3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

2 სექტემბერი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში მოსალოდნელი პრობლემების შესახებ გაფრთხილებენ. დღის პირველ ნახევარში თქვენმა თავდაჯერებულობამ და აგრესიულობამ შეიძლება ახლობლებისა და ნათესავების პროტესტი გამოიწვიოს. ეცადეთ, ნებისმიერ პრობლემას გონივრულად მიუდგეთ და კომპრომისული გამოსავალი იპოვოთ. ეცადეთ, საკუთარი თავი უფრო კრიტიკულად შეაფასოთ და პარტნიორის მიმართ ნაკლებად პრეტენზიული იყოთ.


კურო
ამ დღეს პლანეტები თქვენ მიმართ კეთილად განწყობილი არიან, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ეცადეთ, პრობლემებს კონსტრუქციულად მიუდგეთ და კომპრომისული გამოსავალი იპოვოთ. თქვენი გეგმაზომიერი მოქმედება სასიკეთო ცვლილებებს მოგიტანთ.


ტყუპები
შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ ძველი პროექტის განხორციელებას შეუდგეთ. შესაძლოა, ამან დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ. პლანეტები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი არიან, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. თქვენი მიზანსწრაფული მოქმედება სასიკეთო ცვლილებებს მოგიტანთ, თუმცა პირად ცხოვრებაში გამორიცხული არაა პრობლემები, რაც პარტნიორთან თქვენს ურთიერთობას უკავშირდება.


კირჩხიბი
ამ დღეს საკუთარი თავის გამოცდის შესანიშნავი საშუალება მოგეცემათ. გამორიცხული არაა, რომ საქმიან მოგზაურობაში წასვლა მოგიწიოთ ან საკუთარი წარმოების გაფართოება დაიწყოთ.


ლომი
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ერიდეთ სარისკო მოქმედებებს, ავანტიურულ თავგადასავლებსა და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ფლირტს. თავშეკავებულად იმოქმედეთ და კონტაქტები მინიმუმამდე შეამცირეთ. მოსალოდნელია პრობლემები, რომლებიც მთავარი საქმიდან მოგწყვეტთ.


ქალწული
ნათესავებისა და ახლობლების მიმართ გამოჩენილ ამბიციურობას, აგრესიულობასა და უფროსობის სურვილს შეიძლება მათი პროტესტი მოჰყვეს. ეცადეთ, თითოეული პრობლემა კონსტრუქციულად მოაგვაროთ და კომპრომისული გადაწყვეტილება მოძებნოთ. თანმიმდევრული მოქმედება პარტნიორთან ურთიერთობაში სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს.


სასწორი
არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით ქალი სასწორებისთვის. მოსალოდნელია წარუმატებელი შენაძენი ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მამაკაცებს ახალი ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავალი ელით, რაც მხოლოდ საზრუნავს მოგიმატებთ.


მორიელი
წინააღმდეგობრივი დღეა. აქტიურ მოქმედებებს ერიდეთ და ეცადეთ, საკუთარი მოქმედებები ობიექტურად შეაფასოთ. გირჩევთ, საკუთარი განცდებისა და ცუდი წინათგრძნობის შესახებ ახლობელ ადამიანებს უამბოთ და მათი რჩევები მოისმინოთ. ეს უდიდეს შვებას მოგანიჭებთ.


მშვილდოსანი
ამ დღეს პლანეტები თქვენ მიმართ კეთილად არიან განწყობილი, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. თქვენი მიზანსწრაფულობა, ემოციურობა და ტემპერამენტი პარტნიორთან ურთიერთობას გაგიუმჯობესებთ და ახალ ნაცნობებს შეგძენთ.


თხის რქა
საკუთარი თავის რწმენა ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ, მიღწეულს დასჯერდეთ და ზედმეტი არ მოითხოვოთ, რადგან თქვენმა თავდაჯერებულობამ და უფროსობის სურვილმა შესაძლოა, ახლობელი ადამიანების გაღიზიანება და პროტესტი გამოიწვიოს.


მერწყული
მძიმე და წინააღმდეგობრივი დღეა, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა ერიდოთ. უფროს ნათესავებთან ურთიერთობაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ერიდეთ კამათს, რომელმაც შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.


თევზები
ამ დღეს საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. გამორიცხული არ არის სირთულეები პარტნიორთან ურთიერთობაში. თვალი ადევნეთ შეთანხმებების სწორად შესრულებას. თუ ამ დღის ყველა გამოწვევას თავს გაართმევთ, თქვენი ავტორიტეტი საგრძნობლად მოიმატებს.

დღის ჰოროსკოპი

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივნისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ დავალაგოთ გარდერობი - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

აღიარეთ, დილით რამდენჯერ გაგიფიქრებიათ „რა ჩავიცვა“, როცა სასოწარკვეთილი მისჩერებიხართ ღია კარადას? არადა, თითქოს, ტანსაცმელი შიგნით აღარ ეტევა, ჩასაცმელი მაინც მართლაც არაფერია.  
ამბები

„ვისოლში“ საწვავზე წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასები დაფიქსირდა

„ვისოლმა“ მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საწვავის ფასები წლის დასაწყისიდან დღემდე, ჯამურად, 80 თეთრამდე შეამცირა და ქსელში წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასი დააფიქსირა.
დღის ჰოროსკოპი

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვინ იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, ვინც მე-19 საუკუნის ქუთაისში იმოგზაურა

ბავშვობიდან სხვანაირი იყო. მისი მშობლები მის მკაცრ ხასიათს ვერ უმკლავდებოდნენ. ბრწყინვალე განათლება მიიღო და სწავლობდა ანატომიასაც, რათა გაეგო, საიდან ჰქონდა ლტოლვა ქალების მიმართ... 
ამბები

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტებისა და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვისოლი“ ავრცელებს.
საკნატუნო ამბები

ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

რა ხდება განქორწინების შემდეგ?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

ყინულის დიეტის დაწყების დროა... ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ეს და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.  
დღის ჰოროსკოპი

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?