29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 მაისი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
გამოღვიძების, შინაგანი ენერგიის ტრანსფორმაციისა და შემოქმედებითი იდეების რეალიზაციის დღეა. შემოქმედებითი პროფესიის ვერძების წინაშე თვითგამოხატვის ასპარეზი გადაიშლება. წინააღმდეგობებს, რომლებსაც კომერსანტი ვერძები შეეჯახებიან, მხოლოდ სიტუაციის ყოველმხრივი შეფასებითა და პრინციპულობით გადალახავთ. ქალებს რომანტიკული შეხვედრა ელით. შესაძლოა, შემოსავლის ახალ წყაროს მიაგნოთ.


კურო
ხელსაყრელი დღეა ფულის დაგროვების, დაწყებული საქმეების დასრულებისა და მიზნის მიღწევისთვის. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ. სირთულეებისა და წინაღობების მიუხედავად, ყველა პრობლემას დაძლევთ. გირჩევთ, სხვების პრობლემებზე მეტად საკუთარზე იფიქროთ. მეგობრებთან, ფინჯან ყავაზე საუბარი შეიძლება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე დამღუპველად აისახოს.


ტყუპები
კრიტიკული დღეა. სახლსა და სამსახურში არასტაბილური მდგომარეობაა. ეცადეთ, რეალობა ობიექტურად შეაფასოთ და ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ. კომერციულ საქმეებში ნაკლები იაქტიურეთ. ერიდეთ გარშემომყოფებთან კონფლიქტს და კოლეგებს საკუთარ მოსაზრებებს თავს ნუ მოახვევთ. მოსალოდნელია ხასიათის უეცარი ცვლილება, თავის ტკივილი და ცუდი სიზმრები. თქვენი ემოციურობა შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს.


კირჩხიბი
ამ დღეს თქვენგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ელიან. გირჩევთ, სწორად შეაფასოთ საკუთარი მოლოდინები, პარტნიორების მიმართ გამოთქმული პრეტენზიები და ეცადეთ, სიტუაცია გამოასწოროთ. დღის პირველ ნახევარში საქმიან შეხვედრებს ნუ დაგეგმავთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, განსაკუთრებით სწორი კვების საკითხებს. თუ დღეს სწორად დაგეგმავთ, საღამოს საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით.


ლომი
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ლომებისთვის. მათ თვითგამოხატვის ყველა შესაძლებლობა ექნებათ. პრინციპულობა და სიტუაციის სწორად შეფასების უნარი დაგეხმარებათ ყველა სირთულე და წინაღობა დაძლიოთ. ქალებს რომანტიკული შეხვედრა ელით, რომელიც შეიძლება მალე სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.


ქალწული
განახლებისა და გარდასახვის დღეა. შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყაროები აღმოაჩინოთ. რთული სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით, თუ საჭირო დროს მოქმედების ტაქტიკის შეცვლას შეძლებთ. ამ დღეს თქვენი ნებისმიერი წამოწყება წარმატებით დასრულდება.


სასწორი
ვარსკვლავების განლაგება ისევ არახელსაყრელია. ცხოვრების ბოჰემურმა სტილმა და ბევრმა მუშაობამ შეიძლება თქვენი სასიცოცხლო ტონუსი შეამციროს. ახალ საქმეებში პრობლემები გელით. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას. ამჟამად კარგი დასვენება და გარემოს შეცვლა გჭირდებათ.


მორიელი
მშვიდი დღეა, რაც საშუალებას მოგცემთ, ფხიზლად შეაფასოთ სიტუაცია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. თუ კოლეგების ან ახლობელი ადამიანების მიმართ პრეტენზიები გაქვთ, ეცადეთ, ყველაფერი კარგად გააანალიზოთ და შემდეგ გაახმოვანოთ. წარმატებული დღეა ინდივიდუალური საქმიანობისთვის.


მშვილდოსანი
ამ დღეს იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალური ენერგია და ოპტიმიზმი. მამაკაცებს ელით სიურპრიზი, სასიამოვნო შეტყობინება ან საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან. შესაძლოა, საპირისპირო სქესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ და გამორიცხული არაა, სიყვარულის მახეში გაებათ.


თხის რქა
შესაძლოა, ამ დღეს ახალი შემოსავლის წყაროები აღმოაჩინოთ ან პროფესიული საქმიანობის სფერო შეცვალოთ. თუ მეგობრებისა და ნათესავების რჩევებს არ მოუსმენთ, შესაძლოა, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც შეიძლება თქვენს სასარგებლოდ გადაწყდეს, თუ სწორად ორიენტირებასა და მოქმედების ტაქტიკის შეცვლას მოასწრებთ.


მერწყული
ეცადეთ, დრო სწორად გაანაწილოთ და შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. ერიდეთ რისკს და ფიზიკურ დატვირთვას, რომელიც შეიძლება ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახოს. ამჟამად ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ.


თევზები
ხელსაყრელი დღეა მივლინებისა და მოგზაურობისთვის. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი იზრდება. თუ სამოგზაუროდ წასვლა შემოგთავაზეს, დაუფიქრებლად დასთანხმდით. გზაში თავგადასავალი, წარმატება და გამარჯვება გელით, თუმცა ასაკოვანმა ხალხმა საკუთარი შესაძლებლობები სწორად უნდა შეაფასონ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?