24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 აგვისტო 23:09

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ამ დღეს იზრდება თქვენი შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი. გამჭრიახობა და მოვლენების ობიექტური შეფასება საშუალებას მოგცემთ, მოულოდნელობებსა და არასტანდარტულ სიტუაციებს ღირსეულად გაუმკლავდეთ. ხელსაყრელი დროა ოჯახური ურთიერთობებისთვის, ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. წარმატებული შენაძენის ან მოგების წყალობით ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს - ახლა მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.


კურო
ხელსაყრელი დღეა სიყვარულისა და პატიებისთვის. ამ დღის დევიზია მშვიდობა და თანხმობა. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ. ეს ორივეზე სასიკეთოდ აისახება და ენერგიით აგავსებთ.


ტყუპები
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ტყუპებისთვის. ამ დღის დევიზია ურთიერთობა, დიდსულოვნება და სულიერი წონასწორობა. გამორიცხული არ არის ფინანსური დანაკარგები ან სარისკო ოპერაციებთან დაკავშირებული პრობლემები. საღამოს ოჯახის ერთ-ერთი წევრის ქცევის გამო მოსალოდნელია ურთიერთობაში პრობლემები.


კირჩხიბი
გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, ძველებურად, პრობლემებია მოსალოდნელია. ყველა სირთულეს გაუმკლავდებით, თუ ფრთხილად და გონივრულად იმოქმედებთ. ამჟამად ყველაზე მეტად დასვენება და განმარტოება გჭირდებათ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


ლომი
ვარსკვლავების განლაგება საშუალებას მოგცემთ, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ, თუმცა გამორიცხული არ არის ფარული მტრების ინტრიგები. შესაძლოა, თქვენი გულუბყვილობისა და მიამიტობის გამო, ვიღაცის ბოროტი ხუმრობის მსხვერპლი გახდეთ. მივლინება და ახალი ბიზნესპროექტები სასურველ შედეგს მოგიტანთ.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ქალწულებისთვის. ამ დღის დევიზია სულიერი წონასწორობა, სიმშვიდე და თანხმობა. ვარსკვლავების განლაგება საშუალებას გაძლევთ, საკუთარი შესაძლებლობებით გაიბრწყინოთ. მამაკაცებს საქმეში სირთულეები ან ფარული მტრების მაქინაციები ელით.


სასწორი
სიმშვიდის, თანხმობისა და სულიერი წონასწორობის დღეა. გირჩევთ, ყველა საქმიანი შეხვედრა მომდევნო კვირისთვის გადადოთ. ხელსაყრელია მოგზაურობა, ფიზიკური დატვირთვა და შემოქმედებითი საქმიანობა. კარგი დღეა ხალხური მედიცინით მკურნალობისთვის.


მორიელი
ამჟამად ყველაზე მეტად განმარტოება გჭირდებათ. გირჩევთ, ეს დღე ბავშვებთან ურთიერთობას მიუძღვნათ. ეს სიმშვიდესა და სულიერ კმაყოფილებას მოგანიჭებთ. ცხოვრებისგან არა, მაგრამ საკუთარი შვილებისგან ბევრს ელით და იმედს არ გაგიცრუებენ. სავარაუდოდ, ამ დღეს ოჯახური პრობლემის მოგვარებას შეძლებთ.


მშვილდოსანი
არახელსაყრელი დღეა კომერციულ სფეროში დასაქმებული მშვილდოსნებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგი ან სირთულეები სარისკო ოპერაციების განხორციელების დროს.


თხის რქა
ამ დღეს მიზნისკენ მიმავალ გზაზე სირთულეები ან კოლეგებთან დაპირისპირება გელით. ახალი სასიყვარულო კავშირი ღალატის, პრობლემებისა და იმედგაცრუების გარდა არაფერს მოგიტანთ.


მერწყული
მძიმე და საშიში დღეა. დილიდან წარუმატებლობა გდევთ. სავარაუდოდ, მამაკაცები მაცდურ წინადადებას მიიღებენ. თუმცა სწრაფად ნუ დასთანხმდებით - შედეგი ძალიან საეჭვო იქნება. ქალებს საკუთარ თავში შიშისა და ეჭვების დაძლევა უჭირთ.


თევზები
დაძაბული დღეა, რომელიც ძალიან დაგღლით. საქმიანი მივლინება წარუმატებლად დასრულდება. გამორიცხული არ არის, რომ წვრილმანმა პრობლემებმა სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანოთ. ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ. ასაკოვანმა თევზებმა შეიძლება დიდი ხნის ნანატრი ამბავი გაიგონ.

იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 
თემატური ჰოროსკოპი

რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო - თეთრი მეტალის ვირთხა?

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან. 
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ქალებისთვის მიუწვდომელი 12 უსიმპათიურესი მამაკაცი

მათ თავიანთი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ განაცხადეს...