23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 მაისი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მატებას იწყებს, რაც ახლობლებთან ურთიერთობებზე სასიკეთოდ აისახება. სადაც არ უნდა მიხვიდეთ, ყველგან ყურადღების ცენტრში ხართ. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა ნდობასა და სიყვარულზეა დასაფუძნებული. გირჩევთ, თქვენთან სიახლოვის უფლება მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს მისცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეებში სირთულეები გელით. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვებს და სარისკო საქმეებს. ახლა ყველაზე მეტად დასვენება გჭირდებათ.


კურო
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ან გარეშე პირთა აგრესიის რისკი. მეტი წინდახედულება და სიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობაში. ერიდეთ ახალ ნაცნობობას და მხოლოდ სანდო ადამიანები დაიახლოვეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას.


ტყუპები
არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. უარი თქვით აქტიურობაზე და ნუ გამოიჩენთ ინიციატივას, რადგან ყველა საქმეში წარუმატებლობა გელით. ბედი მორიგ გამოცდას გიმზადებთ. საღი აზრი, კომუნიკაბელურობა და ინტუიცია რთული სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ. კარგად მოიფიქრეთ, როგორ გაატარებთ დასვენების დღეებს - შესაძლოა,ეს დღეები თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.


კირჩხიბი
არახელსაყრელი დღეა. არსებობს ცილისწამებისა და მაქინაციების რისკი. სიფრთხილე გამოიჩინეთ არასაიმედო ადამიანებთან ურთიერთობაში, თუნდაც მათთან მრავალწლიანი მეგობრობა გაკავშირებდეთ. ქრონიკული დაავადება რომ არ გაგიმწვავდეთ, პროფილაქტიკური ზომები მიიღეთ.


ლომი
ამ დღეს ლომ ქალებს ყველგან ამჩნევენ, სადაც არ უნდა მივიდნენ. საკუთარი თავის რწმენა, გონებამახვილობა და სულიერი სიმდიდრე ნებისმიერი კამპანიის ცენტრად გაქცევთ. მამაკაცებს მშენებლობასთან ან ხელოვნებასთან დაკავშირებულ საქმეებში სირთულეები ელით. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვებსა და სარისკო საქმეებს.


ქალწული
ამ დღეს ახალ საქმეებში სირთულეები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, სარისკო მოქმედებებსა და ნერვიულობას. დატვირთული ცხოვრების ტემპი და დაძაბული მუშაობა თქვენს სასიცოცხლო ტონუსს მნიშვნელოვნად შეამცირებს. დასვენება გჭირდებათ.


სასწორი
არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. პირად და ოჯახურ ურთიერთობებში პრობლემები გელით. თავი შეიკავეთ აქტიურობისგან და ნუ გამოიჩენთ ინიციატივას, რადგან მაინც წარუმატებლობა გელით. გარშემომყოფი ადამიანების ობიექტური შეფასება, საღი აზრი და კომუნიკაბელურობა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს გაპოვნინებთ.


მორიელი
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. შესაძლოა, საკუთარი ფინანსური მდგომარეობა დროებით გაიუმჯობესოთ. კარგად მოიფიქრეთ, როგორ გაატაროთ დასვენების დღეები, რადგან ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. თუ სამოგზაუროდ წასვლას გეგმავთ, ფრთხილად იყავით, რადგან მოსალოდნელია ტრავმა, დამწვრობა ან უბედური შემთხვევა.


მშვილდოსანი
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წინდახედულება, თავშეკავება და საღი აზრი გჭირდებათ. გამორიცხული არაა, რომ ფინანსურ ან საზოგადოებრივ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ, თუმცა კოლეგებთან ან უფროსთან გაუგებრობა და კონფლიქტი გელით. ყველაფერი შესანიშნავად იქნება თუ ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედებთ.


თხის რქა
ახალ საქმეებში სირთულეები გელით. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. ერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელიც შეიძლება თქვენს ცხოვრებაში საბედისწერო აღმოჩნდეს.


მერწყული
აქტიური და დინამიკური დღეა. მოსალოდნელია დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან შეხვედრა და მხიარული წვეულება. სტაბილური კონტაქტები მომავალში უამრავ სარგებელს მოგიტანთ.


თევზები
ხელსაყრელი დღეა მეცნიერული კვლევებისთვის. სავარაუდოდ, ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. საყვარელი ადამიანი თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ. ნუ დაივიწყებთ დღის რეჟიმსა და დასვენებაზე. ერიდეთ მაგარ ჩაის და ყავას და განსაკუთრებით, სპირტიან სასმელებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?