30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

29 ივლისი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
რთული დღეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ უფროსთან ან პარტნიორებთან კონფლიქტი გელით. შესაძლოა, მოულოდნელმა ცნობამ გეგმები შეგაცვლევინოთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რასაც შეუძლია, ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. უარი თქვით ავტომობილის სწრაფად ტარებასა და მჭრელ საგნებთან ურთიერთობაზე. უკიდურესად არასასურველია ფიზიკური გადაღლა და რისკი. დაუჯერეთ ახლობელი ადამიანისა და მეგობრების რჩევებს.


კურო
სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ შეძენის დროს - ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება და შეიძლება ფული წყალში გადაყაროთ. თავი შეიკავეთ ბაზარში წასვლისგან, ხორციანი საკვებისა და სპირტიანი სასმელების მიღებისგან. მოსალოდნელია კვებითი ინტოქსიკაცია. საღამოს დღის ნეგატიური ტენდენციები შემცირდება და ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში თავს კომფორტულად იგრძნობთ.


ტყუპები
ხელსაყრელი დღეა სანაცნობო წრის გასაფართოებლად. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან ძველი ურთიერთობების განახლება. გამორიცხული არაა, რომ თქვენმა კომუნიკაბელურობამ დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ. თავი შეიკავეთ მგზავრობისა და მოგზაურობისგან. ასევე, დაძაბული ფიზიკური შრომისგან. ერიდეთ ხორციან საკვებსა და სპირტიან სასმელებს - გამორიცხული არ არის კვებითი ინტოქსიკაცია.


კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა სახლის საქმეების მოსაგვარებლად. ეცადეთ, სახლის გარდა, საკუთარი ფიქრები და გრძნობები დაალაგოთ, რომ თავი უფრო ოპტიმისტურად იგრძნოთ. მოულოდნელობები გელით, რომელთაგან ყველა სასიამოვნო არ იქნება.


ლომი
საშიში და რთული დღეა. ახლა ყველაზე მეტად სიმტკიცე, ცდუნებებთან გამკლავება და ურთიერთობების შეზღუდვა გჭირდებათ. დაგეგმილი შეხვედრები და სტუმრად წასვლა უმჯობესია, უკეთესი დროისთვის გადადოთ. გამორიცხული არაა, რომ შემთხვევითმა ნაცნობობამ ან თქვენმა კომუნიკაბელურობამ შენაძენზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. ერიდეთ ნებისმიერ ფიზიკურ სამუშაოს - შესაძლოა ტრავმა ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა მგზავრობის, მოგზაურობისა და ახალი თავგადასავლებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ,  ყურადღებით მოუსმინოთ გარშემომყოფთა აზრებს და ნაკლებად მოახვიოთ ადამიანებს საკუთარი აზრები. მთლიანად გამორიცხეთ აგრესიულობა. შესაძლოა, ახალმა ნაცნობობამ ან ძველი კონტაქტების აღდგენამ შემოსავლის ახალი წყაროები გაპოვნინოთ.


სასწორი
წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც ახლავს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები. გასავალი შემოსავალს გადააჭარბებს. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, მაგრამ სასიყვარულო გატაცებისგან თავი შეიკავეთ - უდიდესი იმედგაცრუება გელით.


მორიელი
ცვლილებებისა და სიურპრიზების დღეა. თუ ცვლილებებისკენ ისწრაფვით, შეიძლება ამას დღეს მიაღწიოთ, თუმცა მთავარი შედეგები მოგვიანებით იქნება. მოსალოდნელია შემთხვევითი ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში უდიდეს კვალს დატოვებს. გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს თქვენმა პოპულარობამ მოიმატოს და სიყვარული იპოვოთ.


მშვილდოსანი
სავარაუდოდ, თქვენი კომუნიკაბელურობა და ადამიანების მიმართ გამოჩენილი ინტერესი დამატებითი შემოსავლის წყაროს გაპოვნინებთ ან სამომავლო ფინანსურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს.


თხის რქა
ქალებს ახალი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი ელით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენთვის დამახასიათებელმა თავშეკავებამ შეიძლება თაყვანისმცემლის ღირსებებისა და ნაკლოვანებების ობიექტურად შეფასებაში ხელი შეგიშალოთ. მამაკაცებს ახალი ნაცნობობა ან ძველი კონტაქტების განახლება ელით, რაც თქვენი პირადი ცხოვრებისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.


მერწყული
ახლობელ ადამიანთან ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობა გელით. ერთმანეთით კმაყოფილები და ბედნიერები ხართ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში მიღებულმა მოულოდნელმა შეტყობინებამ დღის გეგმები შეგაცვლევინოთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. გაითვალისწინეთ, რომ ერთადერთი და ყველაზე სწორი გადაწყვეტილების მიღებას ოჯახის უფროსი წევრების გამოცდილი რჩევა და სიბრძნე გჭირდებათ.


თევზები
მძიმე სამუშაო დღეა. ყველაზე უბრალოდ საქმეც კი დამღლელად გეჩვენებათ. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფ ადამიანებს - მათში უამრავ ღირსებას აღმოაჩენთ. სამსახურებრივი პრობლემები დროთა განმავლობაში გადაიჭრება და სულიერ წონასწორობას მოიპოვებთ. გაითვალისწინეთ, რომ კარგი და ხანგრძლივი დასვენება გჭირდებათ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?