22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბერი 09:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ხელსაყრელი დღეა სახლის კეთილმოწყობისა და სამთავრობო უწყებებთან კონტაქტისთვის. ამ დღეს ადვილად მიიღებთ იმას, რაც ადრე მიუწვდომელი გეჩვენებოდათ. ძალები გონივრულად გადაანაწილეთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. პიროვნული მომხიბვლელობა და მონდომება მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.


კურო


მოულოდნელი შემოსავალი გელით. გამორიცხული არ არის ძვირფასი ნივთის პოვნა ან ფულის მოგება. ამ დღეს კატეგორიულად აკრძალულია შოპინგი და ფულის დაბანდება. პლანეტების არახელსაყრელი განლაგება უსიამოვნებებს მოგიტანთ.


ტყუპები


უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია სახლთან დაკავშირებული პრობლემები: ქურდობა, ყაჩაღობა ან უკეთეს შემთხვევაში არასასურველი სტუმრები. ემოციური თვალსაზრისით დაძაბული დღეა. ერიდეთ კამათს და კონფლიქტურ სიტუაციებს. ყურადღებას ნუ მიაქცევთ თქვენი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.


კირჩხიბი


ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ და ცივი გონებით იმოქმედოთ. თუ თავს დამნაშავედ მიიჩვენთ, ბოდიში მოიხადეთ და აპატიეთ ადამიანებს, რომლებიც ბოდიშს გიხდიან. ნუ გაიმეორებთ ძველ შეცდომებს და ძველ მეგობრებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ. დღის მეორე ნახევარში სიმშვიდე და ჰარმონია გელით.


ლომი


შესანიშნავი დღეა თქვენი ნიჭისა და პროფესიული უნარების გამოსავლენად. ვარსკვლავები გირჩევენ ყველა ძველი დაწყებული საქმე დაასრულოთ. ამ დღეს დაუჯერებლად ადვილად შეძლებთ იმის მიღწევას, რაც აქამდე მიუწვდომელი გეგონათ. მამაკაცებს ახალი რომანტიკული შეხვედრა ან ძველ სიყვარულთან ურთიერთობის განახლება ელით.


ქალწული


ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის. შესაძლოა, თქვენი ნიჭი და უნარები უფროსებმა სათანადოდ დააფასონ. ამ დღეს სარისკო ოპერაციებშიც კი წარმატება გელით. ქალებს ახალი, საინტერესო ნაცნობობა ელით - გამორიცხული არაა, რომ საქმიანიდან სასიყვარულოში გადაიზარდოს.


სასწორი


ემოციური თვალსაზრისით დაძაბული დღეა. პლანეტების განლაგება ისევ ხელსაყრელია პროფესიული საქმიანობისთვის. ეცადეთ კონფლიქტურ სიტუაციებს თავი აარიდოთ და ყურადღებას ნუ მიაქცევთ თქვენი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.


მორიელი


აქტიური და დაძაბული დღეა. ხვდებით, რომ აუცილებელია თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, ამიტომ კომერციულ და ფინანსურ ოპერაციებში ლიდერის როლს მოირგებთ. ეს საშუალებას მოგცემთ, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ.


მშვილდოსანი


ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვისთვის, სუფთა ჰაერზე დასვენებისთვის, სეირნობისთვის, მოგზაურობისთვის, მეგობრებთან და ახლობელთან ურთიერთობისთვის.


თხის რქა


ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრეით მამაკაცებისთვის. ისინი შეძლებენ ახალი პარტნიორების პოვნას და საერთო საქმის წამოწყებას. მოსალოდნელია შეხვედრები მოლაპარაკებები, მგზავრობა და ახალი კონტაქტები.


მერწყული


თუ საშუალება გაქვთ, რომ ყოველდღიურ საქმეებს მოწყდეთ, ქალაქიდან გადით და საფუძვლიანად დაისვენეთ. მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავალი. თქვენი პიროვნული თვისებებით გარშემო მყოფებს გააოცებთ. შესაძლოა, ახალი მეგობრები შეიძინოთ ან ცხოვრების მეგზური იპოვოთ.


თევზები


შესაძლოა გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში პრობლემები შეგექმნათ. შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ. გამორიცხული არაა, რომ არასტაბილური წყვილები დაშორდნენ. ეცადეთ, ემოციელბის ნაცვლად, ცივი გონებით იმოქმედოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი, რომლებიც სულს აგიფორიაქებთ

თუ ცოტა ხნით ბლოკბასტერებს მოსწყდებით და სერიოზული ფილმის საყურებლად განეწყობით, ეს ფილმები ღრმა შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ხრაშუნა კარტოფილის ჩხირები ლორით

ალბათ მიხვდით, რომ ეს არ არის კარტოფილი ფრი, თუმცა გარწმუნებთ, ფრიზე მეტად შეიყვარებთ!
დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 მიზეზი იმისა, რატომ არის ჰიუ ჯეკმანი გენიალური

იცოდით, რომ ეს ავსტრალიელი არტისტი ჰოლივუდამდე ჯამბაზად მუშაობდა და პატარებს ართობდა? და არამარტო ეს...
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.




×

საბანერო პოზიცია
300x150