14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 ივნისი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში ადვილად ახერხებთ საკუთარი გეგმების განხორციელებას. პარტნიორებთან და უფროსთან თანამშრომლობა გაგიადვილდებათ. დღის მეორე ნახევარში არახელსაყრელი ტენდენციები უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ ან ფინანსურად დაგაზარალებთ. ერიდეთ კუროებთან და ლომებთან ნაცნობობას. ეცადეთ, საღამო ბუნებაში გაატაროთ.


კურო
კრიტიკული დღეა. სასურველია მარხვა, თავშეკავება და სიტუაციის ფხიზელი ანალიზი. შესაძლოა, ამ დღეს უცნობ ადგილზე და უცნობ ადამიანებთან სტუმრად მიგიწვიონ. ურთიერთობაში წინდახედულება და თავშეკავება გმართებთ. თქვენს გამძლეობასა და გონიერებაზეა დამოკიდებული სამომავლო გეგმების წარმატება.


ტყუპები
ფიზიკური თვალსაზრისით არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ავადმყოფობა და მტანჯველი სიზმრები. შესაძლოა, საყოფაცხოვრებო და ფინანსური პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენისა და კომერციული ოპერაციებისგან, რომლებსაც კაპიტალის დაბანდება სჭირდება. ერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ნუ ჩაერთვებით ავანტიურებში. მოსალოდნელია პრობლემა, რომელიც კომპრომისულ გადაწყვეტილებას მოითხოვს. შეამცირეთ კონტაქტები მინიმუმამდე და გამორიცხეთ შემთხვევითი ნაცნობობა.


კირჩხიბი
შესაძლოა, საყოფაცხოვრებო და ფინანსური პრობლემების მოგვარება მოგიხდეთ. ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. მათთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ და სიმშვიდისა და ბედნიერების განცდას მოგანიჭებთ.


ლომი
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, გადაუჭრელმა პრობლემებმა და ძველმა, მივიწყებულმა საქმეებმა თქვენგან ენერგიული მუშაობა მოითხოვოს. ბედი თქვენს გამძლეობას გამოცდის. თქვენს გამძლეობასა და გონიერებაზეა დამოკიდებული ყველა სამომავლო საქმის წარმატება. ამ დღეს დიდია ტრავმის რისკი, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა. საკუთარი გეგმების განხორციელებას ადვილად ახერხებთ. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება. ამ დღის ერთადერთი უსიამოვნება ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი იქნება. ეცადეთ, სიბრძნე და ტაქტი გამოავლინოთ, რომ კონფლიქტი მალე დასრულდეს. თუ შანსი მოგეცათ, საღამო ბუნებაში გაატარეთ.


სასწორი
შემოქმედებითი აღმაფრენის დღეა, რომელიც მდიდარი იქნება საინტერესო მოვლენებით, თუმცა მნიშვნელოვანი საქმეები და მოულოდნელი ცნობა სასიყვარულო გატაცების დროს არ დაგიტოვებთ. გამორიცხული არაა, რომ ძველი მეგობრები გეწვიონ. საღამო გაატარეთ მარტოობასა და სიმშვიდეში. გამოიყენეთ ხელსაყრელი მომენტი, რომ გადაუჭრელ პრობლემებსა და ძველ საქმეებში გაერკვეთ.


მორიელი
ხელსაყრელი დღეა ახლობელ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობების დასამყარებლად. კარგი დროა სტუმრობისთვის. ამ დღეს შესაძლოა, სასიყვარულო, პარტნიორულ და ცოლქმრულ ურთიერთობებში ყველა გაუგებრობა გაქრეს.


მშვილდოსანი
არახელსაყრელი დღეა, რომელიც სავსეა ცრუ დაპირებებითა და ილუზიებით. პლანეტების არახელსაყრელი განლაგება ფინანსურ სირთულეებს ან დაუგეგმავ ხარჯებს გამოიწვევს. ნებისმიერი კომერციული ოპერაცია ზარალით დასრულდება. უცნობ ადამიანებთან კონტაქტმა შეიძლება ნეგატიური შედეგები მოგიტანოთ. მოთმინებით აღიჭურვეთ და არ იაქტიუროთ. ამჟამად ეს საუკეთესო გამოსავალია.


თხის რქა
ხელსაყრელი დღეა. ადვილად ახერხებთ გეგმების განხორციელებას, თუმცა გლობალურ ამოცანებს არ უნდა შეეჭიდოთ და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას ერიდოთ. გარემოებათა მოულოდნელი განვითარება პირად ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება. ოჯახის წევრები თქვენი გამუდმებული მოუცლელობისა და უყურადღებობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.


მერწყული
ამ დღეს მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი და დანაკარგი. გაზრდილი ხარჯი შესაძლოა, ბავშვების ან ხანდაზმული ნათესავების პრობლემებს უკავშირდებოდეს. წინდახედულება გამოიჩინეთ და აკონტროლეთ თქვენი პირადი ცხოვრება და პროფესიული საქმიანობა.


თევზები
ხელსაყრელი დღეა შენაძენისთვის. საქმის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა და პიროვნული მომხიბვლელობა ადამიანებს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს. სასურველია, შეიძინოთ ოჯახური ნივთები, დაიწყოთ სახლის რემონტი ან ინტერიერი შეცვალოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?