14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 აგვისტო 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია შოპინგისა და კაპიტალდაბანდებისთვის. ბოლოს და ბოლოს, მიიღებთ ინფორმაციას, რომელსაც დიდი ხანია ელით ან პარტნიორს შეხვდებით. დღის მეორე ნახევარში ერიდეთ კომერციულ ოპერაციებს, რადგან პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ, რადგან დიდი სკანდალი გელით.


კურო
ხელსაყრელი დღეა მათთვის, ვისაც შეუძლია, ყველა მოქმედება დამოუკიდებლად დაგეგმოს და განახორციელოს. მოსალოდნელია ფინანსური წარმატება ან დაწყებული საქმის სასიკეთოდ დასრულება. ეცადეთ, საკუთარი ეჭვებისა და მოსაზრებების შესახებ არავის უამბოთ, რადგან ამან შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ.


ტყუპები
ხელსაყრელი დღეა უფროსთან ან სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. თუ ამ დღეს საქმიან შეხვედრას გეგმავთ, გირჩევთ, ეს საქმე დღის პირველ ნახევარში განახორციელოთ, რადგან დღის მეორე ნახევრის ნეგატიურმა ტენდენციებმა შეიძლება გეგმის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. ხელსაყრელი დღეა შოპინისთვის. წარმატებული შენაძენი გელით. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ყველა პრობლემას მოაგვარებთ, თუ წინდახედულებას გამოიჩენთ.


კირჩხიბი
ამ დღეს ახალი იდეები გეწვევათ, რომელთა განხორციელება კეთილდღეობასა და კმაყოფილებას მოგანიჭებთ. ხელმძღვანელობა თქვენს წინადადებებს მოიწონებს. სავარაუდოდ, დაწყებულ საქმეს წარმატებით დაასრულებთ.


ლომი
ხელსაყრელი დღეა ფულის დაგროვებისთვის, დაწყებული საქმეების დასრულებისა და მიზნის მიღწევისთვის. მეორეხარისხოვან პრობლემებზე ნუ მოცდებით. გაითვალისწინეთ, რომ უსარგებლო დროის ხარჯვა თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე ნეგატიურად იმოქმედებს. დღის პირველ ნახევარში დიდი ხნის ნანატრი ცნობა ან პარტნიორთან შეხვედრა გელით. სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გელით.


ქალწული
თქვენი ახალი წამოწყება მნიშვნელოვან შედეგს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა შეძენისა და კაპიტალდაბანდებისთვის. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ემოციები მოთოკოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი სკანდალი გელით.


სასწორი
ამ დღეს ნებისმიერ საქმიან ოპერაციაში წარმატება გელით. უარს ნუ იტყვით სარფიან საქმიან წინადადებაზე, სამსახურის ან მოღვაწეობის სფეროს შეცვლაზე. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახლო ნათესავთან კონფლიქტი. თვალი ადევნეთ მინიშნებებს.


მორიელი
საშიში დღეა, რომელიც ტრავმებს, ავარიებს, უბედურ შემთხვევებსა და ავადმყოფობას უკავშირდება. ფრთხილად იყავით, ამ პერიოდში გამორიცხული არ არის ნერვიული აშლილობა. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ჯანმრთელობა დაგიზიანოთ. განსაკუთრებით, სპირტიან სასმელებსა და ფიზიკურ გადაღლას ერიდეთ. უარი თქვით სექსუალურ კავშირებზე.


მშვილდოსანი
მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები ან სირთულეები პროფესიული საქმიანობის სფეროში. შესაძლოა, საკუთარ გეგმებში კორექტივების შეტანა ან დამატებითი ვალდებულებების აღება მოგიწიოთ. მეგობრების გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.


თხის რქა
თქვენი ბოლოდროინდელი იდეები მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ. პროფესიულ საქმიანობაში ინტუიციას ენდეთ - შეხვედრები და მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ. ეცადეთ, საკუთარი ეჭვების გამო ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.


მერწყული
მძიმე და საშიში დღეა, რომელიც შეუფერებელია აქტიური მოქმედებისთვის. ფრთხილად იყავით - მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. შეხვედრები და სტუმრების ვიზიტი სხვა დროისთვის გადადეთ. გარეშე პირთა მხრიდან მოსალოდნელია ნეგატიური გავლენა ან უსიამოვნო ცნობა.


თევზები
ხელსაყრელი დღეა საკუთარი პოზიციის შეფასებისთვის. მოსალოდნელია ბედის უეცარი შემობრუნება, რომელიც თქვენს მდგომარეობას გააუარესებს. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი პროფილაქტიკურ და გამაჯანსაღებელ პროცედურებს დაუთმოთ. ბავშვებსა და ხანდაზმულ ადამიანებში მოსალოდნელია ინფექციური დაავადებები, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?