4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 აგვისტო 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ხელსაყრელი დღეა პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, სწავლისთვის, ახალი საქმის შესწავლისა და ხელოვნებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან საქმის წარმატებით დასრულება. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში გეგმების შეცვლა ან პარტნიორთან ურთიერთობების გადახედვა მოგიწიოთ. ხელოვანი ვერძები შეძლებენ ჩანაფიქრის მაქსიმალურად განხორციელებას და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.


კურო
კვირის დასაწყისმა შეიძლება გაგახაროთ. თქვენი მიზანსწრაფულობა და საქმის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, საქმიან შეხვედრებსა და ხელშეკრულების დადებას ერიდოთ.


ტყუპები
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. უარი თქვით ახალ ნაცნობობაზე, თავი შეიკავეთ კომერციულ საქმეებში აქტიურობისგან და შეამცირეთ კონტაქტები. მოსალოდნელია არაკეთილმოსურნეთა ინტრიგები, დამაზიანებელი რჩევები და პროვოკაციები.


კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა ხელოვანი ადამიანებისთვის. ჩანაფიქრის განსახორციელებლად მეტი თავშეკავება გმართებთ. გირჩევთ, თავი შეიკავოთ კამათისა და კონფლიქტებისგან და  საკუთარ მოსაზრებებს კოლეგებს და პარტნიორებს თავზე ნუ მოახვევთ.


ლომი
ამ დღეს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გელით, რაც ახალ თანამდებობას, საქმის წარმატებით დასრულებას ან მოგებას უკავშირდება. ხელსაყრელი დღეა კარიერული წინსვლისთვის, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისთვის, უფროსთან ან სამთავრობო ურთიერთობებთან კონტაქტისთვის. შემოქმედებითი პროფესიის ლომები შეძლებენ, ეფექტურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და ჩანაფიქრი სრულად განახორციელონ.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისთვის, კარიერული წინსვლისა და სწავლისთვის. გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს კარიერულ წინსვლას და უფროსობის შექებას დაიმსახურებთ. ახალი ნაცნობობა ან პარტნიორებთან ურთიერთობა მომავალი კეთილდღეობის საძირკველს ჩაყრის.


სასწორი
ამ დღეს თავს შესანიშნავად იგრძნობთ. პარტნიორებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოყალიბდება. მთლიანად გამორიცხეთ აგრესია, რადგან ეს, დაძაბულობის გარდა, არაფერს მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, რომ გვერდით მყოფი ადამიანი თქვენს ყურადღებას საჭიროებს. საღამოს შესაძლოა, მსუბუქი დეპრესია და იმედგაცრუება იგრძნოთ.


მორიელი
ეს დღე უსიამოვნო სიახლეებსა და პროვოკაციებს უკავშირდება. ეცადეთ, სიტუაცია აკონტროლოთ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. განსაკუთრებით, თუ ეს ფულს უკავშირდება. ეცადეთ, ყველა დოკუმენტი მოაწესრიგოთ, რადგან შესაძლოა, ისეთი ინფორმაცია გამჟღავნდეს, რისი დამალვაც გსურთ. ეს გარემოება თქვენს რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.


მშვილდოსანი
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. მშვილდოსან ქალებს ამ დღეს პარტნიორებთან კამათი ელით. მამაკაცებს ვურჩევთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციონ - სავარაუდოდ, თქვენს ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი დგება.


თხის რქა
ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის, რამაც შეიძლება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კარგი საფუძველი შექმნას. პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია შეცდომები და დაღმასვლა.


მერწყული
ამ დღეს თქვენი აურა და სასიცოცხლო ძალა მცირდება. არახელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია შეცდომა, რაც სიტუაციის არასწორ შეფასებას ან მცდარ ინფორმაციას უკავშირდება. სავარაუდოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. გაითვალისწინეთ, რომ დაავადება, რომელიც ამ დღეს შეგაწუხებთ, ხანგრძლივი და მძიმე იქნება.


თევზები
ამ დღეს თქვენი იდეები განხორციელებას დაიწყებს. ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ უკეთესობისკენ შეცვალოთ საკუთარი სოციალური სტატუსი, გადაჭრათ სამსახურებრივი პრობლემები და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა დაალაგოთ. თქვენი ენერგიულობა და სიზუსტე გარშემომყოფებს გააოცებს. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?