19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 ივლისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ვარსკვლავების განლაგება არახელსაყრელია პროფესიული აქტივობებისთვის. დაბალი სასიცოცხლო პოტენციალი თქვენს შრომისუნარიანობასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარზე ნეგატიურად მოქმედებს. გამორიცხული არაა კოლეგებთან და უფროსთან გაუგებრობები, ამიტომ გირჩევთ, დღის განრიგი წინასწარ დაგეგმოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ოჯახური ურთიერთობებისთვის და ახალი ნაცნობობისთვის. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება.


კურო
მძიმე, ცდუნებებით და ცრუ დაპირებებით სავსე დღეა. ოჯახში ან პარტნიორებთან მოსალოდნელია პრობლემები. გაღიზიანებული და აგრესიული ხართ, მაგრამ ეცადეთ, უხეშობისგან და ხმამაღალი საუბრისგან თავი შეიკავოთ.


ტყუპები
ვარსკვლავების განლაგება პროფესიულ სფეროში აქტიურობისთვის არახელსაყრელია. კომერციული საქმიანობა სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. მოულოდნელმა ცნობამ შეიძლება გარშემომყოფებთან ურთიერთობა გაგირთულოთ. თავი შეიკავეთ მგზავრობისგან და ერიდეთ ცეცხლს.


კირჩხიბი
თუ ცვლილებებისკენ ისწრაფვით, ამისთვის შესაფერისი დღეა, თუმცა მთავარი შედეგები მოგვიანებით გელით. მოსალოდნელია შემთხვევითი ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში კვალს დატოვებს. ამ პერიოდში საკუთარი პოპულარობის გაზრდასა და სიყვარულის პოვნას შეძლებთ.


ლომი
დაბალი სასიცოცხლო პოტენციალი გავლენას მოახდენს თქვენს შრომისმოყვარეობაზე. თქვენი მისამართით გაჟღერებული კრიტიკა სიტუაციას უკიდურესად დაძაბავს, თუმცა თქვენი გონიერება, პრაქტიკული აზროვნება და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი სიტუაციის განმუხტვის საშუალებას მოგცემთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ოჯახური ურთიერთობებისთვის. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება.


ქალწული
ვარსკვლავების განლაგება არახელსაყრელია პროფესიული აქტივობებისთვის. მოსალოდნელია კონფლიქტები ოჯახში და პარტნიორებთან. ცრუ დაპირებები და დაუფიქრებელი მოქმედებები ძალიან გაგანაწყენებთ. ნაკლებად ნაცნობი ადამიანებისგან მოსალოდნელია მატერიალური მხარდაჭერა ან ფასეული რჩევა.


სასწორი
შრომითი საქმიანობისთვის არახელსაყრელი დღეა. თავი შეიკავეთ ისეთი მოქმედებისგან, რომლებსაც ნეგატიური შედეგები მოჰყვება. ნუ ჰპირდებით და ნურავისგან ითხოვთ მოვალეობების შესრულებას. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია პრობლემები ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან. თავი შეიკავეთ ემოციების გამოხატვისგან და ვნებებს ნუ აჰყვებით.


მორიელი
ეს დღე წყენასა და ილუზიებს უკავშირდება. გირჩევთ, იმედგაცრუების მიზეზები საკუთარ თავში ეძიოთ. ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული გარშემომყოფების მიმართ. ეცადეთ, ტონს არ აუწიოთ ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ურთიერთობისას. პატივი ეცით თითოეული ადამიანის ინტერესს და პრობლემების გადაჭრის დიპლომატიური გზა აირჩიეთ.


მშვილდოსანი
ვარსკვლავების განლაგება არახელსაყრელია. ოჯახურ ურთიერთობებში ან პარტნიორებთან მოსალოდნელია ცრუ დაპირებები და პრობლემები. ახალი გატაცება გელით, რომელიც წყენითა და ცრემლებით დასრულდება.


თხის რქა
ხელსაყრელი დღეა. იზრდება სასიცოცხლო პოტენციალი, პიროვნული მომხიბვლელობა და ინტუიცია. ხელოვნებით გატაცებამ შესაძლოა, დამატებითი შემოსავალი გაგიჩინოთ. სასურველია სტუმრად წასვლა ან სტუმრების მიღება. მარტოხელა თხის რქებს პირად ცხოვრებაში აღიარება და წარმატება ელით, თუმცა მოქმედების ტაქტიკის შეცვლა მაინც მოგიწევთ.


მერწყული
ეს დღე შინაგანი სასიცოცხლო ძალების გამოღვიძებას განასახიერებს. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვისთვის, სუფთა ჰაერზე დასვენებისთვის, მოგზაურობისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ამ დღეს გელით შეხვედრა, რომელიც ძალიან დიდხანს დაგამახსოვრდებათ და უამრავ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ.


თევზები
ამ დღის დევიზია - ნუ გადააფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს! ეცადეთ, საკუთარ სამუშაოს ჩაუღრმავდეთ და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. კარგი იქნება, თუ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობას მოაგვარებთ. ყურადღება მიაქციეთ ბავშვების ჯანმრთელობას. 

დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რატომ არის „მშვილდოსანი“ საუკეთესო ნიშანი? - 10 მიზეზი

„მშვილდოსანი“  ყველაზე ქარიზმატული და აქტიური ადამიანია დედამიწაზე. ალბათ, ამიტომაც უყვარს იგი ასე ძალიან მის უდიდებულესობა ფორტუნას. „შვილდოსანს“ ძალიან პლუსი აქვს, თუმცა დღეს მის ყველაზე კაშკაშა თვისებებს ჩამოვთვლით. 
კულინარია

როგორ მოვრთოთ საახალწლო სალათები ვირთხის წელში?

2020 თეთრი ვირთხის წელია. ის კი ცნობილია, რომ ძალიან მომთხოვნია. ასე რომ, გააფორმეთ სალათები ისე, რომ თეთრ ვირთხას ასიამოვნოთ.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

სახლის რომელ კუთხეში დავდგათ ნაძვის ხე 2020 წლის შესახვედრად?

რა საჭიროა საახალწლო ნაძვის ხისთვის ადგილის შერჩევა? რას მოგვიტანს ამის ცოდნა ან რა საფრთხეს შეიცავს - არცოდნა? 
ამბები

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა? - ამას წამში გაარკვევთ!

ზოგს ისე უხდება მოკლე თმა, შენც გიჩნდება სურვილი, სალონში გაიქცე და სასწრაფოდ შეიჭრა. მაგრამ, მოგიხდება? სწორედ ამას გაარკვევთ ქვემოთ მოცემული ტესტით, თანაც - 2-3 წამში. მოდით, ვსინჯოთ...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...