8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

7 ივლისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
უკიდურესად არასასიამოვნო დღეა, რომელიც სიცრუისა და გაუგებრობების ნიშნით ჩაივლის. აგრესიულობა, სიტუაციის არასწორად შეფასება და ცრუ დაპირებები მუშაობას და პირად ცხოვრებას გაგირთულებთ. ეცადეთ, თავაზიანად მოიცილოთ ადამიანები, რომლებსაც არ ენდობით. მუშაობის დროს მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ, განსაკუთრებით თუ საქმე დოკუმენტებს ეხება. კამათში ნუ ჩაერევით, რადგან ეს თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება.


კურო
მძიმე და საშიში დღეა. დიდია გარედან ნეგატიური გავლენის რისკი. მოსალოდნელია შეცდომები და ახლობელ ადამიანებთან კამათი.


ტყუპები
ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს. ელექტრომოწყობილობებთან სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე პირადი ცხოვრების პრობლემებს და სულიერ განვითარებას მიუძღვნათ. ეცადეთ, საღამოს გამონახოთ დრო დასვენებისა და საყვარელი საქმისთვის. ერიდეთ ხორციან საჭმელებს და სპირტიან სასმელებს.


კირჩხიბი
ცვალებადი განწყობა და არასერიოზულობა ყველაზე მარტივი ამოცანების შესრულებაშიც კი ხელს გიშლით. თქვენი დაუფიქრებელი ქმედებების გამო ეს დღე არახელსაყრელია კონტაქტების დამყარებისა და აქტიური ურთიერთობებისთვის.


ლომი
ეს დღე სიცრუისა და გაუგებრობების ნიშნით ჩაივლის. მოსალოდნელია პრობლემები მუშაობასა და პირად ცხოვრებაში. ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობას მოერიდეთ. დისტანცირება მოახდინეთ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც არ ენდობით. შეამცირეთ უფროსთან კონტაქტი - ეს კარიერაზე ფიქრისთვის საუკეთესო დღე არ გახლავთ. სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ საქმიან დოკუმენტებთან მუშაობის დროს.


ქალწული
ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს და საკმაოდ დაძაბულად ჩაივლის. გონიერებას ემოცია სჭარბობს, რაც შეიძლება კონფლიქტით და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით დასრულდეს. შექმნილი პრობლემები გაიძულებთ, რომ პირადსა და საზოგადოებრივს შორის ბალანსი მოძებნოთ, რომ არც ერთი და არც მეორე არ დაზარალდეს. ბავშვებთან ურთიერთობის დროს ხმის აწევას ერიდეთ და ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის ძალით დამტკიცებას.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა ყველაზე თამამი გეგმებისა და ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, თუმცა რადიკალურ გადაწყვეტილებებს უნდა ერიდოთ. ვარსკვლავები შემოქმედ ადამიანებს მფარველობენ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ოჯახური საქმეები. მთავარია შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება და ცდუნების დაძლევა.


მორიელი
რთული დღეა. შესაძლოა, დაუძლეველმა წინააღმდეგობამ თქვენი საქმეები შეაფერხოს. რეალობა სასურველის განხორციელების საშუალებას არ გაძლევთ, რაც თქვენს გაღიზიანებას იწვევს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე პირადი ცხოვრების მოწესრიგებასა და სულიერ განვითარებას მიუძღვნათ. ეცადეთ დღის მეორე ნახევარში დასვენებისა და საყვარელი საქმისთვის დრო გამონახოთ. ერიდეთ ხორციან კერძებს და სპირტიან სასმელებს.


თხის რქა
ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს და დაძაბულად ჩაივლის. შექმნილი პრობლემები გაიძულებთ ვალდებულებასა და სურვილს შორის კომპრომისი ეძიოთ. ბავშვებთან ურთიერთობაში ხმის აწევას უნდა ერიდოთ.


მერწყული
ამ დღეს ოჯახში სრული ჰარმონია სუფევს. მეუღლეები ერთმანეთის მიმართ გრძნობათა განახლებას განიცდიან. მოსალოდნელია ერთობლივი მგზავრობა და მოგზაურობა. შეყვარებული მერწყულების ოპტიმისტური გეგმები სრულიად განხორციელებადია.


თევზები
ხელსაყრელი დღეა ადამიანების გაერთიანების, კონკურსებისა და შეჯიბრებებისთვის. თევზებს თანამოაზრეების შემოკრების საოცარი უნარი აქვთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლები რომანტიკულ, თბილ და კეთილ თევზებზე ჭკუას კარგავენ.


 

ამბები

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიცდადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.
კინო

8 შოკისმომგვრელი დოკუმენტური ფილმი

ზოგიერთი მათგანის ჩვენება აკრძალულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ფილმები ცხოვრებაზე წარმოდგენას შეგიცვლით და სულ სხვანაირად დაგაწყებინებთ ფიქრს.
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა.
ამბები

დააზღვიეთ მოგება 100%-ით adjarabet.com-ზე

Express დაზღვევა პრემიერ ლიგასთან ერთად დაბრუნდა ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ბილეთი.
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?