად საუკეთესო ფორმაში არ ხართ. კარგი იქნება, თუ ამ დღეს აგარაკზე ან ტყეში გაატარებთ. ბავშვებთან ურთიერთობა სიხარულს მოგგვრით.


ლომი
არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, დაწყებული საქმეები დაასრულოთ, რადგან დაუსრულებელმა საქმეებმა მომავალში შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ და ფინანსურადაც დაგაზარალოთ. დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება შემოქმედებითი პოტენციალი და ინტუიცია. უახლოეს ადამიანებთან სრული ურთიერთგაგება გელით.


ქალწული
ფიქრისა და ანალიზის დღეა. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს აღმაფრენა ეწვევათ, თუმცა იდეის რეალიზაციისთვის აუცილებელია განმარტოება. გამორიცხული არაა, რომ ძველმა მეგობრებმა მოგინახულონ.


სასწორი
ამ დღეს სასურველია ოჯახის კეთილდღეობასა და სახლის კეთილმოწყობაზე იზრუნოთ. წარუმატებლობის გამო ნუ აღელდებით. ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და ემოციები მართოთ. შესაძლოა, ბავშვებს დღეს თქვენი დახმარება და ჩართულობა დასჭირდეთ.


მორიელი
ხელსაყრელი დღეა გართობისა და თავგადასავლებისთვის. დაგეგმილი მგზავრობა თქვენს მეხსიერებაში წარუშლელ კვალს დატოვებს - მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა და საინტერესო თავგადასავალი. თუ თავი შეუძლოდ იგრძენით, ამას სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ტრავმების თავიდან ასაცილებლად, სიფრთხილე გმართებთ.


მშვილდოსანი
ამ დღეს სხვების რჩევები ნაკლებად უნდა გაითვალისწინოთ. ზედმეტი ნდობა ფინანსურად დაგაზარალებთ. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვებსა და რისკს, რაც შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ აისახოს. გამორიცხული არაა პირადი ცხოვრების უარესობისკენ შეცვლა - გამუდმებული იდეალების ძიებამ შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობა გაგირთულოთ.


თხის რქა
ეცადეთ. ახალი საქმე არ წამოიწყოთ და დამატებითი ვალდებულებები არ აიღოთ - ის, რაც ახლა ძალიან ადვილი გგონიათ, ძალიან რთული აღმოჩნდება. ერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს და კოლექტიურ ღონისძიებებს, რადგან მოსალოდნელია უსარგებლო კამათი და კონფლიქტი.


მერწყული
ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვისა და სპორტის, მოგზაურობისა და ხანგრძლივი სეირნობისთვის. მეგობრებთან ურთიერთობა საკუთარი უნარების გამოვლენის საშუალებას მოგცემთ და უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ. ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას მოვლენებს, რომლებიც რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვს.


თევზები
იმ თევზებს, რომლებსაც საკუთარი პირობის შესრულება ახასიათებთ, წარმატება ელით. ხელსაყრელი დღეა რთული ფინანსური ოპერაციებისთვის, ქორწინებისა და გარიგებებისთვის. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ეცადეთ, მეგობრები სწორად შეარჩიოთ და მტრები არ გაიჩინოთ. თუ დაიღალეთ, აუცილებელი არაა, შვებულება აიღოთ. უბრალოდ, აქტიურობა შეამცირეთ.

დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს. 
კულინარია

ყაბაყი უნგრულად - პიკანტური და მდიდარი არომატი

ამ კერძისთვის საჭირო ინგრედიენტები სახლში ყოველთვის მოიძებნება, თანაც რაც არ უნდა „ეცადოთ“, ეს კერძი უგემური მაინც არ გამოგივათ.
ამბები

Volvo Cars-მა და Varjo-მ ავტომობილების განვითარებისთვის პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია გამოუშვეს

Volvo Cars-ის და Varjo-ს (ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობების მწარმოებელი ფინური კომპანია) თანამშრომლობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი შერეული რეალობის მოწყობილობა, უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით.
დღის ჰოროსკოპი

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ულამაზესი ანჯელინა ჯოლის 15 განსაცვიფრებელი როლი

უნდა ვაღიაროთ, რომ ანჯელინას გარეშე ამ ფილმებიდან არცერთი არ იქნებოდა ასეთი საინტერესო და ამაღელვებელი.
საკნატუნო ამბები

სილამაზე თუ?...

უცენზურო კაბებმა მოდის სამყარო დაიპყრო.