23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 ივლისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ამ დღეს იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი და პიროვნული მომხიბვლელობა. სასიამოვნო ცნობამ შეიძლება გეგმები შეგაცვლევინოთ და შემოსავალი მოგიტანოთ. თხოვნის შესრულებაზე უარს ნურავის ეტყვით და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. შეგიძლიათ, პარტნიორებისა და მეგობრების დახმარების იმედი ნებისმიერ საქმეში გქონდეთ. პირად ცხოვრებაში წარმატება და აღიარება გელით.


კურო
ვენერას რეგრესული მოძრაობა საყვარელ ადამიანთან კამათს გამოიწვევს. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ურთიერთობას საბოლოოდ გაწყვეტთ თუ არა. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ექიმს დროულად მიმართეთ.


ტყუპები
თამამად იარეთ წინ - ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. მარტოხელა ან თავგადასავლის მაძიებელ ტყუპებს რომანტიკული თავგადასავალი ელით, თუმცა ვენერას რეგრესული მოძრაობის გამო ნაცნობობა კამათით ან სკანდალით დასრულდება.


კირჩხიბი
გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული უსიამოვნო ამბები. რთული დღე გელით. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფ ადამიანებს - შესაძლოა, მათში უამრავი ახალი ღირსება აღმოაჩინოთ. სამსახურებრივი პრობლემები დროთა განმავლობაში მოგვარდება და სულიერ წონასწორობას აღიდგენთ.


ლომი
ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები წინა კვირის ჩანაფიქრის განხორციელებას გპირდებიან. შესანიშნავი დროა საქმიანი კონტაქტებისთვის, სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის, ქორწინებისთვის, პაემნებისთვის და ახალი ნაცნობობისთვის, რომელიც ხანგრძლივ სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზრდება.


ქალწული
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი და პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება. ნებისმიერ საქმეში მეგობრებისა და პარტნიორების იმედი უნდა გქონდეთ - მათი რჩევები ძალიან დაგეხმარებათ. მარტოხელა ქალწულებს პირად ცხოვრებაში წარმატება და აღიარება ელით, თუმცა საყვარელი ადამიანისთვის დიდხანს მოგიწევთ საკუთარი გადაწყვეტილების სერიოზულობაში დარწმუნება.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვისთვის და სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენებისთვის. კომერციულ საქმიანობაში აქტიურობა ფინანსურად დაგაზარალებთ. სიზმარი პირიქით აგიხდებათ.


მორიელი
ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისთვის, ოჯახური დღესასწაულებისთვის და სტუმრების მიღებისთვის. თქვენი კეთილი, მგრძნობიარე ხასიათი და ორიგინალური აზროვნება ადამიანებს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს. საკუთარი შეხედულებების დაცვა მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. შესაძლოა, კუროს ან თევზის ნიშნის საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღება მიიპყროთ, თუმცა ნაცნობობა მალე კამათით და ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდება.


თხის რქა
ვარსკვლავების განლაგება ისევ არახელსაყრელია პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ სიჩქარემ და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების სურვილმა შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. უსიამოვნო შეტყობინებამ შეიძლება გეგმები შეგაცვლევინოთ. ნაკლებად ნაცნობი ადამიანებისგან მატერიალური მხარდაჭერა ან ფასეული რჩევა გელით.


მერწყული
ეს დღე ძალადობასა და დევნას უკავშირდება. სავარაუდოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით, ამიტომ მიმდინარე საქმეები სასწრაფოდ უნდა დაასრულოთ. ამ დღეს საზოგადოებრივ და ხალხის თავშეყრის ადგილებს უნდა ერიდოთ.


თევზები
ეს დღე აგრესიასა და პროვოკაციებს განასახიერებს. ეცადეთ, მეტი სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი ნერვიულობა სიტუაციას მხოლოდ გაართულებს. გარშემომყოფ ადამიანებთან კამათი და გაუგებრობა გელით. ეცადეთ, მოვლენები არ დააჩქაროთ და მთელი ყურადღება ბავშვების პრობლემებზე გადაიტანოთ.


 

ამბები

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა? - ამას წამში გაარკვევთ!

ზოგს ისე უხდება მოკლე თმა, შენც გიჩნდება სურვილი, სალონში გაიქცე და სასწრაფოდ შეიჭრა. მაგრამ, მოგიხდება? სწორედ ამას გაარკვევთ ქვემოთ მოცემული ტესტით, თანაც - 2-3 წამში. მოდით, ვსინჯოთ...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგი ბახტურიძე: „ევროპაბეთი“ ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.
ამბები

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.
დღის ჰოროსკოპი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ტელეწამყვანი „ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგელიანი თამაში“ დადებითად აფასებს

ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს და მიესალმება მსგავსი ტიპის წამოწყებებს, რომელიც ხელს უწყობს აზარტული თამაშების ნაკლებ პოპულარიზაციას.
საკნატუნო ამბები

სექსი და მეხსიერება

სექსი მეხსიერებას აუმჯობესებს - ეს, დიდი ხანია, დადასტურებულია ფსიქოლოგიური კვლევებითა თუ ექსპერიმენტებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთ კავშირს, ძირითადად, მამაკაცებში იკვლევდნენ, ქალებს კი აქამდე ნაკლებად სწყალობდნენ...