7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 აგვისტო 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ამ დღეს მოსალოდნელია ბედის უეცარი შემობრუნება. მაღალი სასიცოცხლო პოტენციალი მამაკაცებს ააქტიურებს და შრომისუნარიანებს ხდის, თუმცა პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო მოლაპარაკებები და შეთანხმებები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. ქალებს საქმიან ქაღალდებთან და მატერიალურ ფასეულობებთან მუშაობის დროს ყურადღება მართებთ. გაითვალისწინეთ, რომ არასტანდარტული ხედვა ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ.


კურო
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ხორციელი ცდუნება, პროვოკაცია და მასთან დაკავშირებული უსიამოვნო შედეგები. შეძლებისდაგვარად შეამცირეთ კონტაქტები. ერიდეთ კონფლიქტებს და არავის მოახვიოთ საკუთარი შეხედულებები თავზე.


ტყუპები
თქვენი კომუნიკაბელურობა, ოპტიმიზმი და საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება სასურველ შედეგს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, ახალი ადგილების მონახულებისა და მოგზაურობისთვის. დღის მეორე ნახევარი შესაძლოა, მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში უნდა მოილიოთ. მოსალოდნელია პარტნიორთან კამათი.


კირჩხიბი
თქვენი მიზანსწრაფულობა და შემოქმედებითი ხედვა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და გარიგებებისთვის. მოსალოდნელია წარმატება სამსახურებრივ საქმეებსა და პირად ცხოვრებაში.


ლომი
ბედის უეცარი შემობრუნება მამაკაცებს აიძულებთ, მოახლოებული ღონისძიების წარმატებისთვის მაქსიმალურად იაქტიურონ, თუმცა პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო, მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. ქალებს ნებისმიერ საქმეში წინდახედულება მართებთ. განსაკუთრებით, საბუთების ხელმოწერისა და დაპირებების გაცემის დროს.


ქალწული
თუ ამ დღეს კონტრაქტი შემოგთავაზეს, აუცილებლად დასთანხმდით. გაითვალისწინეთ, რომ ამჟამად წარმატების საიდუმლო თქვენს შორეულ გარემოცვაში მდგომარეობს. პირად ცხოვრებაში იმედგაცრუება გელით, თუმცა მეგობრების მხარდაჭერა გარანტირებული გაქვთ.


სასწორი
ჩანაფიქრის განხორციელებისთვის ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შემოსავალი ან მოგებიანი წინადადება, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა. დღის მეორე ნახევარში უმიზეზო სევდა და მსუბუქი დეპრესია გელით, ამიტომ ეცადეთ, სახლიდან არ გახვიდეთ.


მორიელი
არახელსაყრელი დღეა კონტაქტებისთვის, მოლაპარაკებებისა და ქორწინებისთვის. გარშემომყოფებით უკმაყოფილო ხართ და ყველაფერი გაღიზიანებთ. მოულოდნელი კონფლიქტი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება, თუ აგრესიისგან გათავისუფლდებით. ეცადეთ, საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ - დაუგეგმავი ხარჯები გელით.


მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა ახალი ადგილების მონახულებისთვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. თქვენი კომუნიკაბელურობა, ოპტიმიზმი და საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება სასურველ შედეგს მოგიტანთ, თუმცა პირად ცხოვრებაში იმედგაცრუება გელით.


თხის რქა
ამ დღეს ძლიერდება აურა და გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენის უნარი. შესაძლოა, ბოლოდროინდელმა წარუმატებლობამ ძალიან გაგაღიზიანათ. მოთმინება და გამძლეობა გმართებთ - მალე ჩანაფიქრს განახორციელებთ.


მერწყული
გაორებული, წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში ერთგვარი ქაოსი და წვრილმანი ვალდებულებები პოზიტიურ ტენდენციებს შეაფერხებს. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ, თამამად შეუდგეთ მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელებას. ეცადეთ, საღამო ცეცხლთან გაატაროთ. სულ ერთია, ეს ბუხარი იქნება, მინდორში დანთებული კოცონი თუ, უბრალოდ, სანთლის შუქი - ეს თქვენს აურას გააძლიერებს.


თევზები
ამ დღეს ყველა საშუალება უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ საკუთარი მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. სავარაუდოდ, რამდენიმე მოულოდნელობა გელით, მათ შორის, უსიამოვნოც. ფრთხილად იყავით, ამ პერიოდში მოსალოდნელია ტრავმები და ნერვიული აშლილობა.

დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.