20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 ივნისი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
კრიტიკული დღეა. ნებისმიერი პრობლემის მოგვარება მაქსიმალურ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. მოქმედებათა არათანმიმდევრულობა ნეგატიურად აისახება საქმის მიმდინარეობაზე. მეტი ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს და თქვენი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.


კურო
სიყვარულის, შეხვედრებისა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის დღეა. ამ დღეს საქმიან ქაღალდებთან მუშაობა, პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობა არახელსაყრელია. თუ დასვენებას აპირებთ, ახლობლები და ნათესავები კამპანიას გაგიწევენ. ხელსაყრელი დროა მიწასთან მუშაობისთვის. სიზმარში ძაღლის ყეფა მოსალოდნელი შეცდომის შესახებ გაფრთხილებთ.


ტყუპები
მძიმე დღეა. კონტაქტები და ურთიერთობები იმედგაცრუებით დასრულდება. მოსალოდნელია პრობლემები მეგობრებთან ან უსიამოვნო შეტყობინება, რომელიც ხასიათს გაგიფუჭებთ. გამორიცხული არ არის ნერვული აშლილობა. გაითვალისწინეთ, რომ გადაჭარბებული ემოციები ურთიერთგაგებას არ დაეხმარება. აკონტროლეთ ემოციები და მეტი თვითკრიტიკულობა გამოიჩინეთ საკუთარი თავის მიმართ.


კირჩხიბი
ეს დღე ხელსაყრელია არა მხოლოდ ურთიერთობისთვის, არამედ ბიუჯეტის შესავსებადაც, თუმცა საქმიან ქაღალდებთან ურთიერთობა არასასურველია. უკიდურეს შემთხვევაში, ეცადეთ, ხელი არაფერს მოაწეროთ. თუ აქტიურად დასვენებას გეგმავთ, ახლობლები და ნათესავები სიხარულით შემოგიერთდებიან.


ლომი
კრიტიკული დღეა. იღბალმა შეიძლება ნებისმიერ წამს გაქციოთ ზურგი. ყველაზე მარტივი პრობლემის მოგვარებაც კი უზარმაზარ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. მოერიდეთ უფროსთან ან გავლენიან მფარველებთან საქმიან შეხვედრას, უსარგებლო კამათსა და ურთიერთობების გარკვევას - პარტნიორების არაპროგნოზირებადი ქცევა შესაძლოა, თქვენს მატერიალურ ან საზოგადოებრივ მდგომარეობაზე ცუდად აისახოს.


ქალწული
კრიტიკული დღეა. ნებისმიერი კონტაქტი და ურთიერთობა იმედგაცრუებას მოგიტანთ. ერიდეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების გარკვევას. გეჩვენებათ, რომ თქვენი მოქმედებები სწორია, თუმცა სინამდვილე სხვა გახლავთ. დღის ბოლოს პესიმიზმი ან დეპრესიაც კი მოსალოდნელია. ეცადეთ, საკუთარი პრობლემებიდან ყურადღება ახლობელი ადამიანების პრობლემებზე გადაიტანოთ.


სასწორი
ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს: ცრუ იმედები და ყალბი დაპირებები, ტყუილი და იმედგაცრუება. ნებისმიერი კომერციული აქტივობა ზარალით დასრულდება. რისკი და საქმის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება მიზნის მიღწევას გაგირთულებთ. ადამიანებთან გულახდილობას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. ახლა საუკეთესო გამოსავალი მოლოდინის რეჟიმში გადასვლა და მოთმინებაა.


მორიელი
მშვიდი სამუშაო დღეა. მოსალოდნელი უსიამოვნო შეტყობინებების მიუხედავად, შეძლებთ გარშემომყოფებთან ურთიერთობების დალაგებას, განმტკიცებასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. წარმატება მხოლოდ თქვენს მოთმინებასა და რთული პრობლემების სწორად გადაჭრაზეა დამოკიდებული. ახლობელი ადამიანების მხრიდან თქვენ მიმართ სიყვარული და პატივისცემა იზრდება. თქვენს რჩევებს ყურადღებით უსმენენ.


მშვილდოსანი
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. პროცესები შესაძლოა, ისე არ განვითარდეს, როგორც ვარაუდობდით. კონტაქტები პარტნიორებში იმედგაცრუებას მოგიტანთ. კომერციულ საქმეებში ნაკლებად იაქტიურეთ, რადგან სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. სავარაუდოდ, ამ დღეს თქვენს გეგმებსა და იმედებს ასრულება არ უწერია.


თხის რქა
კრიტიკული დღეა. ენერგიით სავსე ხართ, თუმცა პლანეტების არახელსაყრელი განლაგება ჩანაფიქრის განხორციელებასა და ურთიერთობების დალაგებაში ხელს გიშლით. პარტნიორებთან კამათი და ურთიერთობების გარკვევა შეიძლება ცუდად დამთავრდეს. ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ.


მერწყული
კოსმოსური ენერგიის ათვისების დღეა. ხელსაყრელია შოპინგი, სახლის გარემონტება და ავეჯის გადაადგილება. მთელი ორგანიზატორული შესაძლებლობების გამოვლენა და გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. ეცადეთ, მოთმინება და საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება გამოავლინოთ. ამ დღეს თქვენი ავტორიტეტი საგრძნობლად ამაღლდება. საშუალება გაქვთ, განვლილი გზა შეაფასოთ.


თევზები
შესაძლოა, სრულიად ახალ და უცნობ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ეცადეთ, დღე მშვიდად დაიწყოთ და არაფერი დაგეგმოთ, რადგან თქვენს გეგმებს განხორციელება არ უწერია. მოვლენებისა და ინფორმაციის ნაკადში ორიენტირება გიჭირთ. ფიქრები, გრძნობები და ქმედებები ქაოსურად გამოვლინდება. მოსალოდნელია დაბნეულობა და გულმავიწყობა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?